საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას
"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

რაც პა­ცი­ენტ 54-თან, მარ­ნე­უ­ე­ლელ 62 წლის ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი, დიდ­წი­ლად იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის ქარ­თუ­ლი ენა და შე­სა­ბა­მი­სად, თვალ­ყურს არ ადევ­ნებს ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის მუ­შა­ობს. ამას­ვე ამ­ბობს სემა სა­დი­კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­დაბ­ნი­და­ნაა, ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც ასე­ვე აზა­რე­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­თაა უმე­ტე­სად და­სახ­ლე­ბუ­ლი.

სემა 20 წლის არის და თსუ-ის მე­ო­რე­კურ­სე­ლია, ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ლა­მის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი, კა­პიტ­ნის მო­ად­გი­ლე, რომ­ლის სა­უბ­რი­და­ნაც ვი­გებთ, რომ მათ რა­ი­ონ­შიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან თით­ქმის არა­ვინ იცის ქარ­თუ­ლი და ჭირს მათ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

„ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩენი ქვე­ყა­ნა და რო­გორც უკვე ვი­ცით, ბოლ­ნი­სი და მარ­ნე­უ­ლი რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა - ამ რე­გი­ო­ნებ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა­ფე­რი ისევ იმ პრობ­ლე­მის ბრა­ლია, რა­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, იქ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა, კერ­ძოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თემი, ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დი­დად არ ფლობს. არა­და, რო­გორც იცით, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არის ქარ­თუ­ლად. ამი­ტომ, „ჩე­ლენ­ჯი“ წა­მო­ვი­წყეთ, მო­სახ­ლე­ო­ბას, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას, ჩვენს ხალ­ხს, სა­კუ­თარ ენა­ზე მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია. მარ­თა­ლია, ახლა თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნი­დან ვარ და იქაც, რო­გორც მარ­ნე­ულ­ში და ბოლ­ნის­ში, თა­ვი­დან, რო­გორც სა­ჭი­როა, ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ ახა­ლი კო­რო­ნას შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს. მა­გა­ლი­თად, დღე­საც, გარ­და­ბან­ში ისე და­დის ხალ­ხი, ვი­თომც არა­ფე­რი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და, მით უმე­ტეს, მსოფ­ლი­ო­ში. არ იცან, რომ სა­ში­ნე­ლი ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლაფ­რის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ, ის­ხდნენ სახ­ლში.

- ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კარ­და­კარ და­დი­ხართ?

- არა, კარ­და­კარ სი­ა­რუ­ლი ახლა სა­ხი­ფა­თოა, ამ ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რაც არ გვაქვს. ვრე­კავთ ტე­ლე­ფო­ნით, ვი­ყე­ნებთ "ვოთ­საფს", სო­ცი­ა­ლურ ქსელს. მათ შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს ვე­სა­უბ­რე­ბით, ვწერთ, რომ მი­ა­წო­დონ უფ­როს თა­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თან, რე­გი­ო­ნებ­ში არის არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც და მათ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ვცდი­ლობთ, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მათი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოხ­დეს.

- ამ­დე­ნი ხა­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ით მხო­ლოდ ამ ვირუს­ზეა სა­უ­ბა­რი და ნუთუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს არ უყუ­რებ­დნენ, არ უს­მენ­დნენ?

- ტე­ლე­ვი­ზორს კი რთა­ვენ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ქარ­თულ გა­და­ცე­მებს ვერ უყუ­რე­ბენ, ენა არ ეს­მით. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი კი ქარ­თუ­ლად არის. სამ­წუ­ხა­როდ, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ეს არის, ამი­ტომ, გვინ­და, მი­ვეხ­მა­როთ, ავუხ­სნათ, გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და იყ­ვნენ სახ­ლში, და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი, რა­საც ექი­მე­ბი გვთხო­ვენ. ჩვე­ნი „ჩე­ლენ­ჯის“ მი­ზა­ნი ესაა.

- მათი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია რა არის, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც არ ცდი­ლობს, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს და თან, ქარ­თუ­ლიც არ იცის.

- უმ­რა­ვე­სო­ბის პა­სუ­ხი ის არის, რომ ეს პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია - არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, თუ რა სა­ში­ნელ ამ­ბავ­თან გვაქვს საქ­მე.

- კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ორ რე­გი­ონ­ში, იმე­დია, გარ­და­ბან­შიც მიხ­ვდე­ბი­ან, რომ წე­სე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბა სა­რის­კოა და ყვე­ლა ნორ­მა, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, უნდა შე­ას­რუ­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ - დიდ­მაც და პა­ტა­რა­მაც.

