ავტორი:

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

თვითიზოლაციაში ყოფნა ბევრისთვის რთული და მოსაწყენია, მაგრამ ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა და შესაძლებელია „სახლური დღეები“ ისეთი საქმისთვის გამოვიყენოთ, რომელთათვისაც ადრე დრო არ გვქონდა.

თუკი ახლა წიგნების კითხვა გაიფიქრეთ, ამ სტატიის კითხვა ნამდვილად უნდა გააგრძელოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბევრი ობიექტი, მათ შორის წიგნის მაღაზიებიც დაიკეტა და ონლაინმუშაობაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სასურველი წიგნი შეუკვეთოთ ან ელექტრონულად წაიკითხოთ, მაგრამ თუკი ერთი დღით დაცდაც არ გსურთ და არც თვალების გადაღლის პერსპექტივა გხიბლავთ, მაშინ უბრალოდ მოუსმინეთ მათ. ამის საშუალებას აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge გაძლევთ, სადაც გამოცდილი მსახიობების მიერ გახმოვანებულ 200-მდე წიგნს ნახავთ.

გთავაზობთ 5 აუდიოწიგნს, რომელთა მოსმენაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად მრავალფეროვანს, თვითიზოლაციას კი უფრო ასატანსა და სასიამოვნოს გახდის:

1. ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“

თუკი ამ წიგნის გაცნობა ბევრჯერ გადაგიდევთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახშიდაიბადა. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად.თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.

შაფაქის რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

2. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“

ეს წიგნი ზუზაკის რომანებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.

რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა.

3. ჯ. რ. რ. ტოლკინი - „ბერენი და ლუთიენი“

ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება. ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის. ბედის გადაწერა კი მხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი.

და აი, დავალებაც ლუთიენის მამისგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი... როგორც ყოველთვის, ჯ.რ.რ. ტოლკინი ამ წიგნშიც შეუდარებლად ხსნის კვანძს. კვანძის გახსნას კი ბერენისა და ლუთიენის თავგანწირვა და გმირობა მოსდევს. მათ სამყაროს უბოროტეს ქმნილებას - მელკორს, მორგოთს, შავ მტერს - სილმარილი უნდა მოჰპარონ...

4. თეა ინასარიძე - „გათხოვილის დღიური“

წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ. თუ როგორ ტრანსფორმირდა მხიარული და თავგადასავლების მოყვარული გოგონას ცხოვრება - დაქორწინების შემდეგ. გმირი ვერ ეგუება რუტინას და უმოქმედობას. აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა გარშემომყოფებისთვის აქტუალობას კარგავს და თუ არ „გაცურავს“, ჭაობში ჩაიძირება. ამიტომ, გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება და დააბრუნოს ის ექსცენტრიული გოგო, რომელიც ერთ დროს მასში ცხოვრობდა.

5. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“

პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის სულისშემძვრელი რომანი.ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა. ფილოსოფიაც თავისებური აქვს – ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის.

საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე – თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? „როგორ ვიცხოვროთ – ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა – შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ.“

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი