მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორწმუნეების ნაწილი ფიქრობს, რომ თავგანწირვისათვის მზად არიან, მაგრამ არ აქვს უფლება საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი" - მამა გურამ ჭარელაშვილი
"მორწმუნეების ნაწილი ფიქრობს, რომ თავგანწირვისათვის მზად არიან, მაგრამ არ აქვს უფლება საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი" - მამა გურამ ჭარელაშვილი

მამა გუ­რამ ჭა­რე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მრევლს სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, მორ­წმუ­ნე­ე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ თავ­გან­წირ­ვი­სათ­ვის მზად არი­ან, მაგ­რამ "მათ არ აქვს უფ­ლე­ბა საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნონ მოყ­ვა­სი"

ვფიქ­რობ აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ დიდი მი­სია გვექ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი...!რა თქმა უნდა, ეს მი­სია ერ­გე­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ მას სჭირ­დე­ბა არა გულ­ზე მჯი­ღის ცემა, არა­მედ დამ­შვი­დე­ბა, და­ფიქ­რე­ბა და მოც­და. გა­იხ­სე­ნე, ვინ ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ მი­ა­ტო­ვებ­და და უარ­ყო... ფრთხი­ლად!გა­იხ­სე­ნე, ვინ იყო, ვინც თით­ქოს სა­ერ­თოდ არ იდგა უფ­ლის გვერ­დით და ფა­რუ­ლი მო­წა­ფე აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან „წამს“,სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს ელო­დე­ბო­და და უფლთან სწო­რედ მა­შინ აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ის ყვე­ლამ მი­ა­ტო­ვა... ამი­ტომ ნუ ჩქა­რობ, ილო­ცე, იფიქ­რე, ელო­დე და ის თა­ვად გიჩ­ვე­ნებს, სად, რო­დის და რო­გორ სჭირ­დე­ბი ღმერ­თსა და მოყ­ვასს! (სა­კე­თე­ბე­ლი ბევ­რი იქ­ნე­ბა...)

ვფიქ­რობ, ამ რთულ რე­ა­ლო­ბა­ში არ არის კა­მა­თი­სა და საქ­მის გარ­ჩე­ვის დრო!ვფიქ­რობ, მორ­წმუ­ნე­ე­ბის ის ნა­წი­ლიც გულ­წრფე­ლია, ვი­საც სწამს და სჯე­რა, რომ არც ერთი ნა­ბი­ჯი არ უნდა გა­დად­გას უკან და მი­აჩ­ნია, რომ სწო­რედ ამით რჩე­ბა უფ­ლის ერ­თგუ­ლი. მე­ო­რე­ნი კი ფიქ­რო­ბენ, რომ თვი­თონ მზად არი­ან თავ­გან­წირ­ვი­სათ­ვის, მაგ­რამ მათ მა­ინც არ აქვს უფ­ლე­ბა, სხვის ნაც­ვლად გა­და­წყვი­ტონ ეს გმი­რო­ბის აქტი და საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნონ მოყ­ვა­სი.

მჯე­რა და მწამს, რომ ორი­ვე პო­ზი­ცია ღვთი­სა და მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ჭკუ­ის და­რი­გე­ბის დრო არ არის, სა­ჭი­როა სწა­ფი მოქ­მე­დე­ბა! პროგ­ნო­ზებს არ გა­ვა­კე­თებ, რად­გან ვფიქ­რობ (ღმერ­თმა ქნას, შევ­ცდე) სულ მალე რე­ა­ლო­ბა თა­ვად გვიჩ­ვე­ნებს, დაგ­ვა­ფიქ­რებს და შეგ­ვაშ­ფო­თებს... ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად გა­სა­კე­თე­ბე­ლია არ ავჩ­ქარ­დეთ (გან­ცხა­დე­ბე­ბით, მო­წო­დე­ბე­ბით), გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს რად­გან საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს - დარ­ჩით სახ­ლში! (არ ვგუ­ლის­ხმობ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს რო­მელ­თაც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­წევს მსა­ხუ­რე­ბა სუ­ლი­ე­რი თუ ხორ­ცი­ე­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის)

უწ­მინ­დე­სის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­შიც გარ­კვე­ვით იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ რთუ­ლი გზა გვე­ლის და ერ­თმა­ნე­თი არ უნდა მი­ვა­ტო­ვოთ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მი­სია არა გულ­ზე მჯი­ღის ცემა, შფოთვი­თა და ოხვრით თვით­მკვლე­ლო­ბაა, არა­მედ სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის (რაც, ვფიქ­რობ, გარ­და­უ­ვა­ლია) პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩნდეთ სწო­რედ იქ, სა­დაც უფ­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მი­სია მიგ­ვა­ნიშ­ნებს, იქ, სა­დაც ღვთი­სა და მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბის შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე სა­რის­კო ზო­ნე­ბია! ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ვენ­დოთ უწ­მინ­დე­სის სი­ტყვებს - ვი­ლო­ცოთ, ვი­ფიქ­როთ, და­ვე­ლო­დოთ ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის დროს ღვთი­სა და მოყ­ვა­სის თავ­გან­წირ­ვით მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და უფა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვიხ­მობს! (ანუ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, რე­სურ­სი რო­მე­ლიც ჩვენ­ში ძა­ლი­ან დი­დია სწო­რად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი)

წირ­ვა, ლოც­ვა, მარ­ხვა და ზი­ა­რე­ბა სწო­რედ იმის­თვი­საა, რომ მოგ­ვამ­ზა­დოს ამ მსა­ხუ­რე­ბის­თვის და არა პი­რი­ქით, რომ არ ვი­ფიქ­როთ მოყ­ვა­სის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, არ გა­ვუფრ­თხილ­დეთ მის სი­ცო­ცხლეს, არ ვიზ­რუ­ნო მას­ზე­და მხო­ლოდ ზი­ა­რე­ბა იყოს ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი; ჩვენ ხომ იმი­ტომ დავ­დი­ვართ ტა­ძარ­ში, იმი­ტომ ვე­ზი­ა­რე­ბით ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს, რომ ჩვე­ნი მა­ცხო­ვა­რი­ვით თავი დავ­დოთ მოყ­ვა­სი­სათ­ვის. ამი­ტომ, ვი­ლო­ცოთ და­ვე­ლო­დოთ და მო­ვემ­ზა­დოთ - მოყ­ვა­სი­სათ­ვის თა­ვის და­დე­ბის ჟამი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ყვე­ლას გვერ­გე­ბა და­ვა­ლე­ბა, ყვე­ლას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი მი­სია, მაგ­რამ ხმა­უ­რით, გულ­ზე მჯი­ღის ცე­მით, ცრუ და­პი­რე­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა მთა­ვა­რი გა­მოგ­ვრჩეს, გა­მოგ­ვე­პა­როს, დავ­რჩეთ ტრა­ბა­ხის ამა­რა და ავ­ტირ­დეთ, ვი­თარ­ცა თავი მო­ცი­ქულ­თა პეტ­რე...

აშ­კა­რაა, რომ მოყ­ვა­სი­სათ­ვის თავ­და­დე­ბის დრო დგე­ბა და პირ­ვე­ლად მივ­ხვდი (შე­საძ­ლოა, ვცდე­ბი), რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გაბრ­წყინ­დეს (ამ სირ­ტყვის ძა­ლი­ან უბ­რა­ლო გა­გე­ბით) სა­ქარ­თვე­ლო...დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ აღ­მოვ­ჩნდე­ბით მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით ღვთი­სა და მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბის­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად პარ­ტი­ი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა!

სულ ვფიქ­რობ­დი, რას შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ირ­გვლისვ გა­მე­ფე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლა­რი­ზე­ბა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და სწო­რედ ახლა დად­გა ეს დრო. ეს არის უდი­დე­სი მი­სია, გა­ვერ­თი­ან­დეთ ღვთი­სა და მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბის­თვის! (ვი­ლო­ცოთ, მო­ვემ­ზა­დოთ, და­ვე­ლო­დოთ)

ნუ გა­კი­თხავ სა­კუ­თარ თავს და ნურც მოყ­ვასს, რომ მცი­რედ შე­შინ­დი, და­ი­ბე­ნი ან სახ­ლში ჩა­ი­კე­ტე. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, და სა­ჭი­როც, ეს ზრუნ­ვაა მოყ­ვას­ზე და სა­კუ­თარ თავ­ზე. მო­ცი­ქუ­ლე­ბიც ჩვენ­სა­ვით იყ­ვნენ მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის შემ­დეგ. მთა­ვა­რია იფიქ­რო, ელო­დო, მო­ემ­ზა­დო და ის დახ­შულ კარ­შიც შე­მო­ვა, მო­გი­წო­დებს და შენს მი­სი­ას აღ­გას­რუ­ლე­ბი­ნებს!„და ვი­თარ­ცა შემ­წუხრდა დღე იგი ერ­თშა­ბა­თი­საჲ მის, და კარ­ნი იგი დაჴშულ იყ­ვნეს, სადა-იგი იყ­ვნეს მო­წა­ფე­ნი შეკ­რე­ბულ ში­ში­სათჳს ჰუ­რი­ა­თაჲსა, მო­ვი­და იესუ და დად­გა შო­რის მათ­სა და ჰრ­ქუა მათ: მშჳდობაჲ თქუ­ენ თანა!“(იო­ა­ნე 20.19) - ეს არის უდი­დე­სი მი­სია, გა­ვერ­თი­ან­დეთ ღვთი­სა და მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბის­თვის!

ეს არის ჩემი რო­გორც ადა­მი­ა­ნის, მღვდლის და მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დი აზრი, რო­მე­ლიც არ შე­მეძ­ლო არ და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა.

ესაც გა­ივ­ლის! მთა­ვა­რი არა ისაა ჯვარ­თან დგე­ხარ თუ არა ჯვარ­ცმის დროს, არა­მედ ჯვარ­ცმის მერე ჯვარ­ცმუ­ლის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე რომ აღარ შე­გიძ­ლია!

გა­უფრ­თხილ­დით თავს! დარ­ჩით სახ­ლში! ჩვენ ვიდ­გე­ბით ტა­ძარ­ში და ვიდ­გე­ბით თქვენს და მათ მა­გივ­რა­დაც ვინც სახ­ლი­დან ლო­ცუ­ლობს ჩვენ­თვის!" - წერს მამა გუ­რამ ჭა­რე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ამინ!!!

mzia
1

dapikrdit xalxo vis chirdeba uazro tavgancirva,kvekanas icavt tkveni upasuximgeblobit tu azaralebt upro/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მორწმუნეების ნაწილი ფიქრობს, რომ თავგანწირვისათვის მზად არიან, მაგრამ არ აქვს უფლება საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი" - მამა გურამ ჭარელაშვილი

"მორწმუნეების ნაწილი ფიქრობს, რომ თავგანწირვისათვის მზად არიან, მაგრამ არ აქვს უფლება საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი" - მამა გურამ ჭარელაშვილი

მამა გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მორწმუნეების ნაწილი ფიქრობს, რომ თავგანწირვისათვის მზად არიან, მაგრამ "მათ არ აქვს უფლება საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი"

ვფიქრობ აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი...!რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყველას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო... ფრთხილად!გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“,საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფლთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა... ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...)

ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო!ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი.

მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს... ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის)

უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული)

წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზედა მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე...

აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო...დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა!

სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლისვ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ)

ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!„და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“(იოანე 20.19) - ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის!

ეს არის ჩემი როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შემეძლო არ დამეფიქსირებინა.

ესაც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგეხარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია!

გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!" - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა