ავტორი:

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იკლებს. ცოტა ხნის წინ განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 602 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე მონაცემებით, შემცირებულია დაინფიცირების რაოდენობაც. ახალი დაინფიცირებულების რაოდენობა 4790 ადამიანია.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6078 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408 ადამიანით გაიზარდა და 7432 შეადგინა.

ამ დროისთვის, მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში 63 928 ადამიანია.

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?