საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს
"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

სა­დე­ზინ­ფექ­ციო და ვირუ­სის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დიდი ხა­ნია აფ­თი­ა­ქე­ბი­დან გაქ­რა. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნებ­მა სხვა­დას­ხვა ხერ­ხს მი­მარ­თეს -. ზოგი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს თვი­თონ ამ­ზა­დებს, ზო­გიც - პირ­ბა­დეს იკე­რავს. დი­ზა­ი­ნერ­მა ნინო ზე­ნა­იშ­ვილ­მა, იგი­ვე ზენ­კამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი პირ­ბა­დე­ე­ბი შექ­მნა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბი­საა და ამ მე­ტად მძი­მე და ემო­ცი­ე­ბის­გან გა­დაღ­ლილ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს ახა­ლი­სებს კი­დეც.

Ambebi.ge დი­ზა­ი­ნერ ზენ­კას ესა­უბ­რა.

- პირ­ბა­დე­ე­ბის შქმნა, ცხა­დია, ამ ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა გა­და­გა­წყვე­ტი­ნა. თუ მა­ნამ­დეც ფიქ­რობ­დი ამა­ზე, ან იქ­ნებ ამ­ზა­დებ­დი კი­დეც პირ­ბა­დე­ებს?

- არ ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ იდეა როცა მო­მა­წო­დეს, იმ პე­რი­ოდ­ში ვირუსს არ ეხე­ბო­და. კლუ­ბებ­ში გა­ვი­კე­თებ­თო - მი­თხრეს, რად­გა­ნაც ჩემი ნა­ხა­ტე­ბი მოს­წონ­დათ და ასე­თი აზრი შე­მომ­თა­ვა­ზეს. მოკ­ლედ, მი­თხრეს შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ ფორ­მი­თაც (პირ­ბა­დე) სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბაო.

და­ვი­წყე ფიქ­რი, მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, მო­დე­ლე­ბი, რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და და იმ პე­რი­ოდ­ში და­იქ­ცა ქვე­ყა­ნაც - გაჩ­ნდა ეს სა­ში­ნე­ლი ვირუ­სი. თუმ­ცა აქ მა­ინც ბოლო წვე­თი ჩემი სხვა მე­გო­ბა­რი იყო, შარ­ვალ-კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი იმ სა­ში­ნე­ლი, ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დით რომ და­ვი­ნა­ხე. გავ­გიჟ­დი, სხვებ­ზეც არ მომ­წონ­და ის. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ისე­დაც დათ­რგუნ­ვი­ლე­ბი, კი­დევ სა­ში­ნე­ლი ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დე­ე­ბით და­დი­ოდ­ნენ.

მოკ­ლედ, ღამე გა­ვა­თე­ნე და 22 მო­დე­ლი (ქა­ლი­საც და მა­მა­კა­ცი­საც) მო­ვი­ფიქ­რე. რომ ვხა­ტავ­დი, თან იმ ნა­მუ­შევ­რე­ბის ფო­ტო­ებს მე­გობ­რებს ვუგ­ზავ­ნი­დი, რამ­დე­ნად მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. რა­ტომ­ღაც პან­დე­ბი მქონ­და და­ხა­ტუ­ლი, რად­გა­ნაც ეს ცხო­ვე­ლი მიყ­ვარს... უცებ, ერთი მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბა - ეს პან­დე­ბი პან­დე­მი­ის ამ­ბავ­ში და­ხა­ტეო? და იქი­დან წა­ვი­და მერე უკვე საქ­მე.

ახლა ვდგა­ვარ და ჩემს პირ­ბა­დე­ებს სახ­ლებ­ში ვა­რი­გებ, რომ მათ არ მო­ე­მა­ტოთ მი­ტა­ნის ფასი. ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ცის კამ­პა­ნია და ცოტა „ფე­შე­ნიც“, რომ პირ­ბა­დით გაპ­რან­ჭვა ამ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც შე­იძ­ლე­ბა, რომ არაა ეს სი­მა­ხინ­ჯე. მოკ­ლედ, ლა­მა­ზია და გი­ცავს.

- მრა­ვალ­ჯე­რა­დია?

- კი, უნდა გა­ი­რე­ცხოს. ფერი არ გა­დას­დის. არ ფუჭ­დე­ბა, უთოვ­დე­ბა და კი­დევ დიდ­ხანს გა­მოდ­გე­ბა. ამას­თან, კო­რო­ნა რომ ჩა­ივ­ლის, გუ­და­ურ­ში და კლუბ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

მი­ხა­რია, რომ ტან­საც­მელ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბი მაქვს და არც სუნ­თვა მი­ჭირს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ჯერ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გა­მოვ­ცა­დე.

მგო­ნი, სხვა მო­დე­ლებ­საც და­ვა­მუ­შა­ვებ. გა­ჩე­რე­ბას არ ვფიქ­რობ. უკვე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ხა­რე და გა­ვა­ხა­ლი­სე, რომ ამით მეც დიდი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა. მარ­ტო ის რად ღირს, რომ უყუ­რებ, რო­გორ არ­ჩე­ვენ შენს ნა­მუ­შევ­რებს და ყვე­ლა რა ბედ­ნი­ე­რია - მა­მა­კა­ციც და ქა­ლიც.

დილა რომ თენ­დე­ბა, ვიცი, რომ სა­ჭი­რო ვარ და თბი­ლის­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მე­ლო­დე­ბა იმის­თვის, რომ გა­ვა­ფე­რა­დო.

- კი­დევ ერთხელ რომ გვი­თხრა, შენი პირ­ბა­დე­ე­ბი ერთჯე­რა­დე­ბი რომ არ არის, ამას რო­გორ მი­აღ­წიე?

- რო­გორც ვთქვი, ირე­ცხე­ბა და უთოვ­დე­ბა. სამ­შრი­ა­ნი ქსო­ვი­ლია და ისე­თი, რომ უთო არ წვავს, თუმ­ცა ძა­ლი­ან სქე­ლიც არაა. რე­ცხვი­სას არც ფერი გა­დას­დის. სა­ერ­თოდ, გა­უ­თო­ვე­ბა მიკ­რო­ბებს ანად­გუ­რებს, ამი­ტო­მაც არის უსაფრ­თხო. აირ­წი­ნა­ღის შე­ხე­დუ­ლე­ბა არ აქვს, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დას­კვნა ვიცი, თუ პირ­ბა­დე კარ­გად გი­კე­თია სა­ხე­ზე, მორ­გე­ბუ­ლია და იცავ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს, ვირუ­სის­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი ხარ.

ეს პირ­ბა­დე ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იც­ვა­ლო, რე­ცხო. ასე­ვე შე­გიძ­ლია შიგ­ნი­დან მარ­ლის თხე­ლი ფენა და­უ­დო. ვი­საც ძლი­ან ეში­ნია, მინ­დო­და, შიგ­ნი­დან ჯიბე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, სა­სუნ­თქად რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და და გა­და­ვი­ფიქ­რე.

- პირ­ბა­დის­თვის ლა­მა­ზი ნა­ხა­ტე­ბი გაქვს შექ­მნი­ლი...

- რა­საც ვხა­ტავ, ქსო­ვილ­ზე ზე­მო­დან იპ­რინ­ტე­ბა. ამ ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნა­ზე, ხომ ვთქვი, ღამე გა­ვა­თე­ნე. გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი შეს­წავ­ლი­ლი მაქვს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ მაქვს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ჩემი შარ­ფე­ბი, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა­ში ჰერ­მე­სის მა­ღა­ზი­ას­თან გა­დავ­წყვი­ტე რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თან­და­თან ბევ­რი იდეა მო­დის, რო­მელ­საც ნელ- ნელა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

- ე.ი. "ფე­შენ“ პირ­ბა­დე­ებ­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია?

- კი... ვცდი­ლობ, ყვე­ლას მო­ვუს­წრო და მი­ვუ­ტა­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა ამ პან­დე­მი­ას, რო­მელ­შიც ჩვენც აღ­მოვ­ჩნდით, მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლებთ და დავძლევთ. კარ­გია, რომ ბევრ რა­მეს იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებთ და ვფიქ­რობ, აქამ­დეც ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა. ამი­ტომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. პრობ­ლე­მაც აუ­ცი­ლებ­ლად წავა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
7

ღამურის გამოსახულებით უნდა შეიქმნას ნიღაბი.

ფასი რამდენია, სიდედრისთვის მინდა.
6

ალბათ მატრაკვეცების ქართული პირბადეებია, გულზეც რომ დაიკდოთ, ვირუსი არ შეგეყრებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

"დილა რომ თენდება, ვიცი, საჭირო ვარ" - ქართველი დიზაინერი, რომელიც "ფეშენ" პირბადეებს კერავს და მსურველებისთვის სახლში თვითონვე მიაქვს

სადეზინფექციო და ვირუსისგან დამცავი საშუალებები დიდი ხანია აფთიაქებიდან გაქრა. ამიტომ, ადამიანებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს -. ზოგი სადეზინფექციო ხსნარს თვითონ ამზადებს, ზოგიც - პირბადეს იკერავს. დიზაინერმა ნინო ზენაიშვილმა, იგივე ზენკამ ძალიან ლამაზი პირბადეები შექმნა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და ამ მეტად მძიმე და ემოციებისგან გადაღლილ პერიოდში ადამიანებს ახალისებს კიდეც.

Ambebi.ge დიზაინერ ზენკას ესაუბრა.

- პირბადეების შქმნა, ცხადია, ამ ახალმა კორონავირუსმა გადაგაწყვეტინა. თუ მანამდეც ფიქრობდი ამაზე, ან იქნებ ამზადებდი კიდეც პირბადეებს?

- არ ვამზადებდი, მაგრამ იდეა როცა მომაწოდეს, იმ პერიოდში ვირუსს არ ეხებოდა. კლუბებში გავიკეთებთო - მითხრეს, რადგანაც ჩემი ნახატები მოსწონდათ და ასეთი აზრი შემომთავაზეს. მოკლედ, მითხრეს შენი ნამუშევრები ამ ფორმითაც (პირბადე) სიამოვნებით მექნებაო.

დავიწყე ფიქრი, მოვიძიე ინფორმაცია, მოდელები, რა, როგორ შეიძლებოდა და იმ პერიოდში დაიქცა ქვეყანაც - გაჩნდა ეს საშინელი ვირუსი. თუმცა აქ მაინც ბოლო წვეთი ჩემი სხვა მეგობარი იყო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი იმ საშინელი, ერთჯერადი პირბადით რომ დავინახე. გავგიჟდი, სხვებზეც არ მომწონდა ის. ვნერვიულობდი, რომ ისედაც დათრგუნვილები, კიდევ საშინელი ერთჯერადი პირბადეებით დადიოდნენ.

მოკლედ, ღამე გავათენე და 22 მოდელი (ქალისაც და მამაკაცისაც) მოვიფიქრე. რომ ვხატავდი, თან იმ ნამუშევრების ფოტოებს მეგობრებს ვუგზავნიდი, რამდენად მოეწონებოდათ. რატომღაც პანდები მქონდა დახატული, რადგანაც ეს ცხოველი მიყვარს... უცებ, ერთი მეგობარი მეუბნება - ეს პანდები პანდემიის ამბავში დახატეო? და იქიდან წავიდა მერე უკვე საქმე.

ახლა ვდგავარ და ჩემს პირბადეებს სახლებში ვარიგებ, რომ მათ არ მოემატოთ მიტანის ფასი. ეს არის ჯანმრთელობის დაცის კამპანია და ცოტა „ფეშენიც“, რომ პირბადით გაპრანჭვა ამ სტრესულ სიტუაციაშიც შეიძლება, რომ არაა ეს სიმახინჯე. მოკლედ, ლამაზია და გიცავს.

- მრავალჯერადია?

- კი, უნდა გაირეცხოს. ფერი არ გადასდის. არ ფუჭდება, უთოვდება და კიდევ დიდხანს გამოდგება. ამასთან, კორონა რომ ჩაივლის, გუდაურში და კლუბშიც გამოიყენებენ.

მიხარია, რომ ტანსაცმელთან შეხამებული პირბადეები მაქვს და არც სუნთვა მიჭირს. მაქსიმალურად ვეცადე, რომ კომფორტული ყოფილიყო. ჯერ ჩემი ოჯახის წევრებზე გამოვცადე.

მგონი, სხვა მოდელებსაც დავამუშავებ. გაჩერებას არ ვფიქრობ. უკვე იმდენი ადამიანი გავახარე და გავახალისე, რომ ამით მეც დიდი სტიმული მომეცა. მარტო ის რად ღირს, რომ უყურებ, როგორ არჩევენ შენს ნამუშევრებს და ყველა რა ბედნიერია - მამაკაციც და ქალიც.

დილა რომ თენდება, ვიცი, რომ საჭირო ვარ და თბილისში უამრავი ადამიანი მელოდება იმისთვის, რომ გავაფერადო.

- კიდევ ერთხელ რომ გვითხრა, შენი პირბადეები ერთჯერადები რომ არ არის, ამას როგორ მიაღწიე?

- როგორც ვთქვი, ირეცხება და უთოვდება. სამშრიანი ქსოვილია და ისეთი, რომ უთო არ წვავს, თუმცა ძალიან სქელიც არაა. რეცხვისას არც ფერი გადასდის. საერთოდ, გაუთოვება მიკრობებს ანადგურებს, ამიტომაც არის უსაფრთხო. აირწინაღის შეხედულება არ აქვს, სამედიცინო კვლევა არ გაუვლია, მაგრამ საერთოდ, ლაბორატორიის დასკვნა ვიცი, თუ პირბადე კარგად გიკეთია სახეზე, მორგებულია და იცავ ჰიგიენის წესებს, ვირუსისგან მეტ-ნაკლებად დაცული ხარ.

ეს პირბადე ყოველდღიურად უნდა იცვალო, რეცხო. ასევე შეგიძლია შიგნიდან მარლის თხელი ფენა დაუდო. ვისაც ძლიან ეშინია, მინდოდა, შიგნიდან ჯიბე გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცოდი, სასუნთქად რამდენად კომფორტული იქნებოდა და გადავიფიქრე.

- პირბადისთვის ლამაზი ნახატები გაქვს შექმნილი...

- რასაც ვხატავ, ქსოვილზე ზემოდან იპრინტება. ამ ნახატების შექმნაზე, ხომ ვთქვი, ღამე გავათენე. გრაფიკული დიზაინი შესწავლილი მაქვს და ამ მიმართულებით ბევრი რამ მაქვს უკვე გაკეთებული, მათ შორის, ჩემი შარფები, რომელიც ჟენევაში ჰერმესის მაღაზიასთან გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. თანდათან ბევრი იდეა მოდის, რომელსაც ნელ- ნელა განვახორციელებ.

- ე.ი. "ფეშენ“ პირბადეებზე მოთხოვნა დიდია?

- კი... ვცდილობ, ყველას მოვუსწრო და მივუტანო. რაც შეეხება ამ პანდემიას, რომელშიც ჩვენც აღმოვჩნდით, მგონია, რომ ქართველები ყველაფერს გავუძლებთ და დავძლევთ. კარგია, რომ ბევრ რამეს იუმორით ვუყურებთ და ვფიქრობ, აქამდეც ამან მოგვიყვანა. ამიტომ, ყველაფერი კარგად იქნება. პრობლემაც აუცილებლად წავა.

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

"რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა