სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია
ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ იმ რე­ი­სებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლი­თაც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა.

მისი თქმით, დღეს ერთი რე­ი­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბერ­ლი­ნი­დან, ხოლო ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან ბერ­ძნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ავი­ა­რე­ი­სის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­მოფ­რინ­დე­ბი­ან.

"კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გე­ბა ორი რე­ი­სი. დღეს უკვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სი-ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სის რე­ი­სი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნებს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ამ პე­რი­ო­დის­თვის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ბერ­ლინ­ში და ასე­ვე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, სა­ელ­ჩო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და მათი თავ­მოყ­რა ბერ­ლინ­ში და ბერ­ლი­ნი­დან მოხ­დე­ბა მათი დაბ­რუ­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში.

ასე­ვე ხვალ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბერ­ძნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია „ეგე­ო­სის“ ავი­ა­ხა­ზე­ბის მიერ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სი, რომ­ლი­თაც ისი­ნი ჩა­მო­იყ­ვა­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ბერ­ძნე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნენ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დეგ კვი­რას, 26 მარტს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბ­ლი­სი-ვენა-თბი­ლი­სის რე­ი­სი, ხოლო 31 მარტს თბი­ლი­სი-ამ­სტერდმი-თბი­ლი­სის რე­ი­სი. კი­დევ ერთი კვი­რის შემ­დეგ, 3 აპ­რილს - თბი­ლი­სი- ვარ­შა­ვა-თბი­ლი­სი, 7 აპ­რილს - თბი­ლი­სი-ათე­ნი-თბი­ლი­სი, ხოლო 10 აპ­რილს - თბი­ლი­სი-ლარ­ნა­კა-თბი­ლი­სი. ეს არის უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­რი­გი, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ­სე­ბობს, რომ ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­იყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რა თქმა უნდა, ვმუ­შა­ობთ შემ­დე­გი რე­ი­სე­ბის და­გეგ­მვა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
6

ბუდაპეშტი?

ციცა
6

რას ელოდებოდენ აქამდე? რამდენჯერ შეეძლოთ სახლში დაბრუნება. სახელმწიფოს ახალი თავის ტკივილი გაუჩინეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ იმ რეისებზე ისაუბრა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა იგეგმება.

მისი თქმით, დღეს ერთი რეისი განხორციელდება ბერლინიდან, ხოლო ხვალ საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან ბერძნული ავიაკომპანიის ავიარეისის მეშვეობით ჩამოფრინდებიან.

"კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში.

ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.

რაც შეეხება შემდეგ კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბლისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს - თბილისი- ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს, რომ ეტაპობრივად გამოიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

LIVE: "360 გრადუსი" - ცხოვრება ჩაკეტილ ქალაქში

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს