საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს
"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს

ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რის დე­კა­ნოზ თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს და შე­საძ­ლოა, კი­დევ შე­მო­ი­ღონ. მისი თქმით, მსა­ხუ­რე­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა დი­ლით და სა­ღა­მოს, შე­სა­ბა­მი­სად, მრევ­ლიც გა­ი­ყო­ფა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გან­საც­დე­ლი კვლავ მძვინ­ვა­რებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი მსოფ­ლიო, მათ შო­რის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რა თქმა უნდა, ეკ­ლე­სი­აც კვლავ ამ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვსა­უბ­რობ ეკ­ლე­სი­ა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ჩვენს ხალ­ხთან და ერ­თგვა­რად ორ ფრონტზე გვი­წევს ბრძო­ლა: ერთი მხრივ, ვუ­ერ­თგუ­ლოთ ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩვენ­თვის და მთე­ლი ერის­თვის ვი­ყოთ გამ­ტა­რი ცო­ცხა­ლი ღმერ­თის ღვთა­ებ­რი­ვი ენერ­გი­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც არის სა­კურ­ნე­ბე­ლი და გა­დამ­რჩე­ნე­ლი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და მთე­ლი ერი­სა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ადა­მი­ა­ნურ სიბ­რტყე­ში გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მო­ვი­დეს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ჩვენ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნეთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ადრე გან­ვა­ცხა­დეთ და რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ვი­წყეთ.

ჩვენც შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვუდ­გე­ბით და გარ­და ამი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­მო­ვი­ტანთ ახალ-ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს ჩვენს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში. ერთ-ერთი, რაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ვა­კე­თოთ არის ის, რომ ლი­ტურ­გი­ე­ბი ყო­ველ დღეა და ვცდი­ლობთ, რომ გავ­ყოთ ეს მსა­ხუ­რე­ბე­ბი [სა­უ­ბა­რია ყო­ველ­დღი­უ­რი პირ­ველ­შე­წი­რუ­ლი ლი­ტურ­გი­ე­ბის დილა-სა­ღა­მოს აღ­სრუ­ლე­ბა­ზე]. გვაქვს ორი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი, მსა­ხუ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბა დი­ლით და სა­ღა­მოს, შე­სა­ბა­მი­სად, მრევ­ლიც გა­ი­ყო­ფა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი. და იგი­ვე წე­სით, გა­რეთ დგო­მით, თითო-თი­თოდ, გა­რეთ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღე­ბენ წირ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ეხე­ბა ყვე­ლა დღეს, მათ შო­რის კვი­რა­საც.

გარ­და ამი­სა, გვა­ხა­რებს ის, რომ ჩვე­ნი მრევ­ლი მარ­თლაც რო­გორც ღვიძ­ლი შვილ­ნი მსოფ­ლი­ოს და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და მათი ინი­ცი­ა­ტი­ვაა ის, რა­საც ახლა გა­ვაჟ­ღე­რებ: მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დონ და ეს თა­ნად­გო­მა ვლინ­დე­ბა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ზღვა­ში წვე­თია, მაგ­რამ გვა­ხა­რებს, რომ მრევ­ლში ის სუ­ლის­კვე­თე­ბაა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი, რომ­ლიც ზო­გა­დად უნდა იყოს ეკ­ლე­სი­ა­ში - რო­დე­საც გან­საც­დე­ლის ჟამს ერი და ბერი ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მას გა­მო­ხა­ტავს და ეს არის სული ეკ­ლე­სი­ი­სა და ჩვე­ნი ტა­ძა­რი, რო­გორც ცო­ცხა­ლი უჯრე­დი ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ი­სა, სწო­რედ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბას ავ­ლენს.

ასე­ვე მა­ხა­რებს ისიც, რომ ჩვე­ნი ტაძ­რის ერთ-ერთი ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი საბა თა­ვა­ძე, ოჯახ­თან შე­თან­ხმე­ბით, ვიდ­რე ეს გან­საც­დე­ლია და ვიდ­რე ეს უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­თვის გა­ი­ღებს სა­კუ­თარ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც იმ დრომ­დე, იმ ბოლო დღემ­დე იქ­ნე­ბა ამ ცენ­ტრის სა­კუთ­რე­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ნამ ეს პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იარ­სე­ბებს. იმე­დი მაქვს, რომ უფ­ლის შე­წევ­ნით, მტკი­ცე რწმე­ნით, ჩვე­ნი გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თის, იესო ქრის­ტე­სა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით, ერ­თო­ბით გა­მო­ვალთ ამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან”, - ნათ­ქვა­მია დე­კა­ნო­ზის მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სამ­რევ­ლოს სა­ხე­ლით ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
6

საამაყო მოძღვარია ღმერთმა ამრავლოს ესთი სასულიერო პირები!!!

++++
3

მიყვარხართ და მეამაყებით, თქვენც და ყველა ვინც სხვის დასახმარებლად 1 ლარს მაინც გაიღებს. მოეშვით სასულიერო პირებზე შეურაწმყოფელ და ცილისმწამებლურ კომენტარებს და ზოგადად ფიქრსაც. ისედაც ცოდვილ კაცობრიობას კიდევ ამ უმძიმეს ცოდვას ნუ ჰკიდებთ.უფლის გვეშინოდეს და წინ გავიხედოთ ხვალ ვის რა გველის არ ვიცით, ისე მოვიქცეთ რომ უფლისთვის შემწეობის და დახმარების თხოვნა არ შეგვრცხვეს.უფალი გფარავდეთ ყველას,ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარის დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები შემოიღეს და შესაძლოა, კიდევ შემოიღონ. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები.

“მოგეხსენებათ, რომ განსაცდელი კვლავ მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეკლესიაც კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეკლესიაზე, ხელისუფლებასთან, ჩვენს ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენთვის და მთელი ერისთვის ვიყოთ გამტარი ცოცხალი ღმერთის ღვთაებრივი ენერგიებისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა და მთელი ერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ.

ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში. ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურგიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურგიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იგივე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის კვირასაც.

გარდა ამისა, გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში - როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს.

ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, ვიდრე ეს განსაცდელია და ვიდრე ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს. იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან”, - ნათქვამია დეკანოზის მიმართვაში, რომელსაც ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით ავრცელებს.

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია