ავტორი:

ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება

ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება

ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონების საველე საავადმყოფოებად გადაკეთება იგეგმება. საველე საავადმყოფოს მოწყობა განიხილება მარაკანას სტადიონზეც. ინფორმაციას ამის შესახებ რიო დე ჟანეიროს ჯანდაცვის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

რაც შეეხება სან პაულოს, რომელიც ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქია, ხელისუფლების თქმით, პაკაემბუს მუნიციპალურ სტადიონზე 200 საწოლის განთავსება იგეგმება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბრაზილიაში კორონავირუსის 1546 შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყანაში ეპიდემიის პიკს აპრილი-ივნისის თვეებში ვარაუდობენ.

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

მერკელის პანიკური რეაქცია, როდესაც აღმოაჩინა, რომ პირბადე არ ეკეთა - კურიოზი ბუნდესტაგში და კადრები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"