საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა მარნეულში, სადაც ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობას დილიდან ინტენსიურად ამოწმებენ
რა ვითარებაა მარნეულში, სადაც ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობას დილიდან ინტენსიურად ამოწმებენ

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი დი­ლი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეთერ ლა­ფე­რა­ძემ.

"დი­ლის 9 სა­ა­თი­დან მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ოჯა­ხის ექი­მე­ბი გა­ვიდ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა. გუ­შინ კო­რო­ნა­ვი­რი­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი გა­და­მოწ­მდნენ და მათ­გან მხო­ლოდ ერთს ჰქონ­და მცი­რე ტემ­პე­რა­ტუ­რა, ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბა და მე­დი­კო­სე­ბის მხრი­დან ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ობს, აქამ­დეც ტარ­დე­ბო­და მარ­ნე­ულ­ში, მაგ­რამ დღე­ი­დან უფრო მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა. ჩვენ თი­თო­ე­ულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მყი­სი­ე­რად ვრე­ა­გი­რებთ. იმე­დი მაქვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რა­საც ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვაძ­ლევთ მათ“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეთერ ლა­ფე­რა­ძემ.

მე­ო­რე დღეა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნის­ში კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა და გახ­სნი­ლია 12 სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი სა­გუ­შა­გო. ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვი­სის სა­მი­ნის­ტროს მიერ ასე­ვე, კონ­ტროლ­დე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზე­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი სა­გუ­შა­გო­ე­ბი. მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც. სა­კა­რან­ტი­ნო პი­რო­ბე­ბი მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­თა შეს­ვლი­სა და გა­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ქა­ლაქ­ში შემსვლელ და გამ­სვლელ სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე კონ­ტროლს პო­ლი­ცია და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მარ­ნე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ობს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას სამ ენა­ზე აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას მოქ­მე­დი კა­რან­ტი­ნის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ.

???
0

რატომ სამ ენაზე და არა სახელმწიფო ენაზე?

ავტორი:

რა ვითარებაა მარნეულში, სადაც ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობას დილიდან ინტენსიურად ამოწმებენ

რა ვითარებაა მარნეულში, სადაც ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობას დილიდან ინტენსიურად ამოწმებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოწმების პროცესი დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

,,დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაობს, აქამდეც ტარდებოდა მარნეულში, მაგრამ დღეიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. ჩვენ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად ვრეაგირებთ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ამ ვითარებაში ვაძლევთ მათ“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და გახსნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო. შინაგან საქმეთა და თავდაცვისის სამინისტროს მიერ ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც. საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. მარნეულის ტერიტორიაზე მოძრაობს ავტომობილები, საიდანაც ხმოვანი შეტყობინებით მოსახლეობას სამ ენაზე აწვდიან ინფორმაციას მოქმედი კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ. ამასთანავე, მოხალისეები აქტიურად აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობაში და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან კორონავირუსის შესახებ.

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს

საგანგებო ვითარების დროს, არ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს