პარტნიორები:
    ავტორი:

    კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება

    კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება

    საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში დაფიქსირდა და ის თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქალაძემ განაცხადა.

    "დღის მანძილზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი იყო 4 საეჭვო შემთხვევა და მათ შორის სამი იყო უარყოფითი, ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

    მას ჰქონდა მოგზაურობის ისტორია მეზობელ თურქეთში, საზღვრის კვეთისას, თერმომონიტორინგის დროს დაუფიქსირდა ტემპურატურა და საზღვრიდანვე გადაყვანილი იყო კლინიკაში" - აღნიშნა მიქელაძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ამავე ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულთაგან 10 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

    "ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

    "დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

    LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, გიორგი ბახუტაშვილი. დავით მათიკაშვილი