მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"
არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"

22 მარტს, მთავ­რო­ბამ ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი და­ა­წე­სა მას შემ­დეგ, რაც მარ­ნე­ულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში იზღუ­დე­ბა შეს­ვლა-გა­მოს­ვლა, იხუ­რე­ბა ყვე­ლა ობი­ექ­ტი მე­დი­კა­მენ­დე­ბის, საკ­ვე­ბის და კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის გარ­და, იზღუ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შიგ­ნით იზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, როცა მცხოვ­რებ­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ე­ბით, რომ მარ­ნე­უ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბით თბი­ლი­სის და არამ­ხო­ლოდ თბი­ლი­სის დიდი ნა­წი­ლი მა­რაგ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში გაჩ­ნდა შიში, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ამ პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბა.

AMBEBI.GE სპე­ცი­ა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­და იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა სა­ში­ში მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში მოყ­ვა­ნი­ლი ხილ-ბოსტნე­უ­ლი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ იგი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როდ იქ­ცეს.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გვი­თხრეს, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მარ­ნე­ულ­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მი­უ­ღი­ათ. უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღა­ვა­ნელ­მა თეა შვე­ლი­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს იმ ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რაც სა­ა­გენ­ტომ გას­ცა.

"ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოხ­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა და გა­მო­ტა­ნა ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. სურ­სათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ­ერ­თხელ გა­ვე­ცით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცენ აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას. ამი­ტომ ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­ცუ­ლი იყოს ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სურ­სა­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ყიდ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ყვე­ლა აგ­რა­რულ ბა­ზარს აქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ ხში­რად მოხ­დეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცია, ასე­ვე ხში­რად უნდა მოხ­დეს პერ­სო­ნა­ლის პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის კონ­ტრო­ლი - ხელ­თათ­მა­ნე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი, თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ნუ შე­ე­ხე­ბი­ან ზედ­მე­ტად პრო­დუქ­ტებს ყიდ­ვი­სას, გა­მო­ი­ყე­ნონ ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სახ­ლში მი­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და­ა­მუ­შა­ონ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად. ეს არის ის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ჩვენ გა­ვე­ცით აქამ­დე“ - ამ­ბობს თეა შვე­ლი­ძე.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ასე­თია:

  • გა­ზარ­დეთ რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ის სიხ­ში­რე;
  • შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია;
  • სველ წერ­ტი­ლებ­თან გა­ნა­თავ­სეთ ხე­ლის და­ბა­ნის ინ­სტრუქ­ცია;
  • გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ერთჯე­რა­დი პარ­კე­ბის, ხელ­სა­ხო­ცე­ბის, პირ­ბა­დე­ე­ბის, ხელ­თათ­მა­ნე­ბის ჩა­საყ­რე­ლად გა­ნა­თავ­სეთ ნაგ­ვის ურ­ნე­ბი, მე­ქა­ნი­კუ­რი (ფე­ხით) ასახ­დე­ლი თავ­სა­ხუ­რე­ბით;
  • ნაგ­ვის ურ­ნე­ბის შიგ­თავ­სი მო­ა­თავ­სეთ პლას­ტი­კის პარ­კებ­ში და თავი მჭიდ­როდ მო­უ­კა­რით, შემ­დეგ მე­ო­რე პარკში, რო­მელ­საც თავს ასე­ვე მჭიდ­როდ მო­უკ­რავთ;
  • ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და­ცა­ლეთ სა­თა­ნა­დო სიხ­ში­რი­თა და პი­რო­ბე­ბის დაც­ვით;

აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი დი­ა­ნა ძი­ძი­გუ­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მარ­ნე­უ­ლი­დან შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მხრივ, ზედ­მე­ტი ში­შე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს:

"ახლა პა­ნი­კა არის ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა ამ მხრივ არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს ყველ­გან. მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში, ლიფ­ტში და ა.შ. თუ ის არ და­ი­ცავს შე­სა­ბა­მის ზო­მებს.

მა­გი­და, სკა­მი, კარ­ტო­ფი­ლი თუ სტა­ფი­ლო, თუ მათ­ზე მოხ­ვედ­რი­ლია შხე­ფი წვე­თო­ვა­ნი გზით, შე­საძ­ლოა იყოს საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი. თუმ­ცა, ამ პრო­დუქ­ტის შიგ­ნით ხომ ვერ შევა ეს ვირუ­სი? ამი­ტომ ვი­ყი­დოთ თა­მა­მად პრო­დუქ­ტე­ბი და გავ­რე­ცხოთ ცხელ წყალ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ. თუ ვინ­მეს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი შიში აქვს, გა­რან­ტი­ის­თვის, გა­რე­ცხოს საპ­ნი­თაც, მაგ­რამ 70-% იანი სა­რე­ცხი საპ­ნით. თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი ქი­რურ­გე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ბა­ნი­სას, სწო­რედ სა­რე­ცხ სა­პონს სთა­ვა­ზო­ბენ პა­ცი­ენ­ტებს და არა სხვა სურ­ნე­ლო­ვან და ფე­რად საპ­ნებს.

ამი­ტომ პა­ნი­კას ნუ ავ­ყვე­ბით, ჯერ ერთი ამ­ხე­ლა გამ­ძლე­ო­ბაც არ აქვს ამ ვირუსს, რომ მუდ­მი­ვად დარ­ჩეს პრო­დუქ­ტებ­ზე. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს - გა­რე­ცხონ, და­ა­მუ­შა­ონ პრო­დუქ­ტი და მორ­ჩა!“ - ამ­ბობს დი­ა­ნა ძიძ­გუ­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას პრე­მერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი გა­უ­წევს. სუ­ბა­რის თქმით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში სოფ­ლი­ოს მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუმ­ცა გაფრ­თხი­ლე­ბაა, რომ იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, როცა სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ან მან­ქა­ნა­ში არ იყოს ორზე მეტი ადა­მი­ა­ნი და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
77
4

ბოლნისში არ იშოვება პირბადე, სპირტი, წყალბადის ზეჟანგი!

albat am komentarsac dablokavt
0
ზოგადად ყველაფერი უნდა გარეცხოთ და ისე მიირთვათ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"

არის თუ არა სახიფათო მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები? - "თუ ვინმეს შიში აქვს, გარეცხოს სარეცხი საპნით"

22 მარტს, მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დააწესა მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი მედიკამენდების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გარდა, იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად.

იმის გათვალისწიებით, რომ მარნეულიდან ჩამოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თბილისის და არამხოლოდ თბილისის დიდი ნაწილი მარაგდება, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში, რამდენად უსაფრთხოა ამ პროდუქციის მიღება.

AMBEBI.GE სპეციალისტებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, არის თუ არა საშიში მარნეულსა და ბოლნისში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და სხვა პროდუქტები ჯანმრთელობისთვის და რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ იგი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ რაიმე განსაკუთრებული ზომები მარნეულში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღავანელმა თეა შველიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მოსახლეობამ ამ შემთხვევაშიც უნდა იხელმძღვანელოს იმ ზოგადი რეკომენდაციებით, რაც სააგენტომ გასცა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოხდება პროდუქტების შეტანა და გამოტანა ამ მუნიციპალიტეტებიდან, ვერაფერს გეტყვით. სურსათთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები არერთხელ გავეცით, თუ როგორ უნდა მოიქცენ აგრარული ბაზრები, მომხმარებლები და რა უნდა გაითვალისწინონ პროდუქტების შეძენისას. ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვით ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რაც გავრცელებულია სურსათის ტრანსპორტირებისა და გაყიდვასთან მიმართებაში. ყველა აგრარულ ბაზარს აქვს შესაბამისი რეკომენდაციები, რომ ხშირად მოხდეს ტერიტორიების რეცხვა-დეზინფექცია, ასევე ხშირად უნდა მოხდეს პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვის კონტროლი - ხელთათმანები, პირბადეები, თავსაბურავები.

მომხმარებლები ნუ შეეხებიან ზედმეტად პროდუქტებს ყიდვისას, გამოიყენონ ხელთათმანები და სახლში მიტანილი პროდუქტები დაამუშაონ საფუძვლიანად. ეს არის ის ზოგადი რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით აქამდე“ - ამბობს თეა შველიძე.

უფრო კონკრეტულად კი, აგრარულ ბაზრებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები ასეთია:

  • გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
  • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
  • სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
  • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
  • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
  • ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;

აგრარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი, თსუ-ს პროფესორი დიანა ძიძიგური AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მარნეულიდან შემოსული პროდუქციის მხრივ, ზედმეტი შიშების საფუძველი არ არსებობს:

"ახლა პანიკა არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, რადგან განსაკუთრებული საშიშროება ამ მხრივ არ არსებობს. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ყველგან. მაგალითად, საკუთარ სადარბაზოში, ლიფტში და ა.შ. თუ ის არ დაიცავს შესაბამის ზომებს.

მაგიდა, სკამი, კარტოფილი თუ სტაფილო, თუ მათზე მოხვედრილია შხეფი წვეთოვანი გზით, შესაძლოა იყოს საფრთხისშემცველი. თუმცა, ამ პროდუქტის შიგნით ხომ ვერ შევა ეს ვირუსი? ამიტომ ვიყიდოთ თამამად პროდუქტები და გავრეცხოთ ცხელ წყალში საგულდაგულოდ. თუ ვინმეს მოჭარბებული შიში აქვს, გარანტიისთვის, გარეცხოს საპნითაც, მაგრამ 70-% იანი სარეცხი საპნით. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქირურგები, ჭრილობების ჩამობანისას, სწორედ სარეცხ საპონს სთავაზობენ პაციენტებს და არა სხვა სურნელოვან და ფერად საპნებს.

ამიტომ პანიკას ნუ ავყვებით, ჯერ ერთი ამხელა გამძლეობაც არ აქვს ამ ვირუსს, რომ მუდმივად დარჩეს პროდუქტებზე. მთავარი კი ის არის, რომ თავდაცვის მექანიზმი არსებობს - გარეცხონ, დაამუშაონ პროდუქტი და მორჩა!“ - ამბობს დიანა ძიძგური.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას კოორდინაციას პრემერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს. სუბარის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ მარნეულსა და ბოლნისში სოფლიოს მეურნეობის სამუშაოებზე პრობლემები არ შეექმნათ ადგილობრივ მოქალაქეებს, თუმცა გაფრთხილებაა, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული რეკომენდაციები, მაგალითად, როცა სამუშაოდ მიდიან მანქანაში არ იყოს ორზე მეტი ადამიანი და ა.შ.

ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა