მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი
"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

ინ­დო­ეთ­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. 1.3 მი­ლი­არდ ადა­მი­ანს უთხრეს, რომ სახ­ლებ­ში უნდა დარ­ჩნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლია, რომ კა­რან­ტი­ნი 3 კვი­რას გას­ტანს, თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით ამის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ყვე­ლა­ფე­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­გორც BBC წერს, ინ­დო­ეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ­დღი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, კა­რან­ტი­ნის გამო, კი ისი­ნი საკ­ვე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. დე­ლი­ში არის ქუჩა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან და ელო­დე­ბი­ან, რო­დის მი­ა­კი­თხავთ დამ­საქ­მე­ბე­ლი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ზე და­ა­საქ­მებთ.

ინ­დო­ე­ლი რა­მეშ კუ­მა­რის შე­მო­სავ­ლის წყა­რო სწო­რედ ასე­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო, ახლა კი, სახ­ლი­დან გას­ვლა აეკ­რძა­ლა. "დღე­ში 600 რუ­პი­ას გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ (8 დო­ლა­რი) და სახ­ლში 5 ადა­მი­ა­ნი მყავს და­სა­პუ­რე­ბე­ლი. ცოტა ხან­ში საჭ­მე­ლი გა­მოგ­ვე­ლე­ვა. მე ვიცი კო­რო­ნა­ვირუ­სის რის­კი, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია ჩემს მში­ერ შვი­ლებს ვუ­ყუ­რო“, - ამ­ბობს ის.

კა­რან­ტი­ნი 24 მარტს ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნა­რენ­დრა მო­დიმ გა­მო­ა­ცხა­და. ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, უამ­რა­ვი ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე­ში საჭ­მლის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:05 / 19-03-2020

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

10:51 / 24-03-2020

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების წყარო საფეხბურთო მატჩი გახდა? - "ეს იყო ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი..."

16:58 / 26-03-2020

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

13:02 / 27-03-2020

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

14:29 / 31-03-2020

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

16:26 / 03-04-2020

ინდოეთში კარანტინის დროს დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

12:34 / 08-04-2020

როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“

ინ­დო­ე­თის ზო­გი­ერ­თი რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბა ჰპირ­დე­ბა მუ­შებს, რომ ან­გა­რიშ­ზე თან­ხას ჩა­უ­რი­ცხა­ვენ, ასე­თი­ვე და­პი­რე­ბა გას­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­დი­მაც. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა იმ ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­ურ ხელ­ფას­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი.

შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ელ­თა სულ ცოტა 90% და­საქ­მე­ბუ­ლია არა­ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში. მუ­შა­ო­ბენ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბად, ქუ­ჩა­ში მო­ვაჭ­რე­ე­ბად, ნაგ­ვის შემგრო­ვებ­ლად, ოჯახ­ში დამ­ხმა­რე­ე­ბად და ა.შ.

"კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე შიმ­ში­ლი მოგ­ვკლავს" - ამ­ბობს ინ­დო­ე­ლი მე­წარ­მე

უმე­ტე­სო­ბას არ აქვს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში. გარ­და ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მუ­შა­ოს­თვის ერთი რე­გი­ო­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დი­ან, ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს და უმე­ტე­სი მათ­გა­ნის სა­ცხოვ­რებ­ლის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფომ არა­ფე­რი იცის. ეს არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, რად­გა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო ვერ გან­სა­ზღვრავს, თუ რო­გორ და­ეხ­მა­როს მო­ქა­ლა­ქეს თან­ხით, თუ არ ეცო­დი­ნე­ბა მისი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

"სა­ჭი­როა რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სრა­ფად იმოქ­მე­დოს, იმი­ტომ რომ სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღე იც­ვლე­ბა. ჩვენ უნდა შევ­ქმნათ დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და ადა­მი­ა­ნებს საკ­ვე­ბი მი­ვა­წო­დოთ, უნდა და­ვა­რი­გოთ ფული, ან ბრინ­ჯი და ხორ­ბა­ლი იმის მი­უ­ხე­და­ვად, ვინ რო­მე­ლი შტა­ტი­და­ნაა“, - ამ­ბობს აკი­ლეშ ია­და­ვი, ინ­დო­ე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ინ­დო­ე­ლი კი­შან ლალი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ალა­ჰა­ბად­ში რიქ­შას და­ა­ტა­რებს, ამ­ბობს, რომ კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უფუ­ლოდ დარ­ჩა.

"მჭირ­დე­ბა ფული ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბად. გა­ვი­გე, რომ მთავ­რო­ბა აპი­რებს ფული მოგ­ვცეს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს ეს რო­გორ და რო­დის მოხ­დე­ბა“, - ამ­ბობს კი­შა­ნი.

რიქ­შას მძღო­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ უფუ­ლოდ დარ­ჩა

მისი მე­გო­ბა­რი ალი ჰა­სა­ნი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს, რომ უკვე აღარ აქვს საჭ­მლის ფული. "მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა და ფულს ვე­ღარ გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ. არ ვიცი რო­დის გა­ი­ღე­ბა, ძა­ლი­ან მე­ში­ნია. ოჯა­ხი მყავს და მათ ვინ მი­უ­ტანს საჭ­მელს?!“ - ამ­ბობს ის.

ალი ჰა­სა­ნი, რო­მელ­საც საჭ­მლის ფული აღარ აქვს, მას შემ­დეგ, რაც კა­რან­ტი­ნის გამო მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა და სა­მუ­შაო ად­გი­ლი და­კარ­გა

ბევ­რი ინ­დო­ე­ლი თა­ვად აწარ­მო­ებ­და პრო­დუქტს და ქუ­ჩა­ში ყიდ­და. ასე­თი მე­წარ­მეა მო­ჰა­მედ და­ბი­რიც, რო­მე­ლიც ახლა შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა.

"უი­მე­დოდ ვარ. მე­ში­ნია, რომ შიმ­ში­ლი კო­რო­ნა­ვირუს­ზე უფრო მალე მოგ­ვკლავს“, - ამ­ბობს ის. ტაქ­სის მძღო­ლი ჟო­გინ­დერ ჩონდჰა­რიც ამ­ბობს. რომ უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა.

"მეს­მის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­რან­ტი­ნი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ძა­ლი­ან სა­ში­შია და სა­ჭი­როა, რომ თავი და­ვიც­ვათ. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რო­გორ გა­დავ­რჩე და რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნო ოჯა­ხი, თუ კა­რან­ტი­ნი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა“, - ამ­ბობს ის.

BBC წერს ინ­დო­ელ ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე მე­წა­ღე­ზეც, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი არ გა­უმ­ხი­ლა ჟურ­ნა­ლისტს. მისი თქმით, წლე­ბია ალა­ჰა­ბა­დის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ადა­მი­ა­ნებს ფეხ­საც­მელს უსუფ­თა­ვებს, მაგ­რამ ახლა სად­გუ­რი ცა­რი­ე­ლია. ამ­ბობს, რომ ვერ გა­ი­გო ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ აღარ ჩა­ნან, რა­ტომ და­ცა­რი­ელ­და ქუ­ჩე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა­ტომ შე­წყვი­ტა ხალ­ხმა გა­და­ად­გი­ლე­ბა.

მე­წა­ღე ალა­ჰა­ბა­დი­დან, რო­მელ­მაც არ იცის, რა­ტომ აღარ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე

"არ ვიცი რა მოხ­და. ბოლო დღე­ე­ბია სად­გურ­ზე ხალ­ხი აღარ არის. სა­ღა­მოს სიგ­ნა­ლის ხმა ის­მის (ინ­დო­ეთ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს), მაგ­რამ არ ვიცი რა­ტომ“, - ამ­ბობს ის.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 562 და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 10 გარ­და­იც­ვა­ლა, 40 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთ
72

ჩვენთან უკეთესი მდგომარეობა გგონიათ?

ქართველი
0

ძალიან კარგად მახსოვს 90 იანები, არც შედარებას ვაკეთებ და არც კარგი იყო!!! რა გჭირთ ქართველებო მართლა ვინც წერთ შიმშილით დავიხოცებითო, იქნებ ყველამ ვისაც ცოტათი მეტი გვაქ მოვიკლოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს. მოვეშვათ ამ ერთმანეთის დაჭმას. არავის ულხინს სწორედ ამიტომაცაა ეს განსაცდელი ბევრი რამ დავინახოთ და გადავაფასოთ. არავის ულხინს ნამდვილად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, კარანტინი გამოცხადდა. 1.3 მილიარდ ადამიანს უთხრეს, რომ სახლებში უნდა დარჩნენ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ კარანტინი 3 კვირას გასტანს, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია და ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტიანობაზეა დამოკიდებული.

როგორც BBC წერს, ინდოეთში მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, კარანტინის გამო, კი ისინი საკვების გარეშე დარჩნენ. დელიში არის ქუჩა, სადაც ადამიანები დგანან და ელოდებიან, როდის მიაკითხავთ დამსაქმებელი და სამშენებლო სამუშაოზე დაასაქმებთ.

ინდოელი რამეშ კუმარის შემოსავლის წყარო სწორედ ასეთი სამუშაოები იყო, ახლა კი, სახლიდან გასვლა აეკრძალა. "დღეში 600 რუპიას გამოვიმუშავებ (8 დოლარი) და სახლში 5 ადამიანი მყავს დასაპურებელი. ცოტა ხანში საჭმელი გამოგველევა. მე ვიცი კორონავირუსის რისკი, მაგრამ არ შემიძლია ჩემს მშიერ შვილებს ვუყურო“, - ამბობს ის.

კარანტინი 24 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა. ექსპერტების პროგნოზით, უამრავი ოჯახი რამდენიმე დღეში საჭმლის გარეშე აღმოჩნდება.

ინდოეთის ზოგიერთი რეგიონის მთავრობა ჰპირდება მუშებს, რომ ანგარიშზე თანხას ჩაურიცხავენ, ასეთივე დაპირება გასცა პრემიერ-მინისტრმა მოდიმაც. მისი თქმით, ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურ ხელფასზე არიან დამოკიდებულნი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინდოელთა სულ ცოტა 90% დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში. მუშაობენ დაცვის თანამშრომლებად, ქუჩაში მოვაჭრეებად, ნაგვის შემგროვებლად, ოჯახში დამხმარეებად და ა.შ.

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ამბობს ინდოელი მეწარმე

უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში. გარდა ამისა, ადამიანები სამუშაოსთვის ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიან, ოჯახებით ძალიან ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და უმეტესი მათგანის საცხოვრებლის შესახებ სახელმწიფომ არაფერი იცის. ეს ართულებს სიტუაციას, რადგანაც სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, თუ როგორ დაეხმაროს მოქალაქეს თანხით, თუ არ ეცოდინება მისი ანგარიშის ნომერი, ოფიციალური საცხოვრებელი.

"საჭიროა რომ ხელისუფლებამ სრაფად იმოქმედოს, იმიტომ რომ სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი საზოგადოებრივი სამზარეულოები და ადამიანებს საკვები მივაწოდოთ, უნდა დავარიგოთ ფული, ან ბრინჯი და ხორბალი იმის მიუხედავად, ვინ რომელი შტატიდანაა“, - ამბობს აკილეშ იადავი, ინდოეთის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი.

ინდოელი კიშან ლალი, რომელიც ქალაქ ალაჰაბადში რიქშას დაატარებს, ამბობს, რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ, უფულოდ დარჩა.

"მჭირდება ფული ოჯახის გამოსაკვებად. გავიგე, რომ მთავრობა აპირებს ფული მოგვცეს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ და როდის მოხდება“, - ამბობს კიშანი.

რიქშას მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ უფულოდ დარჩა

მისი მეგობარი ალი ჰასანი, რომელიც მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა, ამბობს, რომ უკვე აღარ აქვს საჭმლის ფული. "მაღაზია დაიკეტა და ფულს ვეღარ გამოვიმუშავებ. არ ვიცი როდის გაიღება, ძალიან მეშინია. ოჯახი მყავს და მათ ვინ მიუტანს საჭმელს?!“ - ამბობს ის.

ალი ჰასანი, რომელსაც საჭმლის ფული აღარ აქვს, მას შემდეგ, რაც კარანტინის გამო მაღაზია დაიკეტა და სამუშაო ადგილი დაკარგა

ბევრი ინდოელი თავად აწარმოებდა პროდუქტს და ქუჩაში ყიდდა. ასეთი მეწარმეა მოჰამედ დაბირიც, რომელიც ახლა შემოსავლის გარეშე დარჩა.

"უიმედოდ ვარ. მეშინია, რომ შიმშილი კორონავირუსზე უფრო მალე მოგვკლავს“, - ამბობს ის. ტაქსის მძღოლი ჟოგინდერ ჩონდჰარიც ამბობს. რომ უმუშევარი დარჩა.

"მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი. კორონავირუსი ძალიან საშიშია და საჭიროა, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ ვფიქრობ, როგორ გადავრჩე და როგორ გადავარჩინო ოჯახი, თუ კარანტინი კვირების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს ის.

BBC წერს ინდოელ ქუჩაში მომუშავე მეწაღეზეც, რომელმაც სახელი არ გაუმხილა ჟურნალისტს. მისი თქმით, წლებია ალაჰაბადის რკინიგზის სადგურზე ადამიანებს ფეხსაცმელს უსუფთავებს, მაგრამ ახლა სადგური ცარიელია. ამბობს, რომ ვერ გაიგო ადამიანები რატომ აღარ ჩანან, რატომ დაცარიელდა ქუჩები. წარმოდგენა არ აქვს რატომ შეწყვიტა ხალხმა გადაადგილება.

მეწაღე ალაჰაბადიდან, რომელმაც არ იცის, რატომ აღარ არიან ადამიანები ქალაქის რკინიგზის სადგურზე

"არ ვიცი რა მოხდა. ბოლო დღეებია სადგურზე ხალხი აღარ არის. საღამოს სიგნალის ხმა ისმის (ინდოეთში კომენდანტის საათი მოქმედებს), მაგრამ არ ვიცი რატომ“, - ამბობს ის.

ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით 562 დაინფიცირდა, მათგან 10 გარდაიცვალა, 40 გამოჯანმრთელდა.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი