ავტორი:

"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"

"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით მანქანით მაინც გადაადგილდება.

სუბარის თქმით, ყოველი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან მოწმდება და ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამასთან, სუბარი არ გამორიცხავს, რომ დაფიქსირდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საზღვრის ფეხით გადაკვეთის ერთეული შემთხვევები.

"სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყოველ ასეთ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოდის, ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან და ამ დრომდე ყველა ასეთ ინფორმაციაზე პასუხი იყო: დიახ, ვიცით ეს გზა გადაკეტილია.

უბრალოდ ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა. სინამდვილეში, ისინი იძულებული არიან გაჩერდნენ ამ მუნიციპალიტეტების საზღვარზე და გამობრუდნენ უკან.

ძალიან ხშირად, ეს ინფორმაცია შეშფოთებული მოქალაქეების მხრიდან არის ხოლმე მოწოდებული, რომლებმაც დაინახეს, რომ ვიღაცამ რაიონიდან გასვლა დააპირა, თუმცა მათ აღარ იციან, რომ იმ პირმა გასვლა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ორი - სამი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით. ვიღაცა შეიძლება ფეხით გადავიდეს, თუმცა ავტომობილებით გავლა არის შეუძლებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება განგაშის ატეხვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა გლობალურ საფრთხესთან გვიხდება დღეს ბრძოლა," - განაცხადა სუბარმა.

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები