საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გევედრებით ყველას... ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ" - რას ყვება ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მული
"გევედრებით ყველას... ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ" - რას ყვება ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მული

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მული ამ­ბობს, რომ ეს­პა­ნეთ­ში სა­გან­გე­ბოდ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლის გვამს კრე­მა­ცია უნდა ჩა­უ­ტარ­დეს, ან ეს­პა­ნეთ­ში და­იკ­რძა­ლოს და მხო­ლოდ 5-6 წლის გას­ვლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის ექსგუ­მა­ცია და გა­დას­ვე­ნე­ბა.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის მულს, ხათო ნა­ჭყე­ბი­ას ესა­უბ­რა.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ეს­პა­ნეთ­ში და რო­დის და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი თქვენს რძალს?

- პირ­ველ რიგ­ში დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენც და ყვე­ლას, ვინც ჩვე­ნი ამ­ბით და­ინ­ტე­რეს­და და გულ­თან მი­ი­ტა­ნა. ჩემი მი­ზა­ნია, რომ ჩვე­ნი ტრა­გე­დია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და პი­რა­დად გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს. მე ეს­პა­ნეთ­ში ორი წე­ლია ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ცი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უდ­გი­ნეს სა­შოს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. ამი­ტომ დიდი წვა­ლე­ბით, ვინ არ დაგ­ვემ­ხმა­რა, შე­ვაგ­რო­ვეთ თან­ხა და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ეს­პა­ნეთ­ში. აქ 2 მარტს ჩა­მოფ­რინ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დახ­ვდნენ კე­თი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. იქ გა­სინ­ჯეს და გა­უშ­ვეს თავ­შე­სა­ფარ­ში.

სამი დღე იყო თავ­შე­სა­ფარ­ში. მე­სა­მე დღეს და­ე­წყო კან­კა­ლი და სა­შინ­ლად ცუ­დად გახ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ლალი ჭი­ლა­ი­ას დახ­მა­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. ექი­მებ­მა თქვეს, სეფ­სი­სი აქ­ვსო და სას­წრა­ფოდ უნდა გავ­წმინ­დოთ ორ­გა­ნიზ­მიო. რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზ­მი გა­სუფ­თავ­და და პირ­ვე­ლი ქი­მია გა­უ­კე­თეს. ქი­მი­ის გა­კე­თე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ექი­მებ­მა თქვეს, კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქ­ვსო და სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს იზო­ლი­რე­ბუ­ლად, და­უ­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა და ხუთ დღე­ში გვი­თხრეს, კო­რო­ნა ვირუ­სის­გან გა­ნი­კურ­ნა და მე­ო­რე ქი­მია უნდა და­ვი­წყო­თო. მე­ო­რე ქი­მია რომ გა­უ­კეთ­და, და­კარ­გა მხედ­ვე­ლო­ბა, წა­ერ­თვა ხელ-ფე­ხის მგრძნო­ბე­ლო­ბა, მაგ­რამ ისევ და­უბ­რუნ­და მე­ო­რე დღეს. მე­სა­მე დღეს კი დაგ­ვი­რე­კეს გამ­თე­ნი­ი­სას და გვი­თხრეს, პა­ცი­ენ­ტი დავ­კარ­გე­თო. ვერ აღვწერ ამ ტკი­ვილს.

- გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად რა და­გი­სა­ხე­ლეს? სიმ­სივ­ნე თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი?

-გარ­დაც­ვა­ლე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად კო­რო­ნა­ვირუ­სი და­სა­ხელ­და. გვე­უბ­ნე­ბი­ან, მე­ტას­ტაზ­მი ჰქონ­და ფილ­ტვზე და კო­რო­ნა­ვირუ­სი რომ და­ე­მა­ტა, და­აჩ­ქა­რაო. რო­გორც გი­თხა­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უთხრეს მე­ლა­ნო­მა, სა­შოს კიბო, რაც ეს­პა­ნეთ­ში არ და­და­ტურ­და. აქ კო­რი­კარ­ცი­ლო­მა, ანუ კა­ნის კიბო და­უდ­გი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ამო­აჭ­რეს სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც გა­რეთ ჰქონ­და გა­მო­სუ­ლი და ამის გამო გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი, სულ­ზე ჩა­მო­ას­წა­რი­თო, თო­რემ სეფ­სი­სი მოკ­ლავ­დაო - აქ გვი­თხრეს.

კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ინ­ფი­ცირ­და. მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი გე­ვედ­რე­ბით ყვე­ლას. გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რომ ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვას­ვე­ნოთ. ეს­პა­ნე­თი არ გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, გვე­უბ­ნე­ბა უნდა მოხ­დეს გვა­მის კრე­მა­ცია, ან ეს­პა­ნეთ­ში დაკ­რძალ­ვა 5 -6 წლით.

გე­ვედ­რე­ბით, სთხო­ვეთ ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უშ­ვან გა­მო­ნაკ­ლი­სი და ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გაგ­ვა­ტა­ნონ, რომ დავ­კრძა­ლოდ წე­სი­სა­მებრ. გამ­წა­რე­ბულ­მა დე­დამ შვი­ლი და­ი­ტი­როს და შვი­ლებ­მა კი - დედა. გე­მუ­და­რე­ბით, დაგ­ვეხ­მა­რეთ. ისე­დაც დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს, და­უშ­ვით გა­მო­ნაკ­ლი­სი იმ ხუთი შვი­ლის ხათ­რით, ცი­რამ რომ და­უ­ტო­ვა სამ­შობ­ლოს.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში და­რე­კეთ? რას გე­უბ­ნე­ბი­ან სა­კონ­სუ­ლო­ში?

- აქ და­ვუ­კავ­შირ­დი სა­ელ­ჩოს და მი­თხრეს, რამ­დე­ნი­მე დღეა შე­იც­ვა­ლა კა­ნო­ნი ეს­პა­ნეთ­შიო. ეხლა ამ პან­დე­მი­ის დროს ან დაწ­ვა­ვენ სხე­ულს, ან დაკ­რძა­ლა­ვენ აქ და 5-6 წლის შემ­დეგ წა­ი­ღებ­თო. სა­ელ­ჩო გვერ­დით გვედ­გა, რაც შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

- მის მე­უღ­ლეს, ან თქვენ თუ გქონ­დათ შე­ხე­ბა გარ­დაც­ვლილ­თან და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბით?

- მისი მე­უღ­ლეც აქ არის. ჩემი ძმა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია და აკ­ვირ­დე­ბი­ან, რად­გან შე­ხე­ბა ჰქონ­და ცი­რას­თან. კო­რო­ნა­ვირუს­ზე ში­შო­ბენ. ჩემი ძმა გუ­შინ დაჭ­რი­ლი დათ­ვი­ვით ღრი­ა­ლებ­და. ღმერ­თამ­დე აღ­წევ­და მისი გან­წი­რუ­ლი ღრი­ა­ლი და გლო­ვა. მეც მქონ­და შე­ხე­ბა. წუ­თით არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ პა­ლა­ტი­დან, სულ გვერ­დით ვე­ჯე­ქი. პა­ლა­ტა­ში მთე­ლი ღამე მის გვერ­დით გა­ვა­ტა­რე და ერთი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, ნე­ტავ, კი­დევ მეტი დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ის ჩემი ან­გე­ლო­ზი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ახლა მეც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვარ, მაგ­რამ წუ­თი­თაც არ ვნა­ნობ რომ ვნა­ხე.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია და ცი­რას ავად­მყო­ფო­ბამ და­მა­ვი­წყა ყვე­ლა­ფე­რი და ხალ­ხს ერთ ლარს ვთხოვ­დი. ოღონდ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მზად ვი­ყა­ვი შე­უძ­ლე­ბე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­მე­ხა­და. ცირა იყო სა­უ­კე­თე­სო გოგო, სა­უ­კე­თე­სო რძა­ლი, უსაყ­ვარ­ლე­სი ცოლი და გმი­რი დედა. ხუთი შვი­ლი და­უ­ტო­ვა სამ­შობ­ლოს. არ მა­ვი­წყდე­ბა, პა­ლა­ტა­ში რომ ვი­ყა­ვი მას­თან, ჩა­ვე­ხუ­ტე, გად­მომ­ხე­და და მი­თხრა, ხათო იცი რა მა­ინ­ტე­რე­სებს, ექიმს ჰკი­თხე ხვალ სახ­ლი­დან გა­ვი­კე­თებ ქი­მი­ებ­სო. შენც აქ ხარ, გა­ვი­სე­ირ­ნოთ სად­მეო.

რო­გო­რი იმე­დი ჰქონ­და, რომ შევ­ძლებ­დი მას­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბას. რო­გო­რი იმე­დი მქონ­და, რომ ჩემი გოგო მის ქმარს ხელს არას­დროს გა­უშ­ვებ­და. წარ­მო­უდ­გენ­ლად უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ვერ ვუძ­ლებ. გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ელო­დე­ბა თა­ვის შვილს და ხუთი შვი­ლი კი დე­დას. უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ, ისე­დაც ძა­ლი­ან და­ი­ტან­ჯა ეს გოგო. იქ­ნებ რისი და­ბა­რე­ბა უნ­დო­და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის, ქმრის­თვის, იქ­ნებ რა უნ­დო­და ეთ­ქვა. ვთხოვ ჩვენს მთავ­რო­ბას, იქ­ნებ და­აშ­ვე­ბი­ნონ ეს ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა, ისე­დაც ნა­ტან­ჯი გოგო თა­ვის უბე­დურ დე­დას და შვი­ლებს და­ა­ტი­რე­ბი­ნონ".

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლის თქმით, უწყე­ბა მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა ოჯახ­თან, თუმ­ცა მათ ვე­რაფ­რით ანუ­გე­შებს, რად­გან ჯან­მო-ს პრო­ტო­კო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახლა არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა. ხვთი­სი­აშ­ვი­ლის თქმით, ჰქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა ეს­პა­ნელ კო­ლე­გებ­თან, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს­პა­ნე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაც ვალ­დე­ბუ­ლია და­წე­სე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით იხელ­მძღვა­ნე­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
1

ქვაც კი ატირდება ამ ოჯახის ტკივილით. უზომოდ ვწუხვარ, გაძლიერდით. ცირას კი- სიმშვიდე და სინათლე იმქვეყნად.

ნონა
1

ღმერთო, დაუმკვიდრე ამ უბედურ დედას სასუფეველი, მის შვილებს კი გადაატანინე დედის მონატრება, გაჭირვება და შიმშილი! 2 მარტს რატომ წავიდნენ ესპანეთში?! სიკვდილთან შესახვედრად?! კორონავირუსი ხომ უკვე გავრცელებული იყო?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გევედრებით ყველას... ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ" - რას ყვება ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მული

"გევედრებით ყველას... ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ" - რას ყვება ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მული

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გარდაცვლილი ქალის მული ამბობს, რომ ესპანეთში საგანგებოდ კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების თანახმად, ვირუსით გარდაცვლილის გვამს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, ან ესპანეთში დაიკრძალოს და მხოლოდ 5-6 წლის გასვლის შემდეგ იქნება ნებადართული გარდაცვლილის ექსგუმაცია და გადასვენება.

AMBEBI.GE გარდაცვლილის მულს, ხათო ნაჭყებიას ესაუბრა.

- როგორ აღმოჩნდით ესპანეთში და როდის დაუდგინდა კორონავირუსი თქვენს რძალს?

- პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენც და ყველას, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა და გულთან მიიტანა. ჩემი მიზანია, რომ ჩვენი ტრაგედია საქართველოს ხელისუფლების და პირადად გიორგი გახარიას ყურამდე მივიდეს. მე ესპანეთში ორი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ. ცირას საქართველოში დაუდგინეს საშოს ავთვისებიანი სიმსივნე. ამიტომ დიდი წვალებით, ვინ არ დაგვემხმარა, შევაგროვეთ თანხა და წამოვიყვანეთ ესპანეთში. აქ 2 მარტს ჩამოფრინდა მეუღლესთან ერთად, ჩამოსვლისთანავე დახვდნენ კეთილი ქართველები და მიიყვანეს საავადმყოფოში. იქ გასინჯეს და გაუშვეს თავშესაფარში.

სამი დღე იყო თავშესაფარში. მესამე დღეს დაეწყო კანკალი და საშინლად ცუდად გახდა. ქალბატონი ლალი ჭილაიას დახმარებით საავადმყოფოში დავაწვინეთ. ექიმებმა თქვეს, სეფსისი აქვსო და სასწრაფოდ უნდა გავწმინდოთ ორგანიზმიო. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ორგანიზმი გასუფთავდა და პირველი ქიმია გაუკეთეს. ქიმიის გაკეთებიდან მეორე დღეს ექიმებმა თქვეს, კორონავირუსის სიმპტომები აქვსო და სასწრაფოდ გადაიყვანეს იზოლირებულად, დაუწყეს მკურნალობა და ხუთ დღეში გვითხრეს, კორონა ვირუსისგან განიკურნა და მეორე ქიმია უნდა დავიწყოთო. მეორე ქიმია რომ გაუკეთდა, დაკარგა მხედველობა, წაერთვა ხელ-ფეხის მგრძნობელობა, მაგრამ ისევ დაუბრუნდა მეორე დღეს. მესამე დღეს კი დაგვირეკეს გამთენიისას და გვითხრეს, პაციენტი დავკარგეთო. ვერ აღვწერ ამ ტკივილს.

- გარდაცვალების მიზეზად რა დაგისახელეს? სიმსივნე თუ კორონავირუსი?

-გარდაცვალების მთავარ მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. გვეუბნებიან, მეტასტაზმი ჰქონდა ფილტვზე და კორონავირუსი რომ დაემატა, დააჩქარაო. როგორც გითხარით, საქართველოში უთხრეს მელანომა, საშოს კიბო, რაც ესპანეთში არ დადატურდა. აქ კორიკარცილომა, ანუ კანის კიბო დაუდგინეს. საქართველოში არ ამოაჭრეს სიმსივნე, რომელიც გარეთ ჰქონდა გამოსული და ამის გამო განვითარდა სეფსისი, სულზე ჩამოასწარითო, თორემ სეფსისი მოკლავდაო - აქ გვითხრეს.

კორონავირუსით საავადმყოფოში დაინფიცირდა. მუხლმოდრეკილი გევედრებით ყველას. განსაკუთრებით ბატონ გიორგი გახარიას, რომ ჩვენი მიცვალებული სამშობლოში ჩამოვასვენოთ. ესპანეთი არ გვაძლევს უფლებას, გვეუბნება უნდა მოხდეს გვამის კრემაცია, ან ესპანეთში დაკრძალვა 5 -6 წლით.

გევედრებით, სთხოვეთ ესპანეთის ხელისუფლებას, დაუშვან გამონაკლისი და ჩვენი მიცვალებული გაგვატანონ, რომ დავკრძალოდ წესისამებრ. გამწარებულმა დედამ შვილი დაიტიროს და შვილებმა კი - დედა. გემუდარებით, დაგვეხმარეთ. ისედაც დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, დაუშვით გამონაკლისი იმ ხუთი შვილის ხათრით, ცირამ რომ დაუტოვა სამშობლოს.

- საქართველოს საელჩოში დარეკეთ? რას გეუბნებიან საკონსულოში?

- აქ დავუკავშირდი საელჩოს და მითხრეს, რამდენიმე დღეა შეიცვალა კანონი ესპანეთშიო. ეხლა ამ პანდემიის დროს ან დაწვავენ სხეულს, ან დაკრძალავენ აქ და 5-6 წლის შემდეგ წაიღებთო. საელჩო გვერდით გვედგა, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.

- მის მეუღლეს, ან თქვენ თუ გქონდათ შეხება გარდაცვლილთან და თვითიზოლაციაში იმყოფებით?

- მისი მეუღლეც აქ არის. ჩემი ძმა თვითიზოლაციაშია და აკვირდებიან, რადგან შეხება ჰქონდა ცირასთან. კორონავირუსზე შიშობენ. ჩემი ძმა გუშინ დაჭრილი დათვივით ღრიალებდა. ღმერთამდე აღწევდა მისი განწირული ღრიალი და გლოვა. მეც მქონდა შეხება. წუთით არ მოვშორებივარ პალატიდან, სულ გვერდით ვეჯექი. პალატაში მთელი ღამე მის გვერდით გავატარე და ერთი წამითაც არ ვნანობ, ნეტავ, კიდევ მეტი დრო გამეტარებინა. ის ჩემი ანგელოზი იყო. ძალიან მიყვარდა. ახლა მეც თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ წუთითაც არ ვნანობ რომ ვნახე.

ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია და ცირას ავადმყოფობამ დამავიწყა ყველაფერი და ხალხს ერთ ლარს ვთხოვდი. ოღონდ გადარჩენილიყო და მზად ვიყავი შეუძლებელიც შესაძლებელი გამეხადა. ცირა იყო საუკეთესო გოგო, საუკეთესო რძალი, უსაყვარლესი ცოლი და გმირი დედა. ხუთი შვილი დაუტოვა სამშობლოს. არ მავიწყდება, პალატაში რომ ვიყავი მასთან, ჩავეხუტე, გადმომხედა და მითხრა, ხათო იცი რა მაინტერესებს, ექიმს ჰკითხე ხვალ სახლიდან გავიკეთებ ქიმიებსო. შენც აქ ხარ, გავისეირნოთ სადმეო.

როგორი იმედი ჰქონდა, რომ შევძლებდი მასთან ერთად სეირნობას. როგორი იმედი მქონდა, რომ ჩემი გოგო მის ქმარს ხელს არასდროს გაუშვებდა. წარმოუდგენლად უყვარდათ ერთმანეთი. ვერ ვუძლებ. გამწარებული დედა ელოდება თავის შვილს და ხუთი შვილი კი დედას. უკანასკნელ გზაზე გაცილების საშუალება მისცენ, ისედაც ძალიან დაიტანჯა ეს გოგო. იქნებ რისი დაბარება უნდოდა თავისი შვილებისთვის, ქმრისთვის, იქნებ რა უნდოდა ეთქვა. ვთხოვ ჩვენს მთავრობას, იქნებ დააშვებინონ ეს ერთი გამონაკლისი, რომ ეს ახალგაზრდა, ისედაც ნატანჯი გოგო თავის უბედურ დედას და შვილებს დაატირებინონ".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, უწყება მუდმივ კონტაქტზეა ოჯახთან, თუმცა მათ ვერაფრით ანუგეშებს, რადგან ჯანმო-ს პროტოკოლის გათვალისწინებით, ახლა არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება. ხვთისიაშვილის თქმით, ჰქონდათ მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა ესპანელ კოლეგებთან, თუმცა ამ სიტუაციაში ესპანეთის და საქართველოს მთავრობაც ვალდებულია დაწესებული პროტოკოლით იხელმძღვანელოს.

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დადასტურდა

"თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს"

"თენგიზ ცერცვაძის სახელით ფეიკ-გვერდები შეიქმნა, სადაც ცრუ ინფორმაციები ვრცელდება"