მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე
"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

გი­ორ­გი ხურ­ცი­ძი­სა და ლი­კუ­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის წყვი­ლი ორი წე­ლია ჩი­ნე­თის ერთ-ერთ ქა­ლაქ შან­დონ­გა­ში ცხოვ­რობს. მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თი სა­შიშ ქვე­ყა­ნად იქცა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰქონ­დათ შან­სი ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, ახ­ლობ­ლე­ბის გამო იქ დარ­ჩე­ნა არ­ჩი­ეს.

გი­ორ­გი და ლი­კუ­ნა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან 60 დღეს ით­ვლი­ან. ქა­ლა­ქის და­კე­ტი­ლი კო­მუ­ნე­ბი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჯერ კი­დევ არ აქვთ და ცაც და­კე­ტი­ლია, რომ სამ­შობ­ლო­ში თუნ­დაც კა­რან­ტინ­ში დაბ­რუნ­დნენ.

AMBEBI.GE ლობ­ჟა­ნი­ძე-ხურ­ცი­ძის წყვილს ესა­უბ­რა:

- 17 იან­ვარს გა­ვი­გეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პრობ­ლე­მა იყო. ჩი­ნურ არ­ხებს დი­დად არ ვუ­ყუ­რებ­დით, მაგ­რამ გვი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო. მალე სამ­ყა­როც მიხ­ვდა, რომ რა­ღაც ისე ვერ იყო. ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი მო­დი­ო­და, ამ დროს დი­დია ქვე­ყა­ნა­ში შიდა და გარე მიგ­რა­ცია, ხალ­ხი ცდი­ლობს სა­კუ­თარ სახ­ლში იყოს. სწო­რედ ამ­დე­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბის გამო ვფიქ­რობ­დი, რომ ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

23 იან­ვარს ვუ­ჰა­ნი და­კე­ტეს, 11 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში მოხ­ვდა, ქა­ლაქ­ში ჯარი ჩად­გა. ახა­ლი წელი რომ თენ­დე­ბო­და, 25 იან­ვარს ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­აც და­კე­ტეს და ორ დღე­ში 72 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში აღ­მოჩ­ნდა. არა­და, მა­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სის მხო­ლოდ 200 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. 31 იან­ვრი­დან მთე­ლი ჩი­ნე­თი კო­მუ­ნა-კო­მუ­ნა (უბან-უბან) იყო და­კე­ტი­ლი.

პი­რა­დად ჩვენ გა­რეთ გას­ვლა შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ მხო­ლოდ კო­მუ­ნა­ში, აქ კო­მუ­ნას ეძა­ხი­ან, რო­გორც ჩვენ­თან უბა­ნი ისეა. თუმ­ცა, ორი კვი­რის მან­ძილ­ზე გა­რეთ ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს, არა­ვინ გა­დი­ო­და, მხო­ლოდ სას­წრა­ფოს ხმა გვეს­მო­და, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

- ჩი­ნეთ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, ალ­ბათ, მხო­ლოდ ვირუს­ზე სა­უბ­რობ­დნენ...

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­პა­გან­და მი­დი­ო­და - რო­გორ მალე აშენ­და ჰოს­პი­ტა­ლი, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ მედ­დე­ბი ავად­მყო­ფებს. ზო­გა­დად, ჩი­ნე­ლე­ბი მი­თი­თე­ბებს ძა­ლი­ან და­ე­მორ­ჩილ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან გა­ე­პა­რათ შემ­თხვე­ვე­ბი, ერთ-ერთი რი­თაც ჩი­ნე­თი მარ­ტი­ვად მო­ე­რია ვირუსს, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მია. ციფ­რუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტია აქვთ - ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რის ნახ­ვა შე­უძ­ლია, სად გა­და­ად­გილ­დე­ბი, სად რას იხდი.

- "ფე­იქ­ნი­უ­სე­ბი" თქვენ­თან ნაკ­ლე­ბად ვრცელ­დე­ბო­და?

- არა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ აქა­უ­რი "ფე­იქ­ნი­უ­სე­ბი" მერე თქვენ­თან გავ­რცელ­და. მა­გა­ლი­თად, თვითმფრი­ნა­ვი გა­და­იფ­რენს და ქა­ლაქს შე­წამ­ლავს, კა­რე­ბე­ბი და­კე­ტე­თო, ჩვენ­თან 24 იან­ვარს გავ­რცელ­და რუ­სულ ენა­ზე.

- ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ვერ­სი­აა, ჩი­ნეთ­ში რას ამ­ბო­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად?

