საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულთაგან 10 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.