მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია უახლესი ცნობებით
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია უახლესი ცნობებით

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დღეს და­ტო­ვებს. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე 32 პა­ცი­ენ­ტი აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, ქვე­ყა­ნა­ში კი ვირუ­სის მქო­ნე 66 ადა­მი­ა­ნია.

„ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე არის 66 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ამ 66 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 40 არის ჩვენს ცენ­ტრში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხე­ვე­ვა. ამ 40 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ჩვენ­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და გა­წე­რი­ლია 8 შემ­თხვე­ვა. ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა­ში გვყავს 32 პა­ცი­ენ­ტი და ამ 32-შიც ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი კვლავ რჩე­ბა. უბ­რა­ლოდ გუ­შინ კი­დევ გა­და­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბო­და მის კლნი­კი­კურ მო­ნა­ცე­მებს და დღეს, ალ­ბათ, მე­ცხრე პა­ცი­ენ­ტიც და­ტო­ვებს ჩვენს ცენ­ტრს და გა­მო­დის რომ 9 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს უკვე“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ამას­თან, რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია აცხა­დებს, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 3 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მათი მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი არის ასა­კი და თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

“ჩვენს ცენ­ტრში 3 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რო­მელ­თა სიმ­ძი­მის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი არის გარ­კვე­ულ­წი­ლად ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ასა­კი და თა­ნარ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - ერ­თთან არის ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, მე­ო­რეს­თან და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და მე­სა­მეს­თან და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არის მძი­მე ნერ­ვო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტთან არის პნევ­მო­ნია სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მით. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე არის ორ პა­ცი­ენ­ტში პნევ­მო­ნია, მე­სა­მე­სი არ არის სი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით მძი­მე. გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნი­შე­ბა. ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან სტა­ბი­ლი­ზა­ცია ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მძი­მე პროგ­რე­სი არ არის, რაც და­მამ­შვი­დე­ბელ ფაქ­ტო­რად შე­იძ­ლე­ბა გვევ­ლი­ნე­ბო­დეს, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კარ­გად დაგ­ვიმ­თავ­რდეს”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხუთი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი ამე­რი­კის კლას­ტე­რი­დან არის. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, რო­დე­საც მათ სიმპტო­მე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დათ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თეს.

“5-ვე პა­ცი­ენ­ტი ამე­რი­კის კლას­ტე­რი­დან არის, ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სხვა­დას­ხვა დროს ჩა­მო­ვიდ­ნენ - ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შო­რის პე­რი­ოდ­ში. გუ­შინ, რო­გორც კი მათ­თან გა­მოვ­ლინ­და და­ა­ვა­დე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის სა­ხით, მა­შინ­ვე მოგ­ვა­კი­თხეს. ნა­წი­ლის და­დას­ტუ­რე­ბა მოხ­და დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აღე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი­დან და ნა­წი­ლის - დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აღე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი­დან.

გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 16 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა და ამ 16 პა­ცი­ენ­ტი­დან 5 პა­ცი­ენ­ტთან მი­ვი­ღეთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც უკვე ჩვენს ცენ­ტრში არი­ან და მკურ­ნა­ლო­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 66-მდე გა­ი­ზარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
4

9 თუ გამოჯანმრთელდა, მაშინ 57 დარჩენილა და 66 რატომ წერთ?

ქართველი
0

გმადლობთ ექიმებო, გფარავდეთ უფალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია უახლესი ცნობებით

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია უახლესი ცნობებით

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს. მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 32 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსის მქონე 66 ადამიანია.

„ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათი მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელი არის ასაკი და თანარსებული დაავადებები.

“ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის გარკვეულწილად ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებებიც განსხვავებულია - ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან დამამძიმებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით. განსაკუთრებით მძიმე არის ორ პაციენტში პნევმონია, მესამესი არ არის სიტუაციასთან შედარებით მძიმე. გუშინდელთან შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშება. ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მძიმე პროგრესი არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ ამ სიტუაციაში კარგად დაგვიმთავრდეს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, როდესაც მათ სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.

“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ - ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.

გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ეზუგბაია: "ყველაზე მძიმედაა ასაკოვანი ქალბატონი - ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

"ჩვენთან, ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი..." - მეუფე საბა მსახურების შეზღუდვის მიზეზებზე