- მეც ბევ­რი ვერ­სია წა­ვი­კი­თხე, მაგ­რამ აქა­ურ სამ­თავ­რო­ბო არხზე მხო­ლოდ პან­გო­ლი­ნის ვერ­სი­აა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ეს გახ­ლავთ გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ცხო­ვე­ლი, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბი ჭა­მენ. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ პან­გო­ლინ­მა შე­ჭა­მა ღა­მუ­რა და შემ­დეგ ადა­მი­ან­მა მი­ირ­თვა პან­გო­ლი­ნი, რო­მე­ლიც თერ­მუ­ლად არ იყო კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა ცოტა მო­ე­რია ვირუსს, ამ­ბო­ბენ, რომ ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნე­სო, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც პან­გო­ლი­ნის ვერ­სი­ა­ზე არი­ან შე­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი.

- რო­გო­რი იყო ცხოვ­რე­ბა 24 სა­ა­თი სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი, ყუ­რა­დღე­ბას თუ გაქ­ცევ­დათ ვინ­მე?

- დიახ, ზუს­ტად ისე მოგ­ვექ­ცა აქა­უ­რი პო­ლი­ცია, რო­გორც ალ­ბათ ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს მო­ექ­ცე­ოდ­ნენ, უფრო უკე­თე­სა­დაც. მი­რე­კავ­დნენ, რამე ხომ არ მჭირ­დე­ბო­და ან მა­წუ­ხებ­და. ნო­მე­რი ჩა­მა­წე­რი­ნეს, რომ რამე პრობ­ლე­მა თუ მექ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. იზო­ლა­ცი­ის პირ­ველ ორ დღე­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი დავ­კარ­გე და შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ გვინ­დო­და, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გზა­ში გა­დაგ­ვდე­ბო­და რამე და თან მა­შინ, ჯერ არ იყო თქვენ­თან კა­რან­ტი­ნის სის­ტე­მა შე­მო­ღე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბო­და, ვირუ­სი ჩვენ ჩა­მოგ­ვე­ტა­ნა.

- თუ გქო­ნი­ათ ისე­თი შეგ­რძნე­ბა, რომ ვირუ­სი თქვენც და­გე­მარ­თათ?

- ერთხელ სი­ცხე მომ­ცა, მაგ­რამ ყვე­ლა აქა­უ­რი ქარ­თვე­ლი იგი­ვეს წერ­და ჯგუ­ფებ­ში, სი­ცხე მაქ­ვსო 37.2. დი­ლას რომ ვიღ­ვი­ძებ­დით, ვა­მოწ­მებ­დით გვახ­ვე­ლებ­და თუ არა, ან ყელი ხომ არ გვტკი­ო­და. ახლა მივ­ხვდი, რომ ამ თე­მა­ზე ასე დე­ტა­ლუ­რად არ გვი­ლა­პა­რა­კია ერ­თმა­ნეთ­შიც კი მე და მე­უღ­ლეს, თით­ქოს ახლა თა­ვი­დან გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა და­გეხ­მა­რათ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დის გა­და­სა­ლა­ხად?

- ალ­კოჰო­ლი... რა­ღაც ეტა­პის შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ ამ­ხე­ლა სტრე­სი რა­ღა­ცით უნდა მო­იხ­სნა. 20 დღე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ შემ­დეგ გაგ­ვი­ჭირ­და. ყო­ველ­დღე არ უნდა და­ლიო, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად ძა­ლი­ან გვშვე­ლო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით გა­დავ­რჩით თუ არა, ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში ისე ასიმპტო­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს ვირუ­სი. შე­იძ­ლე­ბა მჭირ­და კი­დეც და მო­ვი­ხა­დე.

იმი­ტომ არის ეს ვირუ­სი სა­ში­ნე­ლი, რომ თუ ჩემ­ში უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­იძ­ლე­ბა სხვას გა­დავ­დო და მას მძი­მე სიმპტო­მე­ბით გა­მო­უვ­ლინ­დეს. ამი­ტომ არის თვი­თი­ზო­ლა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩი­ნე­თი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა. რო­დე­საც ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ჩა­კე­ტეს, ათამ­დე შემ­თხვე­ვა იყო და გახ­და 49 და ამის მერე აღარ გაზ­რდი­ლა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად?

- ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად არ­თმევს თავს, მაგ­რამ არა - იდე­ა­ლუ­რად. გთხოვთ, მე­დი­ას ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბას მა­ინც ნუ გა­ა­მახ­ვი­ლებთ, რად­გან ეს ხალ­ხში ყალბ მო­ლო­დინს იწ­ვევს, მა­ინც კარ­გად არ­თმე­ვენ თავ­სო და ხან ლის­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან და ხან ორ­მოც­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტებს კარ­გი ნი­უ­სის გავ­რცე­ლე­ბა თუ გინ­დათ, და­წე­რეთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით და­მარ­ცხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჯოკ­რის თა­მა­ში ოთხ კაც­ში თვი­თი­ზო­ლა­ცია არ არის.

ლი­კუ­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე: პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად ვი­ღებ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ვირუ­სი მათ არ და­ე­მარ­თე­ბათ და სახ­ლში დარ­ჩე­ნა სი­სუ­ლე­ლეა. თით­ქოს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ მი­მარ­თა ისეთ გზას, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ხა­დონ და ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვონ იმუ­ნი­ტე­ტი. 60 დღეა აქ ვზი­ვართ და ეს იმის გა­მოც არის, რომ გზა­ში არა­ფე­რი აგ­ვე­კი­და და თქვენ­თვის არ ჩა­მოგ­ვე­ტა­ნა. პირ­ველ დღე­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­აც არ იყო, რას ებ­რძო­და ჩი­ნე­თი და მსოფ­ლიო აგ­რძე­ლებ­და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას. წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ რო­გო­რი სტრე­სის გავ­ლა უწევთ ექი­მებს. ერთ ფორ­მას რომ იც­ვა­მენ და შე­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან, ცხრა სა­ა­თის მან­ძილ­ზე ვერ გა­მო­დი­ან მო­რი­გე­ო­ბი­დან და წყალ­საც ვერ სვა­მენ. ყვე­ლას ვთხოვ, რომ დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნეთ­ში კა­რან­ტი­ნი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ გან­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და...

გი­ორ­გი: ალ­ბათ, მარ­თა­ლია, რად­გან ცოტა უც­ნა­უ­რი ოჯა­ხე­ბი აქვთ, ერ­თად დიდ დროს არ ატა­რე­ბენ, არ მე­გობ­რო­ბენ ცოლ­თან და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა იყო კა­ცე­ბის­თვის კა­რან­ტი­ნი, აქაც სა­უბ­რობ­დნენ მაგ თე­მა­ზე.

- გი­ფიქ­რია, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, პირ­ვე­ლი რას გა­ა­კე­თებ?

- მთა­ში წა­ვი­დო­დი და ნიღ­ბის გა­რე­შე ვი­სუნ­თქებ­დი. კი­დევ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა და ჩემი ოჯა­ხის ნახ­ვა. აქა­უ­რი კო­რო­ნა და­ვა­მარ­ცხე და ახლა თქვენ­ზე ვარ გად­მო­სუ­ლი. ზუს­ტად ვიცი, რომ მძი­მე ფა­ზა­ში შე­დი­ხართ და იმე­დია მარ­ტი­ვად გა­და­ლა­ხავთ. თა­ვი­დან იმა­საც ვფიქ­რობ­დით, რომ ომი მა­ინც იყოს-მეთ­ქი, ია­რაღს ავი­ღებ­დი და ვიბ­რძო­ლებ­დი, ტყვი­ას მო­ვე­რი­დე­ბო­დი... არა, ეს უხი­ლა­ვია, უსუ­სუ­რად ხარ სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი და ერი­დე­ბი უხი­ლავ ნა­წი­ლა­კებს, რომ­ლებ­საც ვერ ხე­დავ და ჰა­ერ­ში დაფ­რი­ნა­ვენ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

გიორგი ხურციძისა და ლიკუნა ლობჟანიძის წყვილი ორი წელია ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ შანდონგაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ჩინეთი საშიშ ქვეყანად იქცა და კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შანსი ქვეყანა დაეტოვებინათ, ახლობლების გამო იქ დარჩენა არჩიეს.

გიორგი და ლიკუნა თვითიზოლაციიდან 60 დღეს ითვლიან. ქალაქის დაკეტილი კომუნებიდან გასვლის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ და ცაც დაკეტილია, რომ სამშობლოში თუნდაც კარანტინში დაბრუნდნენ.

AMBEBI.GE ლობჟანიძე-ხურციძის წყვილს ესაუბრა:

- 17 იანვარს გავიგეთ, რომ ქვეყანაში რაღაც პრობლემა იყო. ჩინურ არხებს დიდად არ ვუყურებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. მალე სამყაროც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჩინური ახალი წელი მოდიოდა, ამ დროს დიდია ქვეყანაში შიდა და გარე მიგრაცია, ხალხი ცდილობს საკუთარ სახლში იყოს. სწორედ ამდენი გადაადგილდების გამო ვფიქრობდი, რომ ვირუსის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა.

23 იანვარს ვუჰანი დაკეტეს, 11 მილიონი ადამიანი კარანტინში მოხვდა, ქალაქში ჯარი ჩადგა. ახალი წელი რომ თენდებოდა, 25 იანვარს ჰუბეის პროვინციაც დაკეტეს და ორ დღეში 72 მილიონი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა. არადა, მაშინ კორონავირუსის მხოლოდ 200 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 31 იანვრიდან მთელი ჩინეთი კომუნა-კომუნა (უბან-უბან) იყო დაკეტილი.

პირადად ჩვენ გარეთ გასვლა შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ კომუნაში, აქ კომუნას ეძახიან, როგორც ჩვენთან უბანი ისეა. თუმცა, ორი კვირის მანძილზე გარეთ ადამიანი არ მინახავს, არავინ გადიოდა, მხოლოდ სასწრაფოს ხმა გვესმოდა, საშინელება იყო.

- ჩინეთში ტელევიზიებით, ალბათ, მხოლოდ ვირუსზე საუბრობდნენ...

- ჩვეულებრივი პროპაგანდა მიდიოდა - როგორ მალე აშენდა ჰოსპიტალი, როგორ უვლიდნენ მედდები ავადმყოფებს. ზოგადად, ჩინელები მითითებებს ძალიან დაემორჩილნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაეპარათ შემთხვევები, ერთ-ერთი რითაც ჩინეთი მარტივად მოერია ვირუსს, ავტორიტარული რეჟიმია. ციფრული ავტოკრატია აქვთ - ყველას ყველაფერის ნახვა შეუძლია, სად გადაადგილდები, სად რას იხდი.

- "ფეიქნიუსები" თქვენთან ნაკლებად ვრცელდებოდა?

- არა, პირიქით, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ აქაური "ფეიქნიუსები" მერე თქვენთან გავრცელდა. მაგალითად, თვითმფრინავი გადაიფრენს და ქალაქს შეწამლავს, კარებები დაკეტეთო, ჩვენთან 24 იანვარს გავრცელდა რუსულ ენაზე.

- ვირუსის გავრცელების შესახებ უამრავი ვერსიაა, ჩინეთში რას ამბობენ ოფიციალურად?

- მეც ბევრი ვერსია წავიკითხე, მაგრამ აქაურ სამთავრობო არხზე მხოლოდ პანგოლინის ვერსიაა გამოქვეყნებული. ეს გახლავთ გადაშენების პირას მყოფი ცხოველი, რომელსაც ჩინელები ჭამენ. არსებობს ვერსია, რომ პანგოლინმა შეჭამა ღამურა და შემდეგ ადამიანმა მიირთვა პანგოლინი, რომელიც თერმულად არ იყო კარგად დამუშავებული. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ცოტა მოერია ვირუსს, ამბობენ, რომ ეს ხელოვნურად შექმნესო, თუმცა ჯერჯერობით მაინც პანგოლინის ვერსიაზე არიან შეჯერებულები.

- როგორი იყო ცხოვრება 24 საათი სახლში გამოკეტილი, ყურადღებას თუ გაქცევდათ ვინმე?

- დიახ, ზუსტად ისე მოგვექცა აქაური პოლიცია, როგორც ალბათ ჩინეთის მოქალაქეს მოექცეოდნენ, უფრო უკეთესადაც. მირეკავდნენ, რამე ხომ არ მჭირდებოდა ან მაწუხებდა. ნომერი ჩამაწერინეს, რომ რამე პრობლემა თუ მექნებოდა, ყველაფერში დამეხმარებოდნენ. იზოლაციის პირველ ორ დღეში ყველანაირი იმედი დავკარგე და შემდეგ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე. საქართველოში დაბრუნება არ გვინდოდა, რადგან შესაძლებელი იყო გზაში გადაგვდებოდა რამე და თან მაშინ, ჯერ არ იყო თქვენთან კარანტინის სისტემა შემოღებული და შეიძლებოდა, ვირუსი ჩვენ ჩამოგვეტანა.

- თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ ვირუსი თქვენც დაგემართათ?

- ერთხელ სიცხე მომცა, მაგრამ ყველა აქაური ქართველი იგივეს წერდა ჯგუფებში, სიცხე მაქვსო 37.2. დილას რომ ვიღვიძებდით, ვამოწმებდით გვახველებდა თუ არა, ან ყელი ხომ არ გვტკიოდა. ახლა მივხვდი, რომ ამ თემაზე ასე დეტალურად არ გვილაპარაკია ერთმანეთშიც კი მე და მეუღლეს, თითქოს ახლა თავიდან გავიარეთ ყველაფერი...

- ყველაზე მეტად რა დაგეხმარათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდის გადასალახად?

- ალკოჰოლი... რაღაც ეტაპის შემდეგ ხვდები, რომ ამხელა სტრესი რაღაცით უნდა მოიხსნა. 20 დღე ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდა. ყოველდღე არ უნდა დალიო, მაგრამ პერიოდულად ძალიან გვშველოდა. ჯერჯერობით არ ვიცით გადავრჩით თუ არა, ზოგიერთ ადამიანში ისე ასიმპტომატურად მიმდინარეობს ეს ვირუსი. შეიძლება მჭირდა კიდეც და მოვიხადე.

იმიტომ არის ეს ვირუსი საშინელი, რომ თუ ჩემში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეიძლება სხვას გადავდო და მას მძიმე სიმპტომებით გამოუვლინდეს. ამიტომ არის თვითიზოლაცია აუცილებელი. ჩინეთი თვითიზოლაციამ გადაარჩინა. როდესაც ჩვენი ქალაქი ჩაკეტეს, ათამდე შემთხვევა იყო და გახდა 49 და ამის მერე აღარ გაზრდილა.

- როგორ შეაფასებ ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსთან საბრძოლველად?

- ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს, მაგრამ არა - იდეალურად. გთხოვთ, მედიას ამაზე ყურადღებას მაინც ნუ გაამახვილებთ, რადგან ეს ხალხში ყალბ მოლოდინს იწვევს, მაინც კარგად ართმევენ თავსო და ხან ლისზე იკრიბებიან და ხან ორმოცზე. ჟურნალისტებს კარგი ნიუსის გავრცელება თუ გინდათ, დაწერეთ, რომ კორონავირუსი თვითიზოლაციით დამარცხდება. ყველაფერი მაინც ხალხზეა დამოკიდებული. ჯოკრის თამაში ოთხ კაცში თვითიზოლაცია არ არის.

ლიკუნა ლობჟანიძე: პირად შეურაცხყოფად ვიღებ, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ვირუსი მათ არ დაემართებათ და სახლში დარჩენა სისულელეა. თითქოს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიმართა ისეთ გზას, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მოიხადონ და ასე გამოიმუშავონ იმუნიტეტი. 60 დღეა აქ ვზივართ და ეს იმის გამოც არის, რომ გზაში არაფერი აგვეკიდა და თქვენთვის არ ჩამოგვეტანა. პირველ დღეებში ინფორმაციაც არ იყო, რას ებრძოდა ჩინეთი და მსოფლიო აგრძელებდა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. წარმოდგენა არ გაქვთ როგორი სტრესის გავლა უწევთ ექიმებს. ერთ ფორმას რომ იცვამენ და შედიან პაციენტებთან, ცხრა საათის მანძილზე ვერ გამოდიან მორიგეობიდან და წყალსაც ვერ სვამენ. ყველას ვთხოვ, რომ დარჩნენ სახლებში.

- ამბობენ, რომ ჩინეთში კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ განქორწინებულთა რიცხვი გაიზარდა...

გიორგი: ალბათ, მართალია, რადგან ცოტა უცნაური ოჯახები აქვთ, ერთად დიდ დროს არ ატარებენ, არ მეგობრობენ ცოლთან და ახლო ურთიერთობა არ აქვთ. წარმომიდგენია, რა იყო კაცებისთვის კარანტინი, აქაც საუბრობდნენ მაგ თემაზე.

- გიფიქრია, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, პირველი რას გააკეთებ?

- მთაში წავიდოდი და ნიღბის გარეშე ვისუნთქებდი. კიდევ, საქართველოში მინდა დაბრუნება და ჩემი ოჯახის ნახვა. აქაური კორონა დავამარცხე და ახლა თქვენზე ვარ გადმოსული. ზუსტად ვიცი, რომ მძიმე ფაზაში შედიხართ და იმედია მარტივად გადალახავთ. თავიდან იმასაც ვფიქრობდით, რომ ომი მაინც იყოს-მეთქი, იარაღს ავიღებდი და ვიბრძოლებდი, ტყვიას მოვერიდებოდი... არა, ეს უხილავია, უსუსურად ხარ სახლში გამოკეტილი და ერიდები უხილავ ნაწილაკებს, რომლებსაც ვერ ხედავ და ჰაერში დაფრინავენ....

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება