ავტორი:

რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ

რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულ, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ქალს 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ ადამიანების მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.

"თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენები. აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. გასულია ჯგუფები, ატარებენ საველე სამუშაოებს და მიმდინარეობს ყველა ადამიანის არა მხოლოდ მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს გავაცნობთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს ტესტი კორონავირუსზე სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ.

"საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება ფილტვების ანთების დიაგნოზის 700-მდე შემთხვევა და რა თქმა უნდა, არასდროს კეთდება და არ ითვლება საჭიროდ, რომ ტესტირება ჩატარდეს შესვლიდან პირველივე დღეს. თუმცა, ექიმების მოთხოვნიდან მეორე დღეს ეპიდემიოლოგების მხრიდან ჩატარდა გამოკვლევა, სადაც მოხდა დადასტურება COVID 19-ის და პაციენტი გადმოვიყვანეთ საუნივერსიტეტო კლინიკაში. იმ პერიოდში, როდესაც ეჭვი იყო აღებული, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ექიმების მხრიდან დაცული იყო მათი უსაფრთხოება და პაციენტი იმყოფებოდა იზოლაციაში.

თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დაავადების მე-8 დღიდან. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის პაციენტს კვლევა ჩაუტარდეს პირველივე დღიდან. ის ტესტები, რომელიც საქართველოში ხვალიდან იქნება, მოახდენს დაავადების გამოვლენას პირველი დღიდან. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით. ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ COVID 19 პირველი და მეორე დღის სიზუსტით", - განაცხადა ტიკარაძემ.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია.

"ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი" , - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 70-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"