პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები, მათ შორის, BBC წერს.
კორონავირუსზე ტესტი 71 წლის პრინცსა და მის ცოლს, კორნველის ჰერცოგინიას, კამილას ჩაუტარდათ. კამილას ვირუსი არ აღმოაჩნდა, დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე კი, ინფიცირებული აღმოჩნდა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრესსპიკერი ამბობს, რომ ჩარლზი თავს კარგად გრძნობს. ბოლო დღეებში იზოლირებული იყო და დისტანციურად საქმიანობდა, თუმცა იზოლაციამდე მას კონტაქტი ბევრ ადამიანთან ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ მაშინ დაინფიცირდა.
პრინცი შოტლანდიაში, ბალმორის სასახლეში იმყოფება, შოტლანდიაშია მისი ცოლიც. აღსანიშნავია, რომ ჩარლზს დაახლოებით ერთი კვირის წინ კონტაქტი ჰქონდა მონაკოს პრინც ალბერტთანაც, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ბოლო ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 8 077 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 422 გარდაიცვალა, ხოლო 135 გამოჯანმრთელდა.
როგორ მეცოდება ჩარლზი ჯერ ის არ ეყოფოდა კაცი დაბერდა და ისევ პრინცია ახლა კიდე კორონა ზემოდან
გაუძელი პრინცო, გაუძელი! ღმერთმა გიცოცხლოს დედა-დედოფალი დიდხანს მაგრამ იქნებ გეღირსოს მეფობა 20 წლის შემდეგ