სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები
როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

დარ­ჩით სახ­ლში და მკაც­რად და­ი­ცა­ვით ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი მი­თი­თე­ბა, რა­საც ექი­მე­ბი იძ­ლე­ვი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­ნი­ფი­ცი­რე­ბის­გან. არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მშობ­ლებს შვი­ლებ­ზე გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ჩვე­ნი კი­თხვე­ბით ცნო­ბილ პე­დი­ატრს ბესო ზე­ნა­იშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- ჯერ ზო­გა­დად კო­რო­ნა­ვირუს­ზე გვე­სა­უბ­რეთ.

- ახა­ლი კო­რა­ნა­ვირუ­სი არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი. იგი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ნი­დო­ვირუ­სე­ბის ოჯახს.რნმ შემ­ცვე­ლი ვირუ­სია. სა­ხე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ამ ვირუსს და­ერ­ქვა ზე­და­პირ­ზე გვირ­ვი­ნის­მაგ­ვა­რი წა­ნა­ზარ­დე­ბის გამო. ვირუ­სი აინ­ფი­ცი­რებს რო­გორც ადა­მი­ა­ნებს ისე ცხო­ვე­ლებს და იწ­ვევს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ა­ვა­დე­ბებს.ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბა პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და ჩი­ნეთ­ში ქა­ლაქ უხან­ში და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­და "კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბა 2019" ანუ ვირუ­სი COVID-19. ახა­ლი ვირუ­სია და ის უკავ­შირ­დე­ბა ვირუ­სე­ბის იმა­ვე ჯგუფს, რო­მელ­საც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა "მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი" (SARS) და გა­ცი­ე­ბის ზო­გი­ერ­თი ფორ­მა. კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი მერ­ყე­ობს 2-14 დღე, ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის რეს­პი­რა­ცი­ულ წვე­თებ­თან (რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ხვე­ლის ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს) უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის გზით და ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბით. ვირუ­სი COVID-19 ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ათს ძლებს, მაგ­რამ კვდე­ბა მარ­ტი­ვი დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბი­სას.

- თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფე­ქი­ით ბავ­შვე­ბი არ ავად­დე­ობ­დნენ, შემ­დეგ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ავად­დე­ბი­ან. თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, 4 შემ­თხვე­ვა სწო­რედ ბავ­შვს და­უ­ფიქ­სურ­და. რო­გორ მიმ­დი­ნა­რო­ებს ბავ­შვებ­ში ეს ინ­ფექ­ცია და რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა ბავ­შვებ­ში ამ ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­სა?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ანუ COVID-19 იშ­ვი­ა­თად გხვდე­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში, თუმ­ცა მთელს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 შემ­თხვე­ვა,რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს ან ასიმპტო­მუ­რად. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე ამის შე­სა­ხემ მე­დი­ცი­ნა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სია. არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ იმუ­ნი­ზი­რე­ბულ ბავ­შვებ­ში კერ­ძოდ წი­თე­ლა-წი­თუ­რას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იწ­ვევს ჯვა­რე­დინ დამ­ცვე­ლო­ბით იმუ­ნი­ტეტს.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე ბავ­შვებ­ში, რა სიმპტო­მე­ბით იჩენს თავს? გან­სა­კუთ­ღე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ მშობ­ლებ­მა?

- ეს ახა­ლი ვირუ­სია და ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ის ბავ­შვებ­ზე ან ორ­სუ­ლებ­ზე. ვი­ცით, რომ ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, COVID-19 ვირუ­სით ბავ­შვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.COVID-19 ბავ­შვთა ასაკ­ში მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს.თუმ­ცა მათ შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. სიმპტო­მებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი, უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ატი­პუ­რი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი.

- რო­გორ მო­ვაძ­ლი­ე­როთ მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა?

- იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის, ასე ვთქვათ, გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს. ძი­რი­თა­დად იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ასა­მაღ­ლებ­ლად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია სწო­რი ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი, ადექ­ვა­ტუ­რი კვე­ბა, სუფ­თა ჰა­ე­რი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ზო­გა­დად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და მშვი­დი რე­გუ­ლა­რუ­ლი ძი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი რით­მი.

- აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა რას ვჭამთ, რისი მი­ღე­ბაა ბავ­შვე­ბის­თვის პრვენ­ცი­ის­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი?

- ზო­გა­დად კვე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ააქვს ბავშთა ასაკ­ში. კვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.ად­რე­ულ ასაკ­ში არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა იწ­ვევს ისეთ დარ­ღვე­ვებს, რომ­ლე­ბიც აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე,არა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის,არა­მედ მო­ზარ­დო­ბი­სა და მოზ­რდი­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც,კერ­ძოდ ფერ­ხდე­ბა ზრდის პრო­ცე­სი, გო­ნებ­რი­ვი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. იზ­რდე­ბა მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა.სწო­რი ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვე­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

დარჩით სახლში და მკაცრად დაიცავით ჰიგიენური ნორმები - ეს არის მთავარი მითითება, რასაც ექიმები იძლევიან კორონავირუსისგან დანიფიცირებისგან. არსებულ სიტუაციაში ყველაზე მეტი ყურადღება მშობლებს შვილებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი კითხვებით ცნობილ პედიატრს ბესო ზენაიშვილს მივმართეთ.

- ჯერ ზოგადად კორონავირუსზე გვესაუბრეთ.

- ახალი კორანავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. იგი მიეკუთვნება ნიდოვირუსების ოჯახს.რნმ შემცველი ვირუსია. სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირზე გვირვინისმაგვარი წანაზარდების გამო. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი სისტემის დააავადებებს.ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში ქალაქ უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა "კორონავირუსით დაავადება 2019" ანუ ვირუსი COVID-19. ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-14 დღე, ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

- თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსული ინფექიით ბავშვები არ ავადდეობდნენ, შემდეგში გამოიკვეთა, რომ ავადდებიან. თუნდაც საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, 4 შემთხვევა სწორედ ბავშვს დაუფიქსურდა. როგორ მიმდინაროებს ბავშვებში ეს ინფექცია და როგორია სტატისტიკა ბავშვებში ამ ვირუსის გამოვლენისა?

- საბედნიეროდ, ახალი კორონავირუსული დაავადება ანუ COVID-19 იშვიათად გხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა მთელს მსოფლიოში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოში 4 შემთხვევა,რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ან ასიმპტომურად. ძნელი სათქმელია თუ რატომ ხდება ასე ამის შესახემ მედიცინაში მტკიცებულებები არასაკმარისია. არსებობს თეორიული ვარაუდი, რომ იმუნიზირებულ ბავშვებში კერძოდ წითელა-წითურას ანტისხეულები იწვევს ჯვარედინ დამცველობით იმუნიტეტს.

- როგორია ამ დაავადების სიმძიმე ბავშვებში, რა სიმპტომებით იჩენს თავს? განსაკუთღებული ყურადღება რას უნდა მივაქციოთ მშობლებმა?

- ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.COVID-19 ბავშვთა ასაკში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.თუმცა მათ შეიძლება შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის პრობლემები, უფრო მძიმე შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპური პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

- როგორ მოვაძლიეროთ მათი იმუნური სისტემა?

- იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი მედიკამენტოზური საშუალებები მედიცინაში არ არსებობს. ძირითადად იმუნური სისტემის ასამაღლებლად რეკომენდირებულია სწორი ბალანსირებული, ადექვატური კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშვიდი რეგულარული ძილის ბიოლოგიური რითმი.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა რას ვჭამთ, რისი მიღებაა ბავშვებისთვის პრვენციისთვის რეკომენდირებული?

- ზოგადად კვებას დიდი მნიშვნელობა ააქვს ბავშთა ასაკში. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.ადრეულ ასაკში არარაციონალური კვება იწვევს ისეთ დარღვევებს, რომლებიც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე,არა მხოლოდ ბავშვობის,არამედ მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდშიც,კერძოდ ფერხდება ზრდის პროცესი, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული განვითარება. იზრდება მოზრდილობის ასაკში ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობა.სწორი ბალანსირებული, რაციონალური კვება, ასაკის შესაბამისი საკვები ინგრედიენტების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. წაიკითხეთ სრულად

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

"მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი" - აკაკი ზოიძე