პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე
რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 246,804-ს აღ­წევს, მის­გან გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი კი 10 000-ს აცდა. მაგ­რამ ვინ იყო ე.წ. პა­ცი­ენ­ტი ზერო - ვირუ­სუ­ლი თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით პირ­ვე­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია?

BBC-ის ცნო­ბით, გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ხა­ზის გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეც­ნი­ე­რებ­მა იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნონ, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მა პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს.

ვინ არის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი "ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი" - მთა­ვა­რი ჰი­პო­თე­ზე­ბი ვირუ­სის პირ­ველ წყა­რო­ზე

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის, თუ ვინ იყო COVID 19-ის "ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი". ჩი­ნელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა თა­ვი­დან გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 31 დე­კემ­ბერს და­ფიქ­სირ­და, პნევ­მო­ნი­ის მაგ­ვა­რი ინ­ფექ­ცი­ის ბევ­რი შემ­თხვე­ვა კი მა­შინ­ვე უხა­ნის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზარს და­უ­კავ­შირ­და.

თუმ­ცა, ჩი­ნე­ლი მკვლე­ვა­რე­ბი კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ლან­სე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ COVID 19-ის დი­აგ­ნო­ზი პირ­ველ ადა­მი­ანს 2019 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს და­უდ­გინ­და და ამ პირს ბა­ზარ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. მათი თქმით, პა­ცი­ენ­ტი ხან­ში შე­სუ­ლი კაცი იყო ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით, ის ბაზ­რი­დან ავ­ტო­ბუ­სის 4-5 გა­ჩე­რე­ბის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა და­ა­ვა­დე­ბის გამო, გა­რეთ თით­ქმის არას­დროს გა­დი­ო­და.

მკვლე­ვა­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იგი­ვე სიმპტო­მე­ბი შემ­დგომ დღე­ებ­ში 3 ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და, მათ შო­რის ორს ბა­ზარ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რი­ლი 41 ადა­მი­ა­ნი­დან კი, 27 მათ­გა­ნი ბა­ზარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ჰი­პო­თე­ზა, რომ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზარ­ში და­ი­წყო, სა­დაც ცხო­ველ­მა ვირუ­სი ადა­მი­ანს გა­დას­დო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ ჰი­პო­თე­ზა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

შე­უძ­ლია თუ არა ერთ ადა­მი­ანს, და­ა­ვა­დე­ბის ასე­თი მა­სი­უ­რი აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს?

და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, 2014-2016 წლებ­ში ებო­ლას აფეთ­ქე­ბამ 28 000 ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა და 11 000 მათ­გა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ებო­ლა სა­ერ­თო ჯამ­ში, 10 ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ მისი აფეთ­ქე­ბა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის­გან - გვი­ნე­ე­ლი 2 წლის ბი­ჭის­გან და­ი­წყო, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ და­ინ­ფი­ცირ­და, როცა ხის ღრუს­თან თა­მა­შობ­და, სა­დაც ღა­მუ­რე­ბი ბუ­დობ­დნენ.

მერი მე­ლო­ნი კი ტი­ფის ციებ-ცხე­ლე­ბის ნუ­ლო­ვან პა­ცი­ენ­ტა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. ციებ-ცხე­ლე­ბა 1906 წელს, ნიუ-იორკში და­ი­წყო. ირ­ლან­დი­ე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მელ­საც შემ­დეგ "ტი­ფი­ა­ნი მერი“ შე­არ­ქვეს, შეძ­ლე­ბულ ოჯა­ხებ­ში მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ­გვა­რი ოჯა­ხე­ბი გახ­დნენ ტი­ფის შემ­თხვე­ვა­თა კლას­ტე­რე­ბი, რა­მაც ექი­მე­ბი მე­ლო­ნამ­დე მი­იყ­ვა­ნა. მათ პა­ცი­ენტს „ჯან­მრთე­ლი გა­დამ­ტა­ნი“ უწო­დეს, რაც ნიშ­ნავს, რომ თა­ვად მე­ლო­ნი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს თით­ქმის არ ამ­ჟღავ­ნებდ. ხში­რად სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფექ­ცი­ას ფარ­თოდ.

თუმ­ცა, ტერ­მი­ნი "ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი“ ხში­რად სტიგ­მის ქვეშ ექ­ცე­ვა, სწო­რედ ამი­ტომ ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა დიდი ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი გა­მავ­რცე­ლებ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ან თა­ვად ადა­მი­ა­ნის ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ას (ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლად ქცე­ვა) შე­უ­წყოს ხელი.

სწო­რედ ასე მოხ­და იმ მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში, ვინც შეც­დო­მით შიდსის ეპი­დე­მი­ის ნუ­ლო­ვან პა­ცი­ენ­ტად ით­ვლე­ბო­და. კა­ნა­დე­ლი ბორტ გამ­ცი­ლე­ბე­ლი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი გე­ი­ტენ დუ­გე­სი აშშ-ში HIV-ის გავ­რცე­ლე­ბა­ში 1980-იან წლებ­ში "და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რებ­მა კვლე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, დუ­გე­სი პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ვინც შიდსის გა­და­ცე­მა და­ი­წყო, რად­გან HIV ინ­ფექ­ცი­ამ ამე­რი­კა­ში კა­რი­ბი­დან, 1970-იან წლებ­ში შე­აღ­წია.

სწო­რედ HIV-ის ეპი­დე­მი­ის დროს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­იქ­მნა ტერ­მი­ნი - „პა­ცი­ენ­ტი ზერო“: ლოს ან­ჯე­ლეს­სა და სან-ფრან­ცის­კო­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მკვლე­ვა­რე­ბი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას იძი­ებ­დნენ, ლა­თი­ნურ ასო O-ს კი იმის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყე­ნებ­დნენ, რომ პირი კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან არ იყო (outside the state of California). სხვა მკვლევ­რებ­მა სიმ­ბო­ლო რი­ცხვ 0-ს მი­ამ­სგავ­სეს და სწო­რედ აქე­დან და­ი­ბა­და „ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტის“ კონ­ცეფ­ცია.

ms
1

საინტერესო სტატიაა

ავტორი:

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 246,804-ს აღწევს, მისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 000-ს აცდა. მაგრამ ვინ იყო ე.წ. პაციენტი ზერო - ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებით პირველი დაინფიცირებული და შესაძლებელია თუ არა მისი იდენტიფიკაცია?

BBC-ის ცნობით, გენეტიკური ანალიზი ვირუსის გავრცელების ხაზის გამოკვლევის საშუალებას იძლევა და არსებობს შესაძლებლობა, მეცნიერებმა იმ პირთა იდენტიფიკაცია მოახდინონ, რომლებმაც დაავადების გადაცემა პირველებმა დაიწყეს.

ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული "ნულოვანი პაციენტი" - მთავარი ჰიპოთეზები ვირუსის პირველ წყაროზე

ჯერჯერობით დაზუსტებით არავინ იცის, თუ ვინ იყო COVID 19-ის "ნულოვანი პაციენტი". ჩინელმა თანამდებობის პირებმა თავიდან გამოაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 დეკემბერს დაფიქსირდა, პნევმონიის მაგვარი ინფექციის ბევრი შემთხვევა კი მაშინვე უხანის ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარს დაუკავშირდა.

თუმცა, ჩინელი მკვლევარები კვლევაში, რომელიც ლანსეტის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, ამტკიცებენ, რომ COVID 19-ის დიაგნოზი პირველ ადამიანს 2019 წლის 1-ელ დეკემბერს დაუდგინდა და ამ პირს ბაზართან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მათი თქმით, პაციენტი ხანში შესული კაცი იყო ალცჰაიმერის დაავადებით, ის ბაზრიდან ავტობუსის 4-5 გაჩერების მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა დაავადების გამო, გარეთ თითქმის არასდროს გადიოდა.

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ იგივე სიმპტომები შემდგომ დღეებში 3 ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის ორს ბაზართან შეხება არ ჰქონია. COVID 19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე საავადმყოფოში მოხვედრილი 41 ადამიანიდან კი, 27 მათგანი ბაზარში იმყოფებოდა.

ჰიპოთეზა, რომ ეპიდემიის აფეთქება სწორედ ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარში დაიწყო, სადაც ცხოველმა ვირუსი ადამიანს გადასდო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველაზე რეალურ ჰიპოთეზადაა მიჩნეული.

შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს, დაავადების ასეთი მასიური აფეთქება გამოიწვიოს?

დასავლეთ აფრიკაში, 2014-2016 წლებში ებოლას აფეთქებამ 28 000 ადამიანის დაინფიცირება და 11 000 მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ებოლა საერთო ჯამში, 10 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მისი აფეთქება მხოლოდ ერთი ადამიანისგან - გვინეელი 2 წლის ბიჭისგან დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როცა ხის ღრუსთან თამაშობდა, სადაც ღამურები ბუდობდნენ.

მერი მელონი კი ტიფის ციებ-ცხელების ნულოვან პაციენტადაა მიჩნეული. ციებ-ცხელება 1906 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო. ირლანდიელი ემიგრანტი, რომელსაც შემდეგ "ტიფიანი მერი“ შეარქვეს, შეძლებულ ოჯახებში მზარეულად მუშაობდა. სწორედ ამგვარი ოჯახები გახდნენ ტიფის შემთხვევათა კლასტერები, რამაც ექიმები მელონამდე მიიყვანა. მათ პაციენტს „ჯანმრთელი გადამტანი“ უწოდეს, რაც ნიშნავს, რომ თავად მელონი დაავადების სიმპტომებს თითქმის არ ამჟღავნებდ. ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები ავრცელებენ ინფექციას ფართოდ.

თუმცა, ტერმინი "ნულოვანი პაციენტი“ ხშირად სტიგმის ქვეშ ექცევა, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტთა დიდი ნაწილი დაავადების პირველი გამავრცელებლის იდენტიფიკაციის წინააღმდეგია, რადგან ამან შეიძლება, დაავადების შესახებ დეზინფორმაციას ან თავად ადამიანის ვიქტიმიზაციას (ადამიანის მსხვერპლად ქცევა) შეუწყოს ხელი.

სწორედ ასე მოხდა იმ მამაკაცის შემთხვევაში, ვინც შეცდომით შიდსის ეპიდემიის ნულოვან პაციენტად ითვლებოდა. კანადელი ბორტ გამცილებელი, ჰომოსექსუალი გეიტენ დუგესი აშშ-ში HIV-ის გავრცელებაში 1980-იან წლებში "დაადანაშაულეს“. საინტერესოა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მეცნიერებმა კვლევით აღმოაჩინეს, რომ შეუძლებელია, დუგესი პირველი ყოფილიყო, ვინც შიდსის გადაცემა დაიწყო, რადგან HIV ინფექციამ ამერიკაში კარიბიდან, 1970-იან წლებში შეაღწია.

სწორედ HIV-ის ეპიდემიის დროს, სრულიად შემთხვევით შეიქმნა ტერმინი - „პაციენტი ზერო“: ლოს ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მკვლევარები დაავადების გავრცელებას იძიებდნენ, ლათინურ ასო O-ს კი იმის აღსანიშნავად იყენებდნენ, რომ პირი კალიფორნიის შტატიდან არ იყო (outside the state of California). სხვა მკვლევრებმა სიმბოლო რიცხვ 0-ს მიამსგავსეს და სწორედ აქედან დაიბადა „ნულოვანი პაციენტის“ კონცეფცია.

"თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"შემოყვანისას უკიდურესად მძიმე იყო" - კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ ქალს, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს

LIVE "ნიუსრუმიდან" - კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული სიახლეები