სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტების დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან" - პაატა იმნაძე
"მედიკამენტების დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან" - პაატა იმნაძე

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მე­დი­ა­ში და­სა­ხე­ლე­ბა იწ­ვევს ხოლ­მე იმას, რაც მოჰ­ყვა ან­ტი­მა­ლა­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, ატყდა აჟი­ო­ტა­ჟი და და­ი­ტა­ცეს აფ­თი­ა­ქე­ბი­დან, ამი­ტომ, მოდი, მი­ვან­დოთ ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნდს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გან­ცხა­და.

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე იმ­ნა­ძემ ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შეს­წავ­ლის პრო­ცეს­შია, არ და­ა­სა­ხე­ლა და გა­ნა­ცხა­და, გარ­კვე­ულ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე.

„მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მე­დი­ა­ში და­სა­ხე­ლე­ბა იწ­ვევს ხოლ­მე იმას, რაც მოჰ­ყვა ან­ტი­მა­ლა­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, ატყდა აჟი­ო­ტა­ჟი და და­ი­ტა­ცეს მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე, თუ არ იცის რო­დი­საა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო. ამი­ტომ, მოდი, მი­ვან­დოთ ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნდს, რო­მელ­საც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ხელ­მძღვნე­ლობს, რო­მე­ლიც ად­გენს ამ პრო­ტო­კო­ლებს, მი­ვან­დოთ საქ­მე მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებს და მათ გა­და­წყვი­ტონ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­პა­რატ „პლაქ­ვე­ნი­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბას, იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მოხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­თან პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვი­დან და­ი­წყო.

„ჩვენ­მა ექი­მებ­მა ეს იცი­ან, ასე რომ, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, ეს საქ­მე მი­ვან­დოთ მათ, ვი­საც ეს ეხე­ბა, ჩვენს მა­ღალ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ წი­ნას­წარ მოხ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­დის, რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბის სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა და­ი­გეგ­მე­ბა.

„ყვე­ლა ტესტს აქვს თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სტრა­ტე­გია და შემ­დეგ ტაქ­ტი­კა, რა ეტაპ­ზე რა ტაქ­ტი­კით უნდა ვი­სარ­გებ­ლოთ. რა და რო­დის და­ი­გეგ­მე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გა­მო­ცხად­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ვი­პო­ვოთ დრო­უ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვა­ნე­ლოთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და რა ჯგუ­ფებს გა­მო­ვიკ­ვლევთ, რო­დის გა­მო­ვიკ­ვლევთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბას ეც­ნო­ბე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მისი თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რა შემ­თხვე­ვე­ბიც გვაქვს, „ძი­რი­თა­დად ეს არის ან ოჯა­ხუ­რი ან სა­მე­გობ­რო წრე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კლას­ტე­რე­ბი“.

„ძა­ლი­ან გთხოვთ, ყვე­ლამ სწო­რად გა­მი­გეთ, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა ელა­პა­რა­კონ, მაგ­რამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში როცა არის ადა­მი­ა­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვამ­ცი­როთ ყვე­ლა ახლო კონ­ტაქ­ტი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რი­საც, ახ­ლობ­ლებს შო­რი­საც. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ერ­თმა­ნეთს არ უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, მაგ­რამ მან­ძი­ლი რომ და­ვიც­ვათ ლა­პა­რა­კის დრო­საც, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ღია სივ­რცე­ში ეს უნდა იყოს მი­ნი­მუმ მეტრნა­ხე­ვა­რი, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი”, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ტოტო
1

აბსოლუტური სიმართლეა,არ არის საჭირო პრეპარატების დასახელება,ვისაც ესაჭიროება იმათ ექიმები დაუნიშნავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მედიკამენტების დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან" - პაატა იმნაძე

"მედიკამენტების დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან" - პაატა იმნაძე

მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან, ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ ის მედიკამენტები, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შესწავლის პროცესშია, არ დაასახელა და განაცხადა, გარკვეულმა მედიკამენტების საჭიროების გარეშე გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

„მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდისაა მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვნელობს, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს, მივანდოთ საქმე მცოდნე ადამიანებს და მათ გადაწყვიტონ მედიკამენტების საკითხები.

რაც შეეხება პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენებას, იმნაძემ განაცხადა, რომ მისი მოხმარება პაციენტებთან პირველივე შემთხვევიდან დაიწყო.

„ჩვენმა ექიმებმა ეს იციან, ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ეს საქმე მივანდოთ მათ, ვისაც ეს ეხება, ჩვენს მაღალ დონეზე მომზადებულ სამედიცინო პერსონალს“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ სწრაფი ტესტირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, რომელი ჯგუფების სწრაფი ტესტირება დაიგეგმება.

„ყველა ტესტს აქვს თავისი გამოყენების სტრატეგია და შემდეგ ტაქტიკა, რა ეტაპზე რა ტაქტიკით უნდა ვისარგებლოთ. რა და როდის დაიგეგმება, ეს ყველაფერი წინასწარ გამოცხადდება. ჯერჯერობით, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიპოვოთ დროულად ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება და რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ, როდის გამოვიკვლევთ, ეს ყველაფერი მოსახლეობას ეცნობება,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში რა შემთხვევებიც გვაქვს, „ძირითადად ეს არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“.

„ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, - განაცხადა იმნაძემ.

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი; ლადო პაპავა