- დიახ, ახლა ჩვე­ნი წა­მო­წყე­ბაც ამის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ყვე­ლამ ერ­თად ვი­მოქ­მე­დოთ ამ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ თე­მა­ზე 3-4 ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა­საც ვა­პი­რებთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
inga
6

30 წელია ჭირი მოგვჭამა საბჭოთა კავშირმა და ესენი რუსულად ლაპარაკობენ. 30 წელია. 

naTela
23

ახლა ეს ანგელოზივით გოგო აზერბაიჯანელია და ნანუკა და ნიკა გვარამია ქართველები>?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

რაც პაციენტ 54-თან, მარნეუელელ 62 წლის ქალბატონთან დაკავშირებით მოხდა, როგორც ამბობენ, ყველაფერი, დიდწილად იქაური მოსახლეობის არაინფორმირებულობის ბრალია. ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის ქართული ენა და შესაბამისად, თვალყურს არ ადევნებს ქართული ტელეარხების მუშაობს. ამასვე ამბობს სემა სადიკი აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც გარდაბნიდანაა, ადგილიდან, რომელიც ასევე აზარებაიჯანელებითაა უმეტესად დასახლებული.

სემა 20 წლის არის და თსუ-ის მეორეკურსელია, ამასთან, ორგანიზაცია „სალამის“ გამგეობის წევრი, კაპიტნის მოადგილე, რომლის საუბრიდანაც ვიგებთ, რომ მათ რაიონშიც, აზერბაიჯანული მოსახლეობიდან თითქმის არავინ იცის ქართული და ჭირს მათთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მძიმე მდგომარეობაშია ჩენი ქვეყანა და როგორც უკვე ვიცით, ბოლნისი და მარნეული რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ამ რეგიონებში კარანტინი გამოცხადდა. ყველაფერი ისევ იმ პრობლემის ბრალია, რაზეც უკვე მოგახსენეთ, იქ ეთნიკური უმცირესობა, კერძოდ, აზერბაიჯანული თემი, ამ ვირუსის შესახებ ინფორმაციას დიდად არ ფლობს. არადა, როგორც იცით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია არის ქართულად. ამიტომ, „ჩელენჯი“ წამოვიწყეთ, მოსახლეობას, ეთნიკურ უმცირესობას, ჩვენს ხალხს, საკუთარ ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია. მართალია, ახლა თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ გარდაბნის რაიონიდან ვარ და იქაც, როგორც მარნეულში და ბოლნისში, თავიდან, როგორც საჭიროა, ყურადღებას არ აქცევდნენ ახალი კორონას შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მაგალითად, დღესაც, გარდაბანში ისე დადის ხალხი, ვითომც არაფერი ხდება ქვეყანაში და, მით უმეტეს, მსოფლიოში. არ იცან, რომ საშინელი ვირუსია გავრცელებული და ყველაფრისგან თავი უნდა შეიკავონ, ისხდნენ სახლში.

- ამ ადამიანებთან კარდაკარ დადიხართ?

- არა, კარდაკარ სიარული ახლა სახიფათოა, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპეციალური ეკიპირებაა საჭირო, რაც არ გვაქვს. ვრეკავთ ტელეფონით, ვიყენებთ "ვოთსაფს", სოციალურ ქსელს. მათ შვილებს, შვილიშვილებს ვესაუბრებით, ვწერთ, რომ მიაწოდონ უფროს თაობას ინფორმაცია. ამასთან, რეგიონებში არის არსამთავრობო ორგანიზაციებიც და მათთანაც ვთანამშრომლობთ, ვცდილობთ, მოსახლეობის ინფორმირება მათი საშუალებითაც მოხდეს.

- ამდენი ხანია ტელევიზიით მხოლოდ ამ ვირუსზეა საუბარი და ნუთუ ეს ადამიანები ამ ყველაფერს არ უყურებდნენ, არ უსმენდნენ?

- ტელევიზორს კი რთავენ, მაგრამ ვიმეორებ, ქართულ გადაცემებს ვერ უყურებენ, ენა არ ესმით. საინფორმაციოები კი ქართულად არის. სამწუხაროდ, ძირითადი პრობლემა ეს არის, ამიტომ, გვინდა, მივეხმაროთ, ავუხსნათ, გავაგებინოთ, რომ სერიოზული სიტუაციაა და იყვნენ სახლში, დაიცვან ჰიგიენის წესები, რასაც ექიმები გვთხოვენ. ჩვენი „ჩელენჯის“ მიზანი ესაა.

- მათი პირველი რეაქცია რა არის, ანუ ადამიანების, ვინც არ ცდილობს, ინფორმირებული იყოს და თან, ქართულიც არ იცის.

- უმრავესობის პასუხი ის არის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილია - არასერიოზულად მიიჩნევენ, თუმცა ყველანი ვხედავთ, თუ რა საშინელ ამბავთან გვაქვს საქმე.

- კარანტინია გამოცხადებული ორ რეგიონში, იმედია, გარდაბანშიც მიხვდებიან, რომ წესების არშესრულება სარისკოა და ყველა ნორმა, რაც გათვალისწინებულია ამ სიტუაციაში, უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქემ - დიდმაც და პატარამაც.

- დიახ, ახლა ჩვენი წამოწყებაც ამისკენაა მიმართული, რომ ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ამ ვირუსის წინააღმდეგ. ამ თემაზე 3-4 ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებთ.

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

შესაძლოა, "სინოფარმს" 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს თამარ გაბუნია

მწერალი დათო ტურაშვილი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა