მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება
"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება

მა­რია შა­ვე­ლაშ­ვი­ლი ეს­პა­ნუ­რი ენის 3-თვი­ან კურ­სზე, ეს­პა­ნეთ­ში მა­ნამ­დე გა­ემ­გზავ­რა, სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა და­ი­წყე­ბო­და. 22 წლის სტუ­დენ­ტი, რომ­ლის დე­დაც მად­რიდ­ში ცხოვ­რობს, ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში 13 იან­ვარს ჩა­ვი­და, აპ­რილ­ში კი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მა­რი­ამ ამა­სო­ბა­ში ეს­პა­ნუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს "ვო­ი­სის" ქას­თინ­გშიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­დეგ ეტაპ­ზეც გა­და­ვი­და, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რო­გორც პრო­ექ­ტი, ისე ენის კურ­სიც გა­უქ­მდა. ამ­ჟა­მად სტუ­დენ­ტი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს და დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვს.

მა­რია შა­ვე­ლაშ­ვილს AMBEBI.GE ეს­პა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- წინა ზა­ფხულს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მომ­ღერ­ლო­ბა მინ­დო­და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად არას­დროს და­მი­ნე­ბე­ბია თავი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის მე­რეც, 1 სე­ზო­ნით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ო­პე­რო გუნდში ვი­ყა­ვი, მე­სა­მე წე­ლია, თსუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი კა­პე­ლის სო­ლის­ტი ვარ.

მქონ­და მი­ზა­ნი, სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩემი ეს­პა­ნეთ­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი ენის 3-თვი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა იყო, აქ ჩა­მოს­ვლის მერე გა­ვი­გე, რომ „ვო­ი­სის“ ქას­თინ­გე­ბი ტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა, უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო და მად­რიდ­ში ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვა და­მაგ­ვი­ან­და. ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი მად­რი­დის ნაც­ვლად სხვა, პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გა­ვაგ­ზავ­ნე. შეც­დო­მა მა­ლე­ვე გა­ვი­აზ­რე, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, თუ შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დო­დი, იმ ქა­ლაქ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი - ეს მეტ თავ­გა­და­სა­ვალ­თა­ნაც იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც ჩემი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, ისე - უც­ნო­ბე­ბიც.

ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში სხვა ქა­ლა­ქე­ბი­და­ნაც იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა ნიშ­ნავ­და იმას, რომ შემ­დეგ ეტაპ­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად გი­ბა­რებ­დნენ, ჟი­უ­რი აღარ გარ­ჩევ­და. ქარ­თვე­ლე­ბის წყა­ლო­ბით, სა­მე­ულ­ში მოვ­ხვდი. ხმის მი­ცე­მა 8 მარტს დას­რულ­და, 12 მარ­ტის­თვის კი ცო­ცხალ ქას­თინგზე და­მი­ბა­რეს. თუმ­ცა, 1 დღით ადრე, 11 მარტს ენის სკო­ლა­ში სწავ­ლა შე­წყდა, ქას­თინ­გის გა­უქ­მე­ბა­ზე კი არა­ვის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია და 12 მარტს, როცა ბარ­გს ვა­ლა­გებ­დი, 3 სა­ა­თით ადრე მომ­წე­რეს, რომ გა­უქ­მდა. ასე­ვე მი­თხრეს, რომ ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­კავ­შირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა, არა­ვინ იცის, რა რო­დის აღ­დგე­ბა...

- ცდი­ლობ­დი თუ არა სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და რა ბა­რი­ე­რე­ბი შეგ­ხვდა?

- 11 აპ­რილს ჩემი აქ ჩა­მოს­ვლი­დან 90 დღე გა­დის, მა­ნამ­დე უნდა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ მგო­ნი, ამ წესს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში და­ვარ­ღვევ, რად­გან 10 აპ­რი­ლამ­დე და­ნიშ­ნუ­ლი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ეს­პა­ნეთს არ უკავ­შირ­დე­ბა. ენის სკო­ლა­ში სწავ­ლა ქას­ტინგზე ადრე გა­მი­უქ­მდა, მაგ­რამ ქას­თინ­გი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, მას­ზე მთლი­ა­ნად ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი. ესეც რომ გა­უქ­მდა, ვი­ფიქ­რე, აქ რაღა მინ­და-მეთ­ქი, იტა­ლი­ის შემ­ხედ­ვა­რეც ვხვდე­ბო­დი, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია.

15 მარტს შევ­ძე­ლი 21 მარ­ტის რე­ის­ზე ბი­ლე­თის შე­ძე­ნა, მა­ნამ­დე ბი­ლე­თე­ბი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფასი ღირ­და - 1000 ევრო უნდა გა­და­გე­ხა­და უბარ­გო, ერთი გზის ბი­ლეთ­ში. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ თან­ხის გა­დახ­და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ფი­ზი­კუ­რად ვერ­სა­ი­დან მო­ი­ტან, თან დე­და­ჩე­მი ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია

რე­ი­სი მად­რი­დი-ამ­სტერ­და­მი-თბი­ლი­სი იყო, 20 მარტს კი კომ­პა­ნი­ამ მომ­წე­რა, რომ მად­რი­დი­დან ფრე­ნამ 5 სა­ა­თით გა­და­ი­წია, ამ­სტერ­და­მი-თბი­ლის­ზე გა­დაჯ­დო­მას კი ვერ ვას­წრებ­დი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ეს­პა­ნეთ­ში, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის WhatsApp-ჯგუ­ფი გა­ა­კე­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სულ ვწერთ, სა­ელ­ჩოც ინ­ფორ­მა­ცი­ებს გვაწ­ვდის. იქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­ვი­ცა­ნი, ზოგს სამ­ჯერ გა­უ­უქ­მდა ფრე­ნა, ზოგი ისე­თი ბი­ლე­თით წა­ვი­და, რომ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქის გავ­ლა უწევ­და - ასე ძა­ლი­ან ბევ­რი ჩარ­ჩა, მა­გა­ლი­თად, მი­უნ­ხენ­ში.

მე ვერ გავ­რის­კე, რად­გან ყო­ველ სა­ათ­ში რა­ღაც ფრე­ნა უქ­მდე­ბო­და და თან, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ­დე­ნი აე­რო­პორ­ტის გა­მოც­ვლა კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თოდ მეჩ­ვე­ნე­ბა. მა­ნამ­დე ათე­ნის და კი­ე­ვის ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა­საც ვა­პი­რებ­დი, რო­მე­ლიც გა­უქ­მდა - კი­დევ კარ­გი, ვერ მო­ვას­წა­რი, თო­რემ ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ თან­ხა ვა­უ­ჩე­რად და­აბ­რუ­ნა.

არა­ვის ეგო­ნოს, სპეც­რე­ი­სე­ბის იმედ­ზე ვართ, ყვე­ლა ეცა­და, რო­გორ­მე წა­მო­სუ­ლი­ყო. ვი­ღა­ცე­ბი იმა­საც ამ­ბობ­დნენ, თუ დაბ­რუ­ნე­ბა გინ­დო­დათ, დრო­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი­თო

ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა გვაქვს, რომ სპეც­რე­ი­სი აქაც და­ი­ნიშ­ნოს, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. მეს­მის, რომ ყველ­გან არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­ბერ­ძნეთ­ში უფრო მეტი ქარ­თვე­ლია, მაგ­რამ ახლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ისი­ნი ასე­თი ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­დნენ. ეს­პა­ნეთ­ში 3 ქარ­თვე­ლი უკვე გარ­და­იც­ვა­ლა, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ყვე­ლა, მაგ­რამ არა­ვინ არაფ­რის­გა­ნაა და­ზღვე­უ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ მა­რია შა­ვე­ლაშ­ვი­ლის ბლო­გი მად­რი­დი­დან: "გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი, ქო­მაგ­თა არ­მია "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან" მო­ე­დან­ზე რო­გორ შე­ვარ­და..."

- ამ­ჟა­მად, რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში გი­წევს ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნა და რამ­დე­ნად ახერ­ხებ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვას?

- მე შე­იძ­ლე­ბა სხვა ბავ­შვებ­ზე კარ­გად ვარ, რად­გან დე­და­ჩემ­თან ერ­თად ვარ, რაც სუ­ლი­ე­რად მაძ­ლი­ე­რებს. ბევ­რი მარ­ტოა და ვე­რა­ფერს აკე­თებს, ბი­ნის ქირა რო­გორ უნდა გა­და­ი­ხა­დონ, ესეც არ იცი­ან. სახ­ლში, სა­დაც ახლა ვარ, 4 ქარ­თვე­ლი ქალი ცხოვ­რობს, მათ­გან ორს ჯერ კი­დევ უწევს მუ­შა­ო­ბა. ეს მათ­თვი­საც და შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ­თვი­საც და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხე და რის­კია, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერთ აბა­ზა­ნას ვი­ყე­ნებთ... ჩვენ უსარ­თხო­ე­ბის ნორ­მებს ვი­ცავთ, მაგ­რამ სახ­ლი­დან რომ გა­დი­ხარ, უკვე ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა ვირუს­თან გქონ­დეს შე­ხე­ბა.

ერ­თმა აქ მყოფ­მა ქარ­თველ­მა ამას წი­ნათ და­წე­რა, 1 ევრო მაქვს დარ­ჩე­ნი­ლიო. შეგ­ვე­ცო­და, ვკი­თხეთ, რო­მელ ქა­ლაქ­ში იყო, საჭ­მე­ლი თუ ჰქონ­და, რათა დავ­ხმა­რე­ბო­დით, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სხვე­ბის­გან ჰქონ­და. ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც უჭირს, სტუ­დენ­ტე­ბი, ვინც ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. სტუ­დენ­ტე­ბი ვართ, არც ვმუ­შა­ობთ - რა უნდა გა­ვა­კე­თოთ?

ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლის კო­მენ­ტა­რი შემ­ხვდა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს გვერ­დზეც შე­მო­ვიდ­ნენ და და­წე­რეს, და­ე­ტი­ეთ, სა­დაც ხარ­თო. არ ვიცი, რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ ჩა­მო­სუ­ლე­ბი საფრ­თხეს შე­ვუქ­მნით? რომც შე­მომ­თა­ვა­ზონ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში წას­ვლა, კა­რან­ტინს მო­ვი­თხოვ, რად­გან არც კი მე­ცო­დი­ნე­ბა, მაქვს თუ არა ვირუ­სი. ჩვენ აქ რე­ა­ლუ­რად ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა საფრ­თხის წი­ნა­შე ვართ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბო­და, რას­თან ჰქონ­და საქ­მე. ეს ვირუ­სი ბომ­ბი­ვი­თაა, ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა, 1 ადა­მი­ა­ნი იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე დღეს - 1000

ყვე­ლა სტუ­დენ­ტი თა­ნახ­მაა, ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კა­რან­ტი­ნის ზო­მე­ბი და­იც­ვას, სირ­ბილს არა­ვინ ვა­პი­რებთ.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნე, სა­ელ­ჩოს­თან აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გაქვთ. რა ინ­ფორ­მა­ცია მო­დის მათ­გან?

- სა­ელ­ჩოს მად­ლობ­ლე­ბი ვარ, შეგ­ვკრი­ბეს, გა­ა­კე­თეს სი­ე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აა, ვინ სად ვიმ­ყო­ფე­ბით. გვე­გო­ნა, სი­ე­ბი სპეც­რე­ი­სის­თვის იყო, მაგ­რამ ამა­ზე არა­ფე­რი ის­მის. სა­ელ­ჩოც სა­ვა­რა­უ­დოდ, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, 10 აპ­რი­ლის მერე სხვა ქა­ლა­ქებ­საც და­ვა­მა­ტებ­თო, მაგ­რამ რა­ტომ არის რე­ი­სი პირ­ველ რიგ­ში პო­ლო­ნეთ­სა და ათენ­ში? ეს ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თოდ არაა რისკ-ზო­ნა­ში.

ეს­პა­ნე­თის კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბი აღა­რაა. არ მინ­და, ვინ­მეს რამე და­ვაბ­რა­ლო, მაგ­რამ რამე რომ დაგ­ვე­მარ­თოს, არ ვიცი, ვის უნდა მივ­მარ­თო.

ამ­ჟა­მად, გა­რეთ გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა, ეს მხო­ლოდ პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - პო­ლი­ცია გა­და­ად­გი­ლე­ბას მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს, გა­ჩე­რე­ბენ და ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, გა­რეთ რა გინ­და. თუ პა­სუ­ხი არ გექ­ნე­ბა ან გა­მო­გი­ჭე­რენ, რომ და­სე­ირ­ნობ ან ვი­ღა­ცას­თან მი­დი­ხარ, სე­რი­ო­ზულ ჯა­რი­მას და­გა­კის­რე­ბენ. ყო­ველ­დღე, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვებს, აივ­ნე­ბი­დან და ფან­ჯრე­ბი­დან ერ­თმა­ნეთს ტაშს ვუკ­რავთ და მად­ლო­ბას ვუხ­დით ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და ყვე­ლას, ვინც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­შია ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია.

- რა იქ­ნე­ბა შენი თხოვ­ნა და მო­წო­დე­ბა ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, მე­ო­რე მხრივ კი, მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ?

- ზო­გა­დად, ჩემს ქვე­ყა­ნას ვთხოვ, და­მიდ­გეს გვერ­დში მე, და­ნარ­ჩენ 50 სტუ­დენტს და ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც აქ ჩარ­ჩნენ, არა­ვის აქ ასე ჩარ­ჩე­ნა არ უნ­დო­და. ჩვენ აქ ქი­რით ვართ და ჩვე­ნი თხოვ­ნაა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ი­ნიშ­ნოს სპეც­რე­ი­სი. ისიც გა­ვი­გე, თით­ქოს პრი­ო­რი­ტე­ტი ეს­პა­ნე­თი არ არის, აბა, სხვა რაღა უნდა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტი? ყვე­ლას თუ შეგ­ვხვდა ეს ვირუ­სი, ვინ მოგ­ვხე­დავს?

მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მექ­ნე­ბა თხოვ­ნა: მეტი ადა­მი­ა­ნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, და­ა­ნე­ბონ თავი ყვე­ლა­ნა­ირ უარ­ყო­ფითს და ნე­გა­ტივს, მი­თუ­მე­ტეს, ამის დრო ნამ­დვი­ლად არ არის. და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი წესი - ჩვენ ახლა ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცით, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ წე­სებს და­არ­ღვე­ვენ...

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
39

დროზე "წამოეხირეთ" სახლში! საქართველო ჩვენი სახლია, ამაზე მყარად ვერცერთ ქვეყანაში ვერსად ვერ იქნები! შენს მიწაზე დგახარ! იცი რომ, გაჭირვების შემთხვევაში შეგიძლია ნებისმიერი სახლის კარი შეაღო! სახლისაკენ!

ნინო
18

წამოსულიყავი,შე დალოცვილო, სიტუაცია რომ დამძიმდა მაშინვე,მაინცდამაინც ბოლომდე გინდოდა ამოგეწურა ის 90 დღე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება

"ერთმა აქ მყოფმა ქართველმა თქვა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო... გვწერენ: დაეტიეთ, სადაც ხართო" - რას ყვება სტუდენტი, რომელიც ესპანეთიდან საქართველოში ვერ ბრუნდება

მარია შაველაშვილი ესპანური ენის 3-თვიან კურსზე, ესპანეთში მანამდე გაემგზავრა, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება დაიწყებოდა. 22 წლის სტუდენტი, რომლის დედაც მადრიდში ცხოვრობს, ესპანეთის დედაქალაქში 13 იანვარს ჩავიდა, აპრილში კი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.

მარიამ ამასობაში ესპანური მუსიკალური შოუს "ვოისის" ქასთინგშიც მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ეტაპზეც გადავიდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო, როგორც პროექტი, ისე ენის კურსიც გაუქმდა. ამჟამად სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

მარია შაველაშვილს AMBEBI.GE ესპანეთში დაუკავშირდა:

- წინა ზაფხულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომღერლობა მინდოდა, სწავლის პარალელურად არასდროს დამინებებია თავი და უნივერსიტეტის დამთავრების მერეც, 1 სეზონით კონსერვატორიის საოპერო გუნდში ვიყავი, მესამე წელია, თსუ-ს სტუდენტური კაპელის სოლისტი ვარ.

მქონდა მიზანი, საზღვარგარეთ, რომელიმე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი ესპანეთში ჩამოსვლის მიზანი ენის 3-თვიანი კურსის გავლა იყო, აქ ჩამოსვლის მერე გავიგე, რომ „ვოისის“ ქასთინგები ტარდებოდა, თუმცა, უკვე დაწყებული იყო და მადრიდში ვიდეოს ატვირთვა დამაგვიანდა. ჩემი მონაცემები მადრიდის ნაცვლად სხვა, პატარა ქალაქში გავაგზავნე. შეცდომა მალევე გავიაზრე, მაგრამ გადავწყვიტე, თუ შემდეგ ეტაპზე გადავიდოდი, იმ ქალაქში ჩავსულიყავი - ეს მეტ თავგადასავალთანაც იქნებოდა დაკავშირებული. ძალიან დამეხმარნენ ქართველები, როგორც ჩემი მეგობრები და ნაცნობები, ისე - უცნობებიც.

ამ პატარა ქალაქში სხვა ქალაქებიდანაც იღებდნენ მონაწილეობას და სამეულში მოხვედრა ნიშნავდა იმას, რომ შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გიბარებდნენ, ჟიური აღარ გარჩევდა. ქართველების წყალობით, სამეულში მოვხვდი. ხმის მიცემა 8 მარტს დასრულდა, 12 მარტისთვის კი ცოცხალ ქასთინგზე დამიბარეს. თუმცა, 1 დღით ადრე, 11 მარტს ენის სკოლაში სწავლა შეწყდა, ქასთინგის გაუქმებაზე კი არავის შეუტყობინებია და 12 მარტს, როცა ბარგს ვალაგებდი, 3 საათით ადრე მომწერეს, რომ გაუქმდა. ასევე მითხრეს, რომ ყველაფრის აღდგენის შემდეგ აუცილებლად დამიკავშირდებიან, თუმცა, არავინ იცის, რა როდის აღდგება...

- ცდილობდი თუ არა სიტუაციის დამძიმებისთანავე საქართველოში დაბრუნებას და რა ბარიერები შეგხვდა?

- 11 აპრილს ჩემი აქ ჩამოსვლიდან 90 დღე გადის, მანამდე უნდა მომეხერხებინა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ მგონი, ამ წესს ყველა შემთხვევაში დავარღვევ, რადგან 10 აპრილამდე დანიშნული ჩარტერული რეისები ესპანეთს არ უკავშირდება. ენის სკოლაში სწავლა ქასტინგზე ადრე გამიუქმდა, მაგრამ ქასთინგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მასზე მთლიანად ვიყავი გადართული. ესეც რომ გაუქმდა, ვიფიქრე, აქ რაღა მინდა-მეთქი, იტალიის შემხედვარეც ვხვდებოდი, რომ ძალიან გაუარესდებოდა სიტუაცია.

15 მარტს შევძელი 21 მარტის რეისზე ბილეთის შეძენა, მანამდე ბილეთები დაუჯერებელი ფასი ღირდა - 1000 ევრო უნდა გადაგეხადა უბარგო, ერთი გზის ბილეთში. ასეთ სიტუაციაში ამ თანხის გადახდა შეუძლებელია, ფიზიკურად ვერსაიდან მოიტან, თან დედაჩემი ამჟამად უმუშევარია

რეისი მადრიდი-ამსტერდამი-თბილისი იყო, 20 მარტს კი კომპანიამ მომწერა, რომ მადრიდიდან ფრენამ 5 საათით გადაიწია, ამსტერდამი-თბილისზე გადაჯდომას კი ვერ ვასწრებდი. საქართველოს საელჩომ ესპანეთში, სტუდენტებისთვის WhatsApp-ჯგუფი გააკეთა, სადაც ერთმანეთს სულ ვწერთ, საელჩოც ინფორმაციებს გვაწვდის. იქ ბევრი ქართველი გავიცანი, ზოგს სამჯერ გაუუქმდა ფრენა, ზოგი ისეთი ბილეთით წავიდა, რომ რამდენიმე ქალაქის გავლა უწევდა - ასე ძალიან ბევრი ჩარჩა, მაგალითად, მიუნხენში.

მე ვერ გავრისკე, რადგან ყოველ საათში რაღაც ფრენა უქმდებოდა და თან, ასეთ სიტუაციაში ამდენი აეროპორტის გამოცვლა კიდევ უფრო სახიფათოდ მეჩვენება. მანამდე ათენის და კიევის ბილეთების ყიდვასაც ვაპირებდი, რომელიც გაუქმდა - კიდევ კარგი, ვერ მოვასწარი, თორემ ბევრმა კომპანიამ თანხა ვაუჩერად დააბრუნა.

არავის ეგონოს, სპეცრეისების იმედზე ვართ, ყველა ეცადა, როგორმე წამოსულიყო. ვიღაცები იმასაც ამბობდნენ, თუ დაბრუნება გინდოდათ, დროზე დაბრუნებულიყავითო

ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ სპეცრეისი აქაც დაინიშნოს, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მესმის, რომ ყველგან არიან ქართველები, მაგალითად, საბერძნეთში უფრო მეტი ქართველია, მაგრამ ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი ასეთი ცხელი წერტილებიდან დაბრუნდნენ. ესპანეთში 3 ქართველი უკვე გარდაიცვალა, ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.

წაიკითხეთ მარია შაველაშვილის ბლოგი მადრიდიდან: "გაკვირვებული ვუყურებდი, ქომაგთა არმია "ბორჯღალოსნებთან" მოედანზე როგორ შევარდა..."

- ამჟამად, რა გარემოებებში გიწევს ესპანეთში ყოფნა და რამდენად ახერხებ უსაფრთხოების ზომების დაცვას?

- მე შეიძლება სხვა ბავშვებზე კარგად ვარ, რადგან დედაჩემთან ერთად ვარ, რაც სულიერად მაძლიერებს. ბევრი მარტოა და ვერაფერს აკეთებს, ბინის ქირა როგორ უნდა გადაიხადონ, ესეც არ იციან. სახლში, სადაც ახლა ვარ, 4 ქართველი ქალი ცხოვრობს, მათგან ორს ჯერ კიდევ უწევს მუშაობა. ეს მათთვისაც და შეიძლება, ჩვენთვისაც დამატებითი საფრთხე და რისკია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ აბაზანას ვიყენებთ... ჩვენ უსართხოების ნორმებს ვიცავთ, მაგრამ სახლიდან რომ გადიხარ, უკვე ყველგან შეიძლება ვირუსთან გქონდეს შეხება.

ერთმა აქ მყოფმა ქართველმა ამას წინათ დაწერა, 1 ევრო მაქვს დარჩენილიო. შეგვეცოდა, ვკითხეთ, რომელ ქალაქში იყო, საჭმელი თუ ჰქონდა, რათა დავხმარებოდით, მაგრამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით, დახმარების მიღების საშუალება სხვებისგან ჰქონდა. ბევრი ადამიანია, ვისაც უჭირს, სტუდენტები, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. სტუდენტები ვართ, არც ვმუშაობთ - რა უნდა გავაკეთოთ?

ძალიან ბევრი ქართველის კომენტარი შემხვდა, სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზეც შემოვიდნენ და დაწერეს, დაეტიეთ, სადაც ხართო. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ ჩამოსულები საფრთხეს შევუქმნით? რომც შემომთავაზონ თვითიზოლაციაში წასვლა, კარანტინს მოვითხოვ, რადგან არც კი მეცოდინება, მაქვს თუ არა ვირუსი. ჩვენ აქ რეალურად ვხედავთ, რამხელა საფრთხის წინაშე ვართ.

საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ ხვდებოდა, რასთან ჰქონდა საქმე. ეს ვირუსი ბომბივითაა, ერთ დღეს შეიძლება, 1 ადამიანი იყოს ინფიცირებული, მეორე დღეს - 1000

ყველა სტუდენტი თანახმაა, ჩამოსვლის შემთხვევაში კარანტინის ზომები დაიცვას, სირბილს არავინ ვაპირებთ.

- როგორც აღნიშნე, საელჩოსთან აქტიური კონტაქტი გაქვთ. რა ინფორმაცია მოდის მათგან?

- საელჩოს მადლობლები ვარ, შეგვკრიბეს, გააკეთეს სიები, სადაც ჩვენი პირადი ინფორმაციაა, ვინ სად ვიმყოფებით. გვეგონა, სიები სპეცრეისისთვის იყო, მაგრამ ამაზე არაფერი ისმის. საელჩოც სავარაუდოდ, მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. გასაგებია, 10 აპრილის მერე სხვა ქალაქებსაც დავამატებთო, მაგრამ რატომ არის რეისი პირველ რიგში პოლონეთსა და ათენში? ეს ქვეყნები საერთოდ არაა რისკ-ზონაში.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარაა. არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ რამე რომ დაგვემართოს, არ ვიცი, ვის უნდა მივმართო.

ამჟამად, გარეთ გასვლა იკრძალება, ეს მხოლოდ პროდუქტის საყიდლადაა შესაძლებელი - პოლიცია გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს, გაჩერებენ და ინტერესდებიან, გარეთ რა გინდა. თუ პასუხი არ გექნება ან გამოგიჭერენ, რომ დასეირნობ ან ვიღაცასთან მიდიხარ, სერიოზულ ჯარიმას დაგაკისრებენ. ყოველდღე, საღამოს 8 საათზე ხალხი ერთმანეთს ამხნევებს, აივნებიდან და ფანჯრებიდან ერთმანეთს ტაშს ვუკრავთ და მადლობას ვუხდით ექიმებს, პოლიციას და ყველას, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული. თუმცა, ქალაქი ფაქტობრივად, მკვდარია.

- რა იქნება შენი თხოვნა და მოწოდება ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის მიმართ?

- ზოგადად, ჩემს ქვეყანას ვთხოვ, დამიდგეს გვერდში მე, დანარჩენ 50 სტუდენტს და ქართველებს, რომლებიც აქ ჩარჩნენ, არავის აქ ასე ჩარჩენა არ უნდოდა. ჩვენ აქ ქირით ვართ და ჩვენი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე დაინიშნოს სპეცრეისი. ისიც გავიგე, თითქოს პრიორიტეტი ესპანეთი არ არის, აბა, სხვა რაღა უნდა იყოს პრიორიტეტი? ყველას თუ შეგვხვდა ეს ვირუსი, ვინ მოგვხედავს?

მოსახლეობისადმი მექნება თხოვნა: მეტი ადამიანობა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, დაანებონ თავი ყველანაირ უარყოფითს და ნეგატივს, მითუმეტეს, ამის დრო ნამდვილად არ არის. დაიცვან უსაფრთხოების ყველანაირი წესი - ჩვენ ახლა ყველაზე კარგად ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ წესებს დაარღვევენ...

4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით