საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე
"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრი - ეს არის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა იმ კლი­ნი­კი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ვირუ­სე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და მისი დი­რექ­ტო­რი - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ცერ­ცვა­ძე ერთ-ერ­თია, ვი­საც თით­ქმის ყო­ველ­დღე უწევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის კურ­სში ჩა­ყე­ნე­ბა. ასე­ვე ერთ-ერ­თია, ვისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და სიმ­შვი­დის იმე­დი აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

გთა­ვა­ზობთ ჟურ­ნალ "გზის" მიერ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი კა­რი­ე­რა­ზე, უც­ნა­ურ ჰო­ბი­ზე, მე­უღ­ლე­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ასე­ვე ექი­მია:

- ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო. ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ნა­დი­რო­ბა მომ­წონ­და, ახლა დიდი ხა­ნია, აღარ მი­ნა­დი­რია. სპორ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ვთა­მა­შობ­დი კა­ლათ­ბურთს და მა­გი­დის ჩოგ­ბურთს, ჭად­რაკ­ში კი სპორ­ტის ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ტი­ტუ­ლი მქონ­და. ახლა, რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვე­დი - 70 წელს გა­დავ­ცილ­დი, აღარც დრო მრჩე­ბა და აღარც ენერ­გია, რომ სპორ­ტით დავ­კავ­დე ან ვი­ნა­დი­რო. ახლა ჩემი ჰობი ბუ­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა გახ­და, 1000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი მაქვს.

ასევე დაგაინტერესებთ
22:13 / 11-03-2020

აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი... - საინტერესო ფაქტები თენგიზ ცერცვაძეზე

19:44 / 16-03-2020

როგორ მიულოცეს თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღე ინფექციურ საავადმყოფოსთან

21:50 / 25-03-2020

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

20:16 / 31-03-2020

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - თენგიზ ცერცვაძე

22:31 / 07-04-2020

"რაც პანდემია დაიწყო, თენგიზი სახლში ღამის 2-3 საათზე ადრე არ დაბრუნებულა" - რას ყვება ცნობილი ინფექციონისტის მეუღლე ოჯახზე

22:57 / 29-04-2020

"პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბუ?

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თა­ვი­სით მოხ­და ასე, თუმ­ცა, მერე რომ დავ­ფიქ­რდი, ალ­ბათ ნა­დი­რო­ბის გავ­ლე­ნაა, რად­გან ბუ ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს. სხვე­ბი დღი­სით აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, ნა­დი­რო­ბენ, ღამე სძი­ნავთ, ბუ კი პი­რი­ქი­თაა. ბევ­რი ლე­გენ­დაა, რომ ბუ ბრძე­ნი ფრინ­ვე­ლია და ა.შ. მე რა ბუ­ე­ბიც მაქვს აქ, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი წიგნ­ზე ზის ან მა­გის­ტრის ქუდი ახუ­რავს, რაც სიბ­რძნეს­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი და თა­ვი­დან, რამ­დე­ნი­მე ბუ იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

მერე ჩემი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებ­მა და პა­ცი­ენ­ტებ­მა რომ გა­ი­გეს, ისი­ნიც მჩუქ­ნიდ­ნენ... ახლა დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ძი­რი­თა­დად, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, 20-30 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი მყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არა­სო­დეს, არც ერ­თის­გან არც ფული ამი­ღია, არც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი. ეს იცი­ან, მაგ­რამ უნ­დათ, რა­ღა­ცით პა­ტი­ვი მცენ და ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცეს, - აი, ბუს თუ მი­უ­ტან, უარს ვერ გე­ტყვი­სო.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე მე­უღ­ლეს­თან, ანა თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად

სხვა რა­მეს უკან გა­ვა­ტან. ამი­ტომ, მო­აქვთ და მო­აქვთ ეს ბუ­ე­ბი. მათ შო­რის, უნი­კა­ლუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად, მარ­მა­რი­ლოს დიდი ბუ, რო­მე­ლიც თურ­მე, თა­ვის დრო­ზე სტა­ლი­ნის კა­ბი­ნეტ­ში იდგა. მერე, მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვდა და ბო­ლოს მე მი­სახ­სოვ­რეს. სა­ავ­ტო­რო ბუ­ე­ბიც მაქვს, ვე­ნე­ცი­უ­რი შუ­შის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლიც და ა.შ. მოკ­ლედ, აქ ნა­ხავთ რო­გორც ძალ­ზე ია­ფი­ან სუ­ვე­ნი­რებს, ისე ძვი­რად ღი­რე­ბულ ეგ­ზემპლა­რებს.

- უამ­რა­ვი ჯილ­დოც გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის, შარ­შან ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნი გად­მო­გე­ცათ, რაც ექი­მებ­ში იშ­ვი­ა­თია.

- დიახ, ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დენს დე­ბუ­ლე­ბა­ში უწე­რია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ენი­ჭე­ბათ, ექი­მებ­ში სულ 2-3 ადა­მი­ანს აქვს. ჩემ­თვის მთა­ვა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა ჯილ­დო­ე­ბი, მაგ­რამ ცხა­დია, და­ფა­სე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ველ­თვის იყო მუ­შა­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა! სწო­რედ თი­თო­ე­უ­ლი გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტია ჩვენ­თვის ისე­თი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი, რო­მელ­საც ვერც ერთი ჯილ­დო ან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია ვერ მო­გა­ნი­ჭებს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სამი მთა­ვა­რი ინ­ფექ­ცი­აა - შიდსი, C ჰე­პა­ტი­ტი და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი.

ამ სა­მი­დან ორის შე­ჩე­რე­ბა­ში მე და ჩემ­მა გუნ­დმა მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (ამა­ზე წლე­ბია უნი­კა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენ­თან), შიდსში მთლი­ა­ნად, ექ­სკლუ­ზი­უ­რად, C ჰე­პა­ტი­ტში კი სხვებ­თან ერ­თად, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი ტვირ­თი ჩვენ­ზე გა­და­ვი­და და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა 2025 წელს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ას, ანუ აღ­მო­ფხვრას მო­ახ­დენს, არა­მედ შიდსის ეპი­დე­მი­ა­საც და­ამ­თავ­რებს!

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, თქვენს ოჯახ­ზეც გვი­თხა­რით რამე...

- მყავს მე­უღ­ლე - ანა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც ასე­ვე ექი­მია, რევ­მა­ტო­ლო­გი, ინ­ტე­ლი­გენ­ტის ოჯა­ხი­დან. მისი როლი უდი­დე­სია ჩემს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში. ჩვენ დიდ­ხანს ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და ცოტა გვი­ან დავ­ქორ­წინ­დით რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო და სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლე­ბი არ გვყავს, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს. ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც მი­ვაღ­წიე, ანა თო­ფუ­რი­ას უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემი მე­გობ­რე­ბი ჯერ მის სა­დღეგ­რძე­ლოს სვა­მენ და მერე - ჩემ­სას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

...დასანანია რომ ასეთი გენი არ გრძელდება სწორედაც რომ ნიჭიერი ადამიანები უნდა მრავლდებოდნენ...

გიორგი
3

მახსენდება იოსებ ნონეშვილის ლექსიდან ამონარიდი "მასწავლებელი ზოგრჯერ უშვილო მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი". ბატონმა თენგიზმა ალბათ ათასობით ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი და მითუმეტეს დღეს როდესაც ეკრანზე გამოჩნდება რაღაცნაირად ვმშვიდდები... უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და წარმატებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, ვირუსების გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

ცერცვაძე ერთ-ერთია, ვისაც თითქმის ყოველდღე უწევს საზოგადოების წინაშე გამოსვლა და კორონავირუსთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენება. ასევე ერთ-ერთია, ვისი პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის იმედი აქვს საზოგადოებას.

გთავაზობთ ჟურნალ "გზის" მიერ ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კარიერაზე, უცნაურ ჰობიზე, მეუღლეზე საუბრობს, რომელიც ასევე ექიმია:

- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.

- რატომ მაინცდამაინც ბუ?

- გულწრფელად გითხრათ, თავისით მოხდა ასე, თუმცა, მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ნადირობის გავლენაა, რადგან ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. მე რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება. უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე.

მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო.

თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან, ანა თოფურიასთან ერთად

სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის, უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფიან სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს.

- უამრავი ჯილდოც გაქვთ მიღებული, მათ შორის, შარშან ბრწყინვალების ორდენი გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია.

- დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ, ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.

ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!

- ბატონო თენგიზ, თქვენს ოჯახზეც გვითხარით რამე...

- მყავს მეუღლე - ანა თოფურია, რომელიც ასევე ექიმია, რევმატოლოგი, ინტელიგენტის ოჯახიდან. მისი როლი უდიდესია ჩემს პროფესიულ წარმატებაში. ჩვენ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ცოტა გვიან დავქორწინდით რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა. ჩემი მეგობრები ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და მერე - ჩემსას...წაიკითხეთ სრულად