პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე "ჯეო ჰოსპიტალსი"
რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე "ჯეო ჰოსპიტალსი"

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 62 წლის მარ­ნე­უ­ლელ ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს "ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი". რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, პა­ცი­ენ­ტი, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 18 მარტს მო­თავ­სდა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში:

"შპს „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის" მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე წლის 18 მარტს, თვით­დი­ნე­ბით, რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით შე­მო­ვი­და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის 62 წლის პა­ცი­ენ­ტი. რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ის­ვა ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ი­სა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი.

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებ­და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: გა­და­ტა­ნი­ლი აორ­ტო-კო­რო­ნა­რუ­ლი შუნ­ტი­რე­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი 20 წლი­ა­ნი ანამ­ნე­ზით, 4 წლის წინ გა­და­ტა­ნი­ლი იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­შინ­ვე ჩათ­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვად და COVID-19-ის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის მარ­თვი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის პრო­ტო­კო­ლის სრუ­ლი დაც­ვით გა­კეთ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რივ სამ­სა­ხურ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მოხ­და პა­ცი­ენ­ტის გა­მო­კი­თხვა და ინ­ფორ­მა­ცია შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მი­ე­წო­და სსიპ - სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრებს.

პა­ცი­ენ­ტი, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­თავ­სდა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბულ გა­რე­მო­ში, სა­დაც მას უტარ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

2020 წლის 21 მარტს პა­ცი­ენტს გა­ნუ­ვი­თარ­და მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი და სა­ჭი­რო გახ­და მისი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სსიპ - სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრებს. იმა­ვე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, გან­ხორ­ცი­ელ­და პა­ცი­ენ­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა COVID-19-ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს და­ის­ვა COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტის წამ­ყვან­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლეს მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, პერ­სო­ნა­ლი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის მარ­თვი­სას და­ცუ­ლი იყო ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (შე­სა­ბა­მი­სი COVID-19-ის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვი­სათ­ვის), კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ პი­რებ­ზე (ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი) და­წეს­და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ კა­რან­ტი­ნის ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში.

ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს 2020 წლის 23 მარტს ჩა­უ­ტარ­დათ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა COVID-19-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის (სულ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და 21 თა­ნამ­შრო­მელს და 16 პა­ცი­ენტს), ყვე­ლა კვლე­ვის შე­დე­გი არის უარ­ყო­ფი­თი.

მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2020 წლის 22 მარტს მარ­თე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლა, პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში.

რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შპს „ჯეო ჰოს­პი­ტალს“-ის მარ­ნე­უ­ლის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნის ზო­ნად. ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის მზად­ყოფ­ნა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოს COVID-19 შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ფარ­გლებ­ში”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
7

თუ მაშინვე მიიტანეთ ეჭვი, რატომ იმ დღესვე არ აუღეთ სინჯი კორონაზე? მთელი 5 დღის მანძილზე საფრთხეში ჩააგდეთ მედპერსონალიც და სხვა პაციენტებიც. :(((((

ნინო
2

4-5 დღე რას ელოდებოდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე "ჯეო ჰოსპიტალსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე "ჯეო ჰოსპიტალსი"

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელ ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "ჯეო ჰოსპიტალსი". როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, 18 მარტს მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში:

"შპს „ჯეო ჰოსპიტალსის" მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 18 მარტს, თვითდინებით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით შემოვიდა მდედრობითი სქესის 62 წლის პაციენტი. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი.

პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20 წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი. დაწესებულების პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის მართვისათვის განკუთვნილი ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის სრული დაცვით გაკეთდა შეტყობინება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურში, ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს.

პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით.

2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი.

დაავადებათა კონტროლის ცენტის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში.

ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი.

მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის - რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

თბილისში გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებს დეზინფექცია ჩაუტარდა - ნახეთ ფოტოები