ავტორი:

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება

კორონავირუსით დაინფიცირების შანსი იზრდება და ის შეიძლება ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს აღმოაჩნდეს. იტალია, ესპანეთი, აშშ - იმატებს კლასტერების რაოდენობა, ამირან გამყრელიძის თქმით კი კორონავირუსის პიკური პერიოდი პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მე-6, მე-7 კვირაში იწყება. შესაბამისად, საქართველო ახლა შედის პრე-კრიტიკულ ფაზაში...

მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილტვების ანთება აღმოაჩნდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ეს სტატუსი წაშალა და ყველას მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის.

AMBEBI.GE მსახიობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ხვალ დილით იქნება. რაც შეეხება კალანდაძის დაავადებას, მსახიობის თქმით, ის საკმაოდ უცნაურად განვითარდა.

მეუღლესთან ერთად

- ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ყელის ტკივილით დამეწყო, შემდეგ დაემატა ხერხემლის ტკივილი. სიცხე რომ გავიზომე 37.8 მქონდა. ამას დაერთო ოფლიანობაც, სამ-ოთხ წუთში ერთხელ მთლიანად სველი ვიყავი. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ მითხრეს, რომ ფილტვები სუფთა იყო. თუმცა, საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემ ჯანმრთელობას და კერძო კლინიკაში წავედი გადასამოწმებლად.

რენდგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარცხენა ფილტვზე ანთების საწყისი პროცესი იყო დაწყებული. დღეს გამიკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმოჩნდა, რომ 24 საათში პროცესი განვითარდა და ახლა ორივე ფილტვზე მაქვს ანთება.

ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტი ამიღეს და დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილას გავიგებ პასუხს.

- ახლა სად ხართ? უცხოეთში ხომ არ გიმოგზაურიათ ან ხომ ვერ იხსენებთ საეჭვო შემხებლობას დაავადებულთან?

- ამჟამად სახლში ვარ, რადგან საავადმყოფოებში მაინც ბევრი ხალხია და ამ ეტაპზე სახლში ვარჩიე ყოფნა. აქ არიან ჩემი შვილებიც და ქმარიც. ყველანი კარგად არიან, მათ არანაირი სიმპტომები არ აქვთ.

რაც შემეხება მე, არავისთან არ მქონია საეჭვო შეხებაც კი. არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება კორონავირუსი. ყველას ძალიან ვთხოვ, დარჩით სახლში და გაუფრთხილდით ერთმანეთს".

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

პლასიდო დომინგო კორონავირუსის გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს