ავტორი:

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა. ის სამშობლოში სპეციალური რეისით გაემგზავრა.

ინფიცირებული პირი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური ავტომობილით მიიყვანეს.

ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის გაყვანა საქართველოდან თავად მოითხოვა.

ავტრიელი პილოტი, ბათუმში სასტუმრო "ჰილტონში" თვითიზოლაციაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, როგორც ცნობილია მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

აჭარაში საკარანტინო ზონაში 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი კი კლინიკაშია მოთავსებული.

"ის 1-ლი პაციენტი იყო, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულს მკურნალობს

თბილისში გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებს დეზინფექცია ჩაუტარდა - ნახეთ ფოტოები

ეზუგბაია: "ყველაზე მძიმედაა ასაკოვანი ქალბატონი - ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება"