პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში
"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, აღ­წერს, რო­გორ შეძ­ლო ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ემ­კურ­ნა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ვირუ­სი და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა. ქალ­მა ვრცე­ლი პოს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" Covid-19-თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ფო­რუმ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"სა­ლა­მი, მე ვარ კატო. უკვე სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია მე­რამ­დე­ნე დღეა სახ­ლში ვარ გა­მო­კე­ტი­ლი. ეს­პა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ აგერ უკვე 11 წე­ლია.

მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით ჩემი, რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან covid 19 თვით­მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს. ადრე მქონ­და დას­მუ­ლი კი­თხვა იყო თუ არა ვინ­მე ამ ვირუ­სით და ლა­მის ქვე­ბი მეს­რო­ლეს. მინ­და გი­თხრათ და და­გამ­შვი­დოთ, რომ ეს არ არის სირ­ცხვი­ლი, იმი­ტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანა­თებს. ასე რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას შეხ­ვდეს.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობ­დი და სა­ნამ ჩემს ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბო­და covid 19 მო­მა­რა­გე­ბუ­ლი მქონ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო გე­ლე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. მეტ­რო­ში ვცდი­ლობ­დი, რომ ახ­ლოს არა­ვის­თან არ დავ­მდგა­რი­ყა­ვი და ა.შ. მაგ­რამ ამ ვირუ­სის დროს ხში­რად გვგო­ნია, რომ უცხო ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, რაც მცდა­რია, შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი­ვე ოჯა­ხის წევ­რი, მე­გო­ბა­რი, თა­ნამ­შრო­მე­ლი და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ
23:44 / 15-03-2020

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

15:37 / 23-03-2020

"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

09:23 / 01-04-2020

"მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი, მივხვდი ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ვირუსს" - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

23:15 / 20-04-2020

"ვიხრჩობოდი, გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა" - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებზე

12:38 / 26-04-2020

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, იყო შემ­დეგ­ნა­ი­რად: და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ და­მე­წყო ყე­ლის ტკი­ვი­ლი, არ მქონ­და სურ­დო, არც ცე­მი­ნე­ბა. იმა­ვე დღეს და­მე­წყო მშრა­ლი ხვე­ლე­ბა. მე­გო­ნა გა­ცი­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და დი­დად ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. მე-3 და მე-4 დღე ალ­ბათ იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და ფილ­ტვე­ბი­დან ყო­ველ ჯერ­ზე ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თვა, ამო­სუნ­თვა იყო ტკი­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შეგ­რძნე­ბა, ვეც­დე­ბი აღვწე­რო. თით­ქოს მტვე­რი შე­გა­ყა­რეს ფილ­ტვებ­შიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კი­დევ დამ­სხვრე­უ­ლი ბოთ­ლის პა­ტა­რა ნა­წი­ლა­კე­ბი რომ გერ­ჭო­ბო­დეს. არ ვიცი რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად ვხსნი...

მოკ­ლედ, დავ­რე­კე ჩემს პი­რად ექიმ­თან, რო­მელ­თა­ნაც უკვე ამ დრო­ის­თვის ვი­ზი­ტის ჩა­ნიშ­ვნა უკვე გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო და მარ­ტო შე­მეძ­ლო სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია. ჰო, კი­დევ მახ­ლდა თა­ვის ტკი­ვი­ლი და თავ­ბრუს­ხვე­ვა. სიმპტო­მე­ბი როცა მო­ვუ­ყე­ვი ჩემს ექიმს, მი­თხრა რომ covid 19 სიმ­ტო­მე­ბი მქონ­და და რად­გა­ნაც რისკ ჯგუფ­ში არ შევ­დი­ო­დი, ვე­რა­ფერს გა­მი­კე­თებ­დნენ და უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სახ­ლში. ვერც გა­ვი­დო­დი, ვერც ვე­რა­ვინ შე­მო­ვი­დო­და ჩემ­თან.

თა­ვი­დან მე­გო­ნა რომ მე არა, რა­ნა­ი­რად სა­ი­დან. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მად­რიდ­ში იყო და ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტი მქონ­და 10 დღის წინ ისიც იგი­ვე სიმპტო­მე­ბით ცუ­დად იყო და covid 19 და­უდ­გინ­და. ის რისკ ჯგუფ­ში შე­დი­ო­და და მას ჩა­უ­ტა­რეს ტეს­ტი.

მოკ­ლედ, ვაგ­რძე­ლებ მო­ყო­ლას. მე­ექ­ვსე დღეს სუნ­თქვა უფრო მიძ­ნელ­დე­ბო­და და ამას და­ე­მა­ტა სი­ცხე­ე­ბი. სი­ცხე­ე­ბი არც ისე მა­ღა­ლი მქონ­და 37.8 , 37.9. პა­რა­ცე­ტა­მო­ლით ვაგ­დებ­დი და ჩემს უჟანგბა­დო­ბას ინ­ჰა­ლა­ტო­რით ვებ­რძო­დი, მაგ­რამ დი­დად არ მეხ­მა­რე­ბო­და. სა­უ­ბა­რი მი­ჭირ­და, იმი­ტომ რომ ის­ტე­რი­კუ­ლი ხვე­ლა მე­მარ­თე­ბო­და. ამი­ტომ უმე­ტე­სად ვცდი­ლობ­დი მშვი­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩუ­მად.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ალ­ბათ მე-8 დღე აღ­მოჩ­ნდა 2-ჯერ მქონ­და შე­ტე­ვა და მე­გო­ნა რომ ვი­გუ­დე­ბო­დი (ჩემი ექი­მი ყო­ველ­დღე სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და ჩემ­თან და რო­გორც აქამ­დე quedate tranquila en casa იყო პა­სუ­ხი (დარ­ჩი სახ­ლში კა­რან­ტინ­ში) მოკ­ლედ გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით ექიმ­თან წას­ვლა. მა­ნამ­დე დავ­რე­კე სას­წრა­ფო­ში და ვი­კი­თხე, თუ რო­გორ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ისე, რომ სხვის­თვის საფრ­თხე არ შე­მექ­მა. გვი­ან ღა­მით ჩემი ნიღ­ბით ხელ­თათ­მა­ნით ფე­ხით წა­ვე­დი ჰოს­პი­ტალ­ში. ქუ­ჩა­ში არა­ვინ იყო, ალ­ბათ სულ 2 ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა და ორი­ვე­ჯერ გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვე­დი.

როცა მი­ვე­დი, ალ­ბათ ეს იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. მოკ­ლედ, ეკი­პი­რე­ბუ­ლი ექი­მი კი­თხვით რა­ტომ მოხ­ვე­დი? პა­სუ­ხი: ვიხ­რჩო­ბი. მოკ­ლედ შე­ში­ნე­ბუ­ლი ექი­მე­ბი, შე­ში­ნე­ბუ­ლი მე, კეთ­რო­ვა­ნი­ვით ვიგ­რძე­ნი თავი და ვი­ყა­ვი კი­დე­ვაც ახ­ლოს არ მე­კა­რე­ბოდ­ნენ. მა­თიც მეს­მის. შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და არა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლი არ აქვთ იმის­თვის, რომ თავი და­იც­ვან. გა­და­მი­ღეს რენდგე­ნი. და­მი­ნიშ­ნეს წა­მა­ლი და წა­მო­ვე­დი ისევ სახ­ლში.

დღეს მე10 დღეა. თავს ბევ­რად უკეთ ვგრძნობ. ნაკ­ლე­ბად მახ­ვე­ლებს. იმე­დია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქ­ნე­ბი. ერ­თა­დერ­თი ის მინ­და, რომ დრო­ზე მორ­ჩეს და ჩემი შვი­ლე­ბი ჩა­ვი­ხუ­ტო ისევ გულ­ში. მინ­და გი­თხრათ რომ არც ისე­თი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია covid 19. უბ­რა­ლოდ მინ­და გთხო­ვოთ და გირ­ჩი­ოთ რომ თუ ვინ­მე გყავთ უფ­რო­სე­ბი, ბე­ბი­ე­ბი-ბა­ბუ­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, ან ისე­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვი­საც პა­თო­ლო­ე­გი­ე­ბი აქვთ, შე­ე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად იზო­ლა­ცი­ა­ში ამ­ყო­ფოთ. არ მიხ­ვი­დეთ, საკ­ვე­ბი და­უ­ტო­ვეთ კა­რებ­თან. 10 დღე.

პირ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა დავ­კარ­გე, რაც სუ­ლაც არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა. იმე­დია ესეც მალე და­მიბ­რუნ­დე­ბა. მე რამ­დე­ნი­მე დღე კი ვი­ყა­ვი ცუ­დად, მაგ­რამ არა ისე რომ ადა­მი­ან­მა ვერ გა­უძ­ლოს, მაგ­რამ ვი­საც სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ასე შემ­დეგ, იმათ­ვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

რაც მთა­ვა­რია გა­ნე­წყვეთ და­დე­ბი­თად. არ აყ­ვეთ ნერ­ვებს. ნერ­ვი­უ­ლო­ბა აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს და უფრო გა­გიგ­რძელ­დე­ბათ. მი­ი­ღეთ ბერ­ვი სი­თხე. თავს გა­უფრ­თხილ­დით და გა­უფრ­თხილ­დით სხვებს

პ.ს რაც შე­ე­ხე­ბათ ბავ­შვებს. რო­გორც აქ ამ­ბო­ბენ ბავ­შვე­ბი ჩუმი მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან და ამი­ტო­მაც გვყავს ბავ­შვე­ბი სახ­ლებ­ში გა­მო­კე­ტი­ლი. ნუ გე­ში­ნი­ათ, თქვენ შვი­ლებს არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბათ. უმ­ჯო­ბე­სია, ბე­ბია ბა­ბუ­ებ­თან არ და­ტო­ვოთ და არც იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მა­ღა­ლი რისკ ჯგუფ­შია. ნუ გე­ში­ნი­ათ. თუ მე შევ­ძე­ლი თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებთ გამ­კლა­ვე­ბას" - წერს ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

კო­რო­ნა­ვირუს­მა ევ­რო­პა­ში იტა­ლი­ის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა. ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 28 572 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 1720, გა­მო­ჯან­მრთელ­და 2575 ადა­მი­ა­ნი. შა­ბათს, მხო­ლოდ ერთ დღე­ში, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა 1326 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ვირუსის დამარცხების შემდეგ, ორგანიზმს იმუნიტეტი უმუშავდება თუ არსებობს ხელახალი დაინფიცირების რისკი?

მედეა
2

ანუ მხოლოდ პარაცეტამოლს ღებულობდით და რის ინგალაციას იკეთებდით?

სხვა მკურნალობას არაფერს აკეთებდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, აღწერს, როგორ შეძლო ექიმების დახმარებით სახლის პირობებში ემკურნალა საკუთარი თავისთვის და ვირუსი დაემარცხებინა. ქალმა ვრცელი პოსტი "ფეისბუქზე" Covid-19-თან დაკავშირებით შექმნილ ფორუმზე გამოაქვეყნა:

"სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.

მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვითმკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხვა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს.

ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი, რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია, რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო, რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა.შ.

რაც შეეხება სიმპტომებს, იყო შემდეგნაირად: დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე-3 და მე-4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველ ჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება, ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი...

მოკლედ, დავრეკე ჩემს პირად ექიმთან, რომელთანაც უკვე ამ დროისთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ჰო, კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს, მითხრა რომ covid 19 სიმტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდი, ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან.

თავიდან მეგონა რომ მე არა, რანაირად საიდან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი.

მოკლედ, ვაგრძელებ მოყოლას. მეექვსე დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინჰალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა, იმიტომ რომ ისტერიკული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად.

ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა 2-ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი (დარჩი სახლში კარანტინში) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე, რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი ჰოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალბათ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი.

როცა მივედი, ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ, ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი. მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის. შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში.

დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები. ერთადერთი ის მინდა, რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში. მინდა გითხრათ რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები, ბებიები-ბაბუები, მშობლები, ან ისეთი ოჯახის წევრები ვისაც პათოლოეგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან. 10 დღე.

პირში მგრძნობელობა დავკარგე, რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება. მე რამდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად, მაგრამ არა ისე რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ, იმათვის რთულად გადასატანი იქნება.

რაც მთავარია განეწყვეთ დადებითად. არ აყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბერვი სითხე. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს

პ.ს რაც შეეხებათ ბავშვებს. როგორც აქ ამბობენ ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყავს ბავშვები სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია, ბებია ბაბუებთან არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან, ვინც მაღალი რისკ ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას" - წერს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი.

კორონავირუსმა ევროპაში იტალიის შემდეგ, ესპანეთი ყველაზე მეტად დააზარალა. ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 28 572 ადამიანს შეადგენს. სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია 1720, გამოჯანმრთელდა 2575 ადამიანი. შაბათს, მხოლოდ ერთ დღეში, მსხვერპლის რაოდენობა 1326 ადამიანს შეადგენდა.

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა