სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს
შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა იმ შე­ზღუდ­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ჩა­მოთ­ვა­ლა, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­მო­ღე­ბუ­ლია და მოქ­მე­დებს.

თუმ­ცა, რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ შე­ზღუდ­ვე­ბის გარ­და, კი­დევ სხვა შე­ზღუდ­ვე­ბიც არ­სე­ბობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბია:

ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო მი­მოს­ვლა, სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო. ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბი იგეგ­მე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით.

ჩერ­დე­ბა სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა, გარ­და სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა.

ჩერ­დე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ის ტრან­სპორ­ტით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­სა და ავ­ტო­ბუ­სებს. თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის სა­ზღვრებ­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლია ში­და­მი­მოს­ვლა M2 კა­ტე­გო­რი­ის ანუ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი­სა და ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრსა და სოფ­ლებს შო­რის სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნებ­ზე.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 21 აპ­რი­ლამ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და უმაღ­ლეს სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, თუკი ეს ტექ­ნი­კუ­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 21 აპ­რი­ლამ­დე სა­გან­მან­თლებ­ლო და კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­და­ვიდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე თუ მათი ად­გილ­ზე წარ­დგე­ნა არ არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. აიკ­რძა­ლა ყვე­ლა სა­ხის ტრე­ი­ნინ­გი, კონ­ფე­რენ­ცია და სე­მი­ნა­რი. ისი­ნი და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში.

შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­საშ­ვე­ბია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის წე­სე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ვა­დე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ვიდ­რე არ დას­რულ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა.

აიკ­რძა­ლა ყვე­ლა ტი­პის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ში. და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ დისტნა­ცი­უ­რი ფორ­მა.

აიკ­რძა­ლა ყვე­ლა ტი­პის სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ში. მათ შო­რის წვრთნე­ბი და ვარ­ჯი­შე­ბი. და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა.

აიკ­რძა­ლა ყვე­ლა ტი­პის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ში.

აიკ­რძა­ლა შეკ­რე­ბა და მა­ნი­ფეს­ტა­ცია, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 10-ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა.

სა­ჯა­რო სივ­რცე ნიშ­ნავს ნე­ბის­მი­ერ ად­გილს რო­გორც გა­რეთ ასე­ვე შე­ნო­ბებ­ში, ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ კერ­ძო პი­რის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს. აიკ­რძა­ლა ყვე­ლა ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის შეკ­რე­ბას­თან (მაგ: ქელე­ხი, ქორ­წი­ლი და სხვა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი).

10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის თავ­შეყ­რა, მათ შო­რის, იმ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­თა მი­მარ­თაც არ ვრცელ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნა, და­საშ­ვე­ბია ობი­ექ­ტის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არა­ნაკ­ლებ 2 მეტ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით.

ობი­ექ­ტე­ბი, სა­დაც 10-ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა და­საშ­ვე­ბია

10 - ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა და­საშ­ვე­ბია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში თუ მას არ შე­უ­ჩერ­და საქ­მი­ა­ნო­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. ასე­ვე, 10 - ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა და­საშ­ვე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. თავ­შეყ­რის შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა სამ­შე­ნებ­ლო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა არ ეხე­ბა: სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის, ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბის და აგრო-ქი­მი­კა­ტე­ბის სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას; ელექტრო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის, ბენ­ზი­ნის, დი­ზე­ლის, თხე­ვა­დი აი­რის მი­წო­დე­ბას; სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას; სა­ქონ­ლი­სა და პრო­დუქ­ტის სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო მი­წო­დე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცია და­საშ­ვე­ბია, თუ სა­ცა­ლო მი­წო­დე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ად­გილ­ზე მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბით, ხოლო სა­ბი­თუ­მო რე­ა­ლი­ზა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ად­გილ­ზე მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბით ან ად­გი­ლი­დან გა­ტა­ნით, მომ­ხმა­რებ­ლის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის ან წვდო­მის გა­რე­შე. ეს შე­ზღდვე­ბი ასე­ვე არ ეხე­ბა პრე­სის ჯი­ხუ­რებს. ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი დაშ­ვე­ბე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ პრო­დუქ­ტის მი­ტა­ნით ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა:

რეს­ტორ­ნე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, სა­წარ­მო­ებ­ში/ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სივ­რცე­ში და­უშ­ვან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ამ ობი­ექ­ტებს აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით და ე.წ. დრა­ი­ვის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ვა­დით შე­ჩერ­დე­ბა საკ­ლუ­ბო და გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბის, კი­ნო­თე­ატ­რე­ბის, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბის, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­სა და ღა­მის კლუ­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მი­თაა და­საშ­ვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
16

მშენებლობაზე რა არ შეიძლება ვირუსის გადადება?რატომ არ აჩერებთ?იმიტომ რომ არ გაწყობთ!

MARI
1

SASAMARTLO SXDOMEBI TU GAIMARTEBA DISTANCIURAD?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების ერთობლიობა ჩამოთვალა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით, შემოღებულია და მოქმედებს.

თუმცა, როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე ამ შეზღუდვების გარდა, კიდევ სხვა შეზღუდვებიც არსებობს.

აღნიშნული შეზღუდვებია:

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდამიმოსვლა M2 კატეგორიის ანუ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუკი ეს ტექნიკურადაა შესაძლებელი. 21 აპრილამდე საგანმანთლებლო და კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციები ვალდებულები არიან გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი. აიკრძალა ყველა სახის ტრეინინგი, კონფერენცია და სემინარი. ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა.

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია მხოლოდ დისტნაციური ფორმა.

აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. მათ შორის წვრთნები და ვარჯიშები. დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა.

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა.

საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ ასევე შენობებში, ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით.

ობიექტები, სადაც 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია

10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. ასევე, 10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. გარდა ამისა, საქმიანობის შეჩერება არ ეხება: სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგრო-ქიმიკატების სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას; საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია დასაშვებია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე. ეს შეზღდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს. ასევე გარკვეული დაშვებებია გაკეთებული რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის მიტანით ან სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში.

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა:

რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ დაწესებულების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით და ე.წ. დრაივის მეშვეობით.

საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმითაა დასაშვები.

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა იყო დამსახურებული - გიგა ბოკერია

საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა

LIVE: "360 გრადუსი" - დაინფიცირებული მარნეულელი ქალის შვილი, ბიძინა კულუმბეგოვი, დიმიტრი შაშკინი