მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს
"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს

ონა­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნია “ევო­ლუ­შენ გე­ი­მინ­გი”, რო­მე­ლიც დღეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ხუ­რა, “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ და­კეტ­ვამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს გა­ვა­კე­თოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა:

დღეს დი­ლას, ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში თავი იგ­რძნო შე­უძ­ლოდ. ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში. გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვუ­კავ­შირ­დით სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, რო­მელ­მაც არ ჩათ­ვა­ლა, რომ ამ ადა­მი­ანს ჰქონ­და ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­და მისი ტეს­ტი­რე­ბა. მას უბ­რა­ლოდ მი­ე­ცა მი­თი­თე­ბა წა­სუ­ლი­ყო სახ­ლში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამ ადა­მი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა რომ თავს გრძნობ­და კარ­გად და არ ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პირი სახ­ლში გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ არ­სე­ბობს ამ ვირუ­სის შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვცა მი­თი­თე­ბა სტუ­დი­ის შემ­დგო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და სტუ­დი­ებ­ში სახ­ლშია და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ გვი­წევს შე­ვა­ჩე­როთ საქ­მი­ა­ნო­ბა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - თა­მა­შის წარმდგე­ნე­ბი­სა და ბან­ქოს მჩე­ხა­ვე­ბის შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. Evolution Georgia-ს სურს ხაზი გა­უს­ვას რომ მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. აქვე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ იმ პრო­აქ­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ ბოლო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­ა­ტა­რა, რათა თბი­ლი­სის ოფი­სი უსაფრ­თხოდ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა:

შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა: ყვე­ლა შე­მომ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა. მათ, ვი­საც უფიქ­სირ­დე­ბო­დათ სი­ცხე, არ და­იშ­ვე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბა­ში; აკ­რძა­ლუ­ლი იყო ყვე­ლა გარე ვი­ზი­ტი შე­ნო­ბა­ში; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ვინც არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბი­დან, შე­ე­ზღუ­და სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლა და ცვლებ­ში მუ­შა­ო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა:თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ნო­ბა­ში მკვეთ­რად შემ­ცირ­და; ყვე­ლას თა­ნამ­შრო­მელს, ვისი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კაც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მუ­შა­ობ­და დის­ტან­ცი­უ­რად; შე­ჩერ­და ყვე­ლა ტრე­ნინ­გი; შე­ჩერ­და გა­სა­უბ­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პი; გა­მო­ირ­თო ყვე­ლა ლიფ­ტი; შე­ჩერ­და ყვე­ლა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შაო ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში;

სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა; შე­ნო­ბა A და შე­ნო­ბა С გან­ცალ­კე­ვე­ბით ოპე­რი­რებს. გუნ­დე­ბი სრუ­ლი­ად გან­ცალ­კევ­დნენ და არა­ვის აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ად­გილ­დეს შე­ნო­ბებს შო­რის. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა სა­ერ­თო სივ­რცე­ში. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის გა­მო­ი­ყო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯგუ­ფი; სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი და­ი­ხუ­რა; გა­სარ­თო­ბი ზონა და­ი­ხუ­რა; შეხ­ვედ­რე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია ან გა­და­ტა­ნი­ლია ციფ­რულ არ­ხებ­ზე.

დე­ზინ­ფექ­ცია: სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის შე­ძე­ნა, ყვე­ლა ზე­და­პი­რის ყო­ველ­დღი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა: კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბის, თი­თის ანა­ბეჭ­დის სკა­ნე­რის, მა­გი­დე­ბის, სკა­მე­ბის, მო­ა­ჯი­რე­ბის, სარ­კე­ე­ბის, ლიფ­ტის და სხვა. და­მა­ტე­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ყო შე­ნო­ბის ყვე­ლა ზე­და­პი­რის მუდ­მი­ვი და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის; გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს მოხ­და შე­ნო­ბის სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია, რომ­ლის დრო­საც დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა ყვე­ლა მა­გი­და და სტუ­დია; მიმ­ღებ­ში გან­თავ­სდა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბი და ხე­ლის მინი სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი. შე­ნო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი ხე­ლის სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი და­მონ­ტაჟ­და; სა­ერ­თო სივ­რცე­ში ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნი­ღა­ბი; ხე­ლის საშ­რო­ბე­ბი გა­თი­შუ­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცე­ბი.

მოგ­ზა­უ­რო­ბა: ყვე­ლა მივ­ლი­ნე­ბა გა­უქ­მდა; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ბოლო დროს იმოგ­ზა­უ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში; ამოქ­მედ­და შიდა ცხე­ლი ხაზი მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე.

პრო­ცე­დუ­რე­ბი:დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბის პრო­ცე­დუ­რა შე­იც­ვა­ლა, რათა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო სამ­სა­ხურ­ში მა­ღა­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად/ საფრ­თხე­ში გრძნობ­და სამ­სა­ხურ­ში, ამო­ღე­ბულ იქნა სა­მუ­შაო გან­რი­გი­დან; მი­ნი­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის მო­თხოვ­ნა გა­უქ­მე­ბულ იქნა შემ­დგომ გან­კარ­გუ­ლე­ბამ­დე ; გავ­რცე­ლე­ბულ იქნა ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რათა მომ­ხდა­რი­ყო ყვე­ლას ინ­ფორ­მი­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის, გავ­რცელ­და პოს­ტე­რე­ბი ოფის­ში, სტა­ტი­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში და გან­ცხა­დე­ბე­ბი თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე”,- ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
evolution gaming-ს
0

ხო იცით არაა რაც...... რო დავწერო აღარ გამოაქვეყნებენ 

jiji
0

დახურინ უნდა საერთოდ,სამი დღე მუშაობდნენ სიცხიანი თანამშრომლები თურმე და ეს ყურად არ იღეს,ამიტომაც დასაჭერია ხელმძღვანელობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს

"გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება" - "ევოლუშენ გეიმინგი" განცხადებას ავრცელებს

ონალაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანია “ევოლუშენ გეიმინგი”, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დახურა, “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ის ღონისძიებებია დასახელებული, რომელიც კომპანიამ დაკეტვამდე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე განახორციელა.

“მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განმარტება:

დღეს დილას, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუშაობის პროცესში თავი იგრძნო შეუძლოდ. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში. გეგმის შესაბამისად, დავუკავშირდით სამედიცინო სამსახურს, რომელმაც არ ჩათვალა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები და შესაბამისად, არ მოხდა მისი ტესტირება. მას უბრალოდ მიეცა მითითება წასულიყო სახლში, თვითიზოლაციაში. გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანმა დაადასტურა რომ თავს გრძნობდა კარგად და არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თავად ეს ადამიანი და ყველა მასთან შემხებლობაში მყოფი პირი სახლში გაგზავნის შემდეგ, არიან თვითიზოლაციაში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ვირუსის შემთხვევის დადასტურება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვცა მითითება სტუდიის შემდგომი საქმიანობის შეჩერების თაობაზე. ყველა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა სტუდიებში სახლშია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვიწევს შევაჩეროთ საქმიანობა, ჩვენი თანამშრომლების - თამაშის წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავების შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულია ანაზღაურების გარეშე. Evolution Georgia-ს სურს ხაზი გაუსვას რომ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. აქვე შეგიძლიათ იხილოთ იმ პროაქტიული ქმედებების სია, რომელიც კომპანიამ ბოლო კვირების მანძილზე გაატარა, რათა თბილისის ოფისი უსაფრთხოდ შეენარჩუნებინა:

შენობაში შესვლა: ყველა შემომსვლელი ადამიანისთვის ტემპერატურის გაზომვა. მათ, ვისაც უფიქსირდებოდათ სიცხე, არ დაიშვებოდნენ შენობაში; აკრძალული იყო ყველა გარე ვიზიტი შენობაში; ყველა თანამშრომელს, ვინც არის საქართველოს საკარანტინო ზონებიდან, შეეზღუდა სამსახურში მოსვლა და ცვლებში მუშაობა დაუყოვნებლივ. ადამიანების რაოდენობის შემცირება:თანამშრომლების რაოდენობა შენობაში მკვეთრად შემცირდა; ყველას თანამშრომელს, ვისი სამუშაოს სპეციფიკაც ამას ითვალისწინებდა, მუშაობდა დისტანციურად; შეჩერდა ყველა ტრენინგი; შეჩერდა გასაუბრების ყველა ეტაპი; გამოირთო ყველა ლიფტი; შეჩერდა ყველა სამშენებლო სამუშაო ძირითად შენობაში;

სოციალური დისტანცირება; შენობა A და შენობა С განცალკევებით ოპერირებს. გუნდები სრულიად განცალკევდნენ და არავის აქვს შესაძლებლობა გადაადგილდეს შენობებს შორის. სოციალური დისტანცირება სავალდებულო გახდა ყველა საერთო სივრცეში. სოციალური დისტანცირების მონიტორინგისთვის გამოიყო თანამშრომლების ჯგუფი; სატრენაჟორო დარბაზი დაიხურა; გასართობი ზონა დაიხურა; შეხვედრები გაუქმებულია ან გადატანილია ციფრულ არხებზე.

დეზინფექცია: სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების შეძენა, ყველა ზედაპირის ყოველდღიური დამუშავება, როგორიცაა: კარის სახელურების, თითის ანაბეჭდის სკანერის, მაგიდების, სკამების, მოაჯირების, სარკეების, ლიფტის და სხვა. დამატებითი თანამშრომლები გამოიყო შენობის ყველა ზედაპირის მუდმივი დასუფთავებისთვის; გასული კვირის ბოლოს მოხდა შენობის სრული დეზინფექცია, რომლის დროსაც დროებით დაიხურა ყველა მაგიდა და სტუდია; მიმღებში განთავსდა ანტიბაქტერიული ხელსახოცები და ხელის მინი სანიტაიზერები. შენობაში დამატებითი ხელის სანიტაიზერები დამონტაჟდა; საერთო სივრცეში ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ნიღაბი; ხელის საშრობები გათიშულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცები.

მოგზაურობა: ყველა მივლინება გაუქმდა; ყველა თანამშრომელი, რომელმაც ბოლო დროს იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში; ამოქმედდა შიდა ცხელი ხაზი მოგზაურობასთან და თვითიზოლაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროცედურები:დროებითი შრომისუუნარობის პროცედურა შეიცვალა, რათა შემცირებულიყო სამსახურში მაღალი სხეულის ტემპერატურის მქონე თანამშრომლების დაბრუნება ბიულეტენიდან; ყველა თანამშრომელი, ვინც თავს არაკომფორტულად/ საფრთხეში გრძნობდა სამსახურში, ამოღებულ იქნა სამუშაო განრიგიდან; მინიმალური სამუშაო საათების მოთხოვნა გაუქმებულ იქნა შემდგომ განკარგულებამდე ; გავრცელებულ იქნა ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი უფლებამოსილი ორგანოების რეკომენდაციების შესახებ, რათა მომხდარიყო ყველას ინფორმირება პრევენციულ ღონისძიებებზე, მათ შორის, გავრცელდა პოსტერები ოფისში, სტატიები ინტერნეტში და განცხადებები თანამშრომელთათვის განკუთვნილ ფეისბუქის გვერდზე”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში