მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ
FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ედ­გარ ჰუ­ვე­რი, რო­მელ­მაც 29 წლის ასაკ­ში ჩა­ი­ბა­რა გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პოს­ტი, თით­ქმის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო პო­ლი­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აქ­ცია.

მან შეძ­ლო და დიდი დეპ­რე­სი­ის, რუზ­ველ­ტის რე­ფორ­მე­ბის, ცივი ომის და ვი­ეტ­ნა­მის კონ­ფლიქ­ტის დრო­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ამე­რი­კის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ ფი­გუ­რად იქცა, რად­გან ქვეყ­ნის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და...

ამ ძლე­ვა­მო­სი­ლი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ე­ბი" წარ­მო­გიდ­გენთ:

  • ბავ­შვო­ბა და იუ­რი­დი­უ­ლი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მო­მა­ვა­ლი დი­რექ­ტო­რი 1895 წლის 1 იან­ვარს და­ი­ბა­და ვა­შინგტონ­ში. მისი მამა დი­რექ­სონ ნე­ი­ლორ ჰუ­ვე­რი კარ­ტოგ­რა­ფი­ი­სა და გე­ო­დე­ზი­ის უწყე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, დედა - შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ენი მერი შე­იტ­ლი­ნი კი, სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბო­და და ხუთი შვი­ლის აღ­ზრდა­ზე ზრუ­ნავ­და.

და-ძმას შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ედ­გა­რი ყო­ველ­თვის კარ­გად სწავ­ლობ­და სკო­ლა­ში, 11 წლი­სამ კი, ორგვერ­დი­ა­ნი გა­ზე­თის "ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი მი­მო­ხილ­ვე­ლის" გა­მო­ცე­მა და­ი­წყო, რომ­ლის­თვი­საც სტა­ტი­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლად, უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე წერ­და, მერე კი, დე­დის დახ­მა­რე­ბით ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს ერთ ცენ­ტად სთა­ვა­ზობ­და.

გო­ნე­ბა­გამ­ჭრი­ა­ხი ედ­გა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო წვრილ­მანს ამ­ჩნევ­და, დღი­ურს აწარ­მო­ებ­და და ყო­ველ­დღი­უ­რი ამინ­დის პროგ­ნოზ­თან ერ­თად, ჯი­ბის ფუ­ლის ხარ­ჯებს, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებს და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღებს ინიშ­ნავ­და.

VIDEO: ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს შეფი, რო­მელ­მაც 29 წლის ასა­კი­დან ჩა­ი­ბა­რა ეს პოს­ტი და მას თით­ქმის ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და

მარ­თა­ლია, სკო­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჰუ­ვერ­მა ამე­რი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში - ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო, მაგ­რამ მა­მის ავად­მყო­ფო­ბის გამო უარი თქვა და ჯერ ად­გი­ლობ­რივ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე, მერე სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვით, ხან­გრძლი­ვი დეპ­რე­სი­ით დათ­რგუ­ნუ­ლი მა­მის მო­ვა­ლე­ო­ბაც სა­კუ­თარ თავ­ზე იტ­ვირ­თა უფ­როს ძმას­თან ერ­თად.

ლექ­ცი­ებს ედ­გა­რი მხო­ლოდ სა­ღა­მოს ეს­წრე­ბო­და, დღი­სით კი, ამე­რი­კის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც იმ­დე­ნად გულ­დას­მით ას­რუ­ლებ­და სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას, რომ მალე კა­ტა­ლო­გის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და­ე­ვა­ლა. მარ­თა­ლია, ახალ­გაზ­რდას ბევ­რად სე­რო­ზუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ არც ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ო­ბას ჩა­უვ­ლია ფუ­ჭად - სწო­რედ იქ შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ბი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გაქ­ცე­უ­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის მო­ძი­ე­ბას ცდი­ლობ­და...

  • "წი­თე­ლი საფრ­თხე" და მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბის სე­რია

1917 წელს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ მსოფ­ლიო ომში ჩაბ­მამ და რუ­სეთ­ში მომ­ხდარ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ, ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბა გა­აძ­ლი­ე­რა, ორი წლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბა­თა სე­რი­ამ კი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის შექ­მნა აი­ძუ­ლა, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს "ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო უცხო­ე­ლე­ბის" გა­მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენ­და.

სწო­რედ ახალ გან­ყო­ფი­ლე­ბას ჩა­უდ­გა ჰუ­ვე­რი სა­თა­ვე­ში, ალექ­სან­დრ პალ­მე­რის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ კი, მისი თა­ნა­შემ­წე გახ­და და მა­სი­ურ და­პა­ტიმ­რე­ბებ­თან ერ­თად, ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ძი­ე­ბუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­სახ­ლე­ბაც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.

სწო­რედ მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნა ჰუ­ვერ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ებ­ზე ჯერ მო­ძი­ე­ბუ­ლი, მერე სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში შექ­მნა არა­სა­ი­მე­დო პირ­თა კარ­ტო­თე­კა, რო­მე­ლიც ჯერ 15 ათას "ეჭ­ვმი­ტა­ნილს" აერ­თი­ა­ნებ­და, 1921 წლის­თვის კი, 450 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და.

პალ­მე­რის თა­ნა­შემ­წის პოსტზე გა­მო­უ­ცხა­და ჰუ­ვერ­მა ბრძო­ლა ე.წ. "წი­თელ საფრ­თხეს", როცა მი­სი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა გა­სახ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ჰუ­ვერ­მა 10 ათას­ზე მეტი ე.წ. "წი­თე­ლი" და­ა­პა­ტიმ­რა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არას­დროს იზი­ა­რებ­და კო­მუ­ნის­ტურ იდე­ებს, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუ­ფალ­თა პო­ლი­ტი­კას.

  • გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რი

1924 წელს იუს­ტი­ცი­ის ახალ­მა მი­ნის­ტრმა ჰარ­ლენ სტო­უნ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აპა­რა­ტის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ი­სურ­ვა და პირ­ველ რიგ­ში კო­რუფ­ცი­ას გა­მო­უ­ცხა­და ომი, ჰუ­ვე­რი კი დრო­ე­ბით და­ნიშ­ნა გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პოსტზე, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდამ სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა მი­ნის­ტრის მო­ლო­დი­ნი და 29 წლის ასაკ­ში უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ი­ბა­რა ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ყო­ველ­თვის საზ­რი­ა­ნი, სხარ­ტად მო­აზ­როვ­ნე ჰუ­ვე­რი სწრა­ფად მიხ­ვდა, რა სჭირ­დე­ბო­და სა­მი­ნის­ტროს და სტო­უ­ნის კვალ­დაკ­ვალ თვი­თო­ნაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რე­ფორ­მე­ბი - პირ­ველ რიგ­ში გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რო­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის გა­ზარ­და მო­თხოვ­ნე­ბი, ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კი, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და­ა­წე­სა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აა­მაღ­ლა პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გან­თა­ვი­სუფ­ლდა პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან, როცა ხარ­ვე­ზებ­ზე მი­თი­თე­ბით და მო­თხოვ­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბით, ბევ­რი ისე და­აქ­ვე­ი­თა, რომ უმე­ტე­სო­ბამ სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­და­წყვი­ტა სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ახ­ლდგა­მომ­ცხვარ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯერ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვის ახა­ლი წესი შე­მო­ი­ღო, მერე კი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი კარ­ტო­თე­კა შექ­მნა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის უმ­სხვი­ლეს ბა­ზად იქცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი შეგ­ნე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­როს შიდა კავ­ში­რე­ბი, ში­ნა­გა­ნა­წე­სე­ბი და­ამ­კვიდ­რა და დრეს-კო­დის მკაც­რად დაც­ვა მო­ი­თხო­ვა, რად­გან ძა­ლი­ან არ მოს­წონ­და, როცა თა­ნამ­შრომ­ლებს სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბით მოჰ­ქონ­დათ თავი.

1934 წელს ჰუ­ვერ­მა კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის სკო­ლა და­ა­არ­სა და ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, რად­გან მა­ნამ­დე ბი­უ­როს აგენ­ტებს არც კრი­მი­ნა­ლე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის, არც ია­რა­ღის თავ­დაც­ვის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ.

ჯონ დი­ლინ­ჯე­რი

სხვა­თა­შო­რის, ჰუ­ვე­რის რე­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­გაზ­რდილ­მა აგენ­ტებ­მა მო­ი­ძი­ეს მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი განგსტე­რი ჯონ დი­ლინ­ჯე­რი, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­ი­ღუ­პა, გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ კი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის წყა­ლო­ბით შე­ი­ძი­ნა სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სი და გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როდ გა­და­კეთ­და.

  • გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო ფრანკლინ რუზ­ველ­ტის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში

ედ­გარ ჰუ­ვერ­მა ფრანკლინ რუზ­ველ­ტის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც შეძ­ლო პოს­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. მე­ტიც, უკვე რე­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბი­უ­როს­თვის ერ­თგვა­რი დე­ვი­ზი - "ერ­თგუ­ლე­ბა, სი­მა­მა­ცე, პა­ტი­ოს­ნე­ბა" მო­ი­ფიქ­რა, მერე კი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას შე­უდ­გა, რად­გან მიხ­ვდა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა იყო სა­ჭი­რო და არც შეც­და, რად­გან სა­ა­გენ­ტოს პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ჰუ­ვე­რიც, რომ­ლის ცი­ტა­ტებს მთე­ლი ქვე­ყა­ნა იმე­ო­რებ­და, ნამ­დვილ ეროვ­ნულ გმი­რად იქცა.

1940 წელს ედ­გარ ჰუ­ვერ­მა ფრანკლინ რუზ­ველ­ტის ბრძა­ნე­ბით, მი­სი­ვე პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე გა­აძ­ლი­ე­რა კონ­ტრო­ლი, რა­საც ავ­ტო­მა­ტუ­რად ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­ფარ­თო­ვე­ბა მოჰ­ყვა. ჰუ­ვერ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნის, ფრანკლი­ნის ე.წ. მტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და წე­რი­ლე­ბის ად­რე­სა­ტის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გაც­ნო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

მარ­თა­ლია, 1941 წლის 7 დე­კემ­ბერს ია­პო­ნი­ის სა­ჰა­ე­რო ჯა­რე­ბის პერლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმის და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში იძუ­ლე­ბით ჩაბ­მის შემ­დეგ ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს აგენ­ტებ­მა მა­სი­უ­რად და­ა­პა­ტიმ­რეს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ია­პო­ნე­ლე­ბი, იტა­ლი­ე­ლე­ბი და გერ­მა­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად გან­წი­რულ­თა ნუს­ხა, რო­მელ­მაც თით­ქმის 3850 "მტე­რი" და "ჯა­შუ­ში" გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ია­პო­ნე­ლე­ბის თავ­დას­ხმამ­დე ბევ­რად ადრე შედ­გა.

  • ჰუ­ვე­რის მე­თო­დე­ბის კრი­ტი­კა და მის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა

ჰარი ტრუ­მენ­მა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს შეფს ქედ­მაღ­ლო­ბა და­უ­წუ­ნა, როცა მან ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა. მთა­ვარ­სარ­დალ­მა ტრუ­მენ­მა ეს სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვად ჩათ­ვა­ლა, თუმ­ცა, ჰუ­ვერ­მა მა­ინც შეძ­ლო პოს­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან ამე­რი­კის მთავ­რო­ბის "რუხი კარ­დი­ნა­ლი" უკვე ფლობ­და მო­ცუ­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­დაც ტრუ­მენ­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა...

მარ­თა­ლია, ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს შე­ფის მე­თო­დებს ბევ­რი აკ­რი­ტი­კებ­და, მაგ­რამ მან მა­ინც ბო­ლომ­დე ღირ­სე­უ­ლად და­იც­ვა სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი და არც ჯონ კე­ნე­დის შე­უ­შინ­და, რო­მე­ლიც რი­ჩარდ ნიქ­სო­ნის მსგავ­სად, სულ ამა­ოდ ცდი­ლობ­და მის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კი­დევ ერ­თმა პრე­ზი­დენ­ტმა ლინ­დონ ჯონ­სონ­მა კი, თა­ვი­დან­ვე უარი თქვა ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან ბრძო­ლა­ზე და მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად ისიც კი გა­ნა­ცხა­და, რომ პენ­სი­ა­ზე გას­ვლის კა­ნო­ნი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დი­რექ­ტორ­ზე არას­დროს გავ­რცელ­დე­ბო­და...

  • კავ­ში­რი ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბას­თან?

ედ­გარ ჰუ­ვე­რი­სა და ჯონ კე­ნე­დის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, რად­გან "მა­რა­დი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი" მონ­დო­მე­ბით აგ­რო­ვებ­და კომ­პრო­მატს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენტზე, ღიად აკ­რი­ტი­კებ­და მის რო­მან­ტი­კულ გა­ტა­ცე­ბებს და არას­დროს იზი­ა­რებ­და ლი­ბე­რა­ლურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

კე­ნე­დის "ახა­ლი ამე­რი­კის" შექ­მნა სურ­და, მა­შინ როცა ძვე­ლი ყა­ი­დის ჰუ­ვე­რი უკვე არ­სე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­ხრო­ბო­და. სი­ტუ­ა­ცია კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ დამ­ძიმ­და, როცა გა­ირ­კვა, რომ ბი­უ­რო პრე­ზი­დენ­ტის და­ლას­ში ვი­ზი­ტამ­დე აკონ­ტრო­ლებ­და მის სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს - ლი ჰარ­ვი ოს­ვალდს, სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ კი, საქ­მეს არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იძი­ებ­და და თით­ქოს შეგ­ნე­ბუ­ლად აჭი­ა­ნუ­რებ­და. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არაა, რომ გაჩ­ნდა ეჭვი, თით­ქოს ჯონ კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი სწო­რედ ჰუ­ვე­რი იყო, თუმ­ცა მისი მხი­ლე­ბა ვერც ამ­ჯე­რად აღ­მოჩ­ნდა შე­საძ­ლე­ბე­ლი...

  • ჰუ­ვე­რის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ზე ფლობ­და, მა­შინ როცა თვი­თონ არც განგსტე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თა­კი­ლობ­და, არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით ბი­უ­როს ფი­ნან­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას. ამას­თა­ნა­ვე, გუ­ვერს არა მხო­ლოდ ქა­ლის სა­მო­სი, არა­მედ მა­მა­კა­ცე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლად ხიბ­ლავ­და. მე­ტიც, სწო­რედ მო­ად­გი­ლე კლა­იდ ტოლ­სო­ნი იყო მისი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გუ­ვე­რის ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე და სო­ლი­დუ­რი თან­ხის მფლო­ბე­ლი გახ­და, მის სახ­ლში გა­და­ბარ­გდა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის დრო­შა ჩა­ი­ბა­რა, რო­მე­ლიც გუ­ვე­რის დაკ­რძალ­ვა­ზე მის სა­სახ­ლეს ფა­რავ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
4

ესეც "პრადვინუტი" ყოფილა.

დაჩი
1

და რა არის გასაკვირი? ის არის შენზე პასუხისმგებელი, გიცავს, იცავს შენს ოჯახს აკონტროლებს ფარულ თუ ღია შეხვედრებს იცის ყველა საიდუმლო...,,ეშინოდა'' გადამეტებულად ნათქვამია მაგრამ ანგარიშგასაწევი პიროვნება იყო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ედგარ ჰუვერი, რომელმაც 29 წლის ასაკში ჩაიბარა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ხელმძღვანელობის პერიოდში, უმნიშვნელო პოლიციური განყოფილება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ორგანიზაციად აქცია.

მან შეძლო და დიდი დეპრესიის, რუზველტის რეფორმების, ცივი ომის და ვიეტნამის კონფლიქტის დროსაც შეინარჩუნა ძალაუფლება და ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, თუმცა წინააღმდეგობრივ ფიგურად იქცა, რადგან ქვეყნის წინაშე დამსახურების მიუხედავად, ბევრი მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა...

ამ ძლევამოსილი და საიდუმლოებით მოცული ადამიანის ცხოვრებას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "არაჩვეულებრივი ისტორიები" წარმოგიდგენთ:

  • ბავშვობა და იურიდიული კარიერის დასაწყისი

ფედერალური ბიუროს მომავალი დირექტორი 1895 წლის 1 იანვარს დაიბადა ვაშინგტონში. მისი მამა დირექსონ ნეილორ ჰუვერი კარტოგრაფიისა და გეოდეზიის უწყებას ხელმძღვანელობდა, დედა - შვეიცარიელი ემიგრანტების შთამომავალი ენი მერი შეიტლინი კი, საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა და ხუთი შვილის აღზრდაზე ზრუნავდა.

და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი და განებივრებული ედგარი ყოველთვის კარგად სწავლობდა სკოლაში, 11 წლისამ კი, ორგვერდიანი გაზეთის "ყოველკვირეული მიმოხილველის" გამოცემა დაიწყო, რომლისთვისაც სტატიებს დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე წერდა, მერე კი, დედის დახმარებით ახლობლებს და მეგობრებს ერთ ცენტად სთავაზობდა.

გონებაგამჭრიახი ედგარი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა და ყველა უმნიშვნელო წვრილმანს ამჩნევდა, დღიურს აწარმოებდა და ყოველდღიური ამინდის პროგნოზთან ერთად, ჯიბის ფულის ხარჯებს, ახლობლების, მეგობრების დაბადების დღეებს და ღირსშესანიშნავ თარიღებს ინიშნავდა.

VIDEO: ფედერალური ბიუროს შეფი, რომელმაც 29 წლის ასაკიდან ჩაიბარა ეს პოსტი და მას თითქმის ნახევარ საუკუნემდე ხელმძღვანელობდა

მართალია, სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ჰუვერმა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩაბარების პერსონალური მიწვევა მიიღო, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო უარი თქვა და ჯერ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მერე სამსახურის დაკარგვით, ხანგრძლივი დეპრესიით დათრგუნული მამის მოვალეობაც საკუთარ თავზე იტვირთა უფროს ძმასთან ერთად.

ლექციებს ედგარი მხოლოდ საღამოს ესწრებოდა, დღისით კი, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში მუშაობა, სადაც იმდენად გულდასმით ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, რომ მალე კატალოგის ზედამხედველობა დაევალა. მართალია, ახალგაზრდას ბევრად სეროზული ამბიციები ჰქონდა, მაგრამ არც ბიბლიოთეკაში მუშაობას ჩაუვლია ფუჭად - სწორედ იქ შეძენილი გამოცდილება გამოიყენა სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი მოქალაქეების რეგისტრაციის განყოფილებაში აღმოჩენილმა, თუმცა მანამდე ბიძის რეკომენდაციით იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც სამხედრო სამსახურიდან გაქცეული დეზერტირების მოძიებას ცდილობდა...

  • "წითელი საფრთხე" და მასობრივი დაპატიმრების სერია

1917 წელს, შეერთებული შტატების პირველ მსოფლიო ომში ჩაბმამ და რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ, ამერიკულ საზოგადოებაში ანტიკომუნისტური განწყობა გააძლიერა, ორი წლის შემდეგ რამდენიმე ქალაქში მომხდარმა აფეთქებათა სერიამ კი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური განყოფილების შექმნა აიძულა, რომლის მთავარ მიზანს "ამერიკული საზოგადოებისთვის სახიფათო უცხოელების" გამოვლენა წარმოადგენდა.

სწორედ ახალ განყოფილებას ჩაუდგა ჰუვერი სათავეში, ალექსანდრ პალმერის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ კი, მისი თანაშემწე გახდა და მასიურ დაპატიმრებებთან ერთად, ამერიკის ტერიტორიაზე მოძიებული რადიკალების ქვეყნიდან გასახლებაც საკუთარ თავზე აიღო.

სწორედ მაშინ გამოიყენა ჰუვერმა ბიბლიოთეკაში შეძენილი გამოცდილება და კომუნისტურ პარტიებზე ჯერ მოძიებული, მერე სისტემატიზირებული ინფორმაციით სულ რამდენიმე კვირაში შექმნა არასაიმედო პირთა კარტოთეკა, რომელიც ჯერ 15 ათას "ეჭვმიტანილს" აერთიანებდა, 1921 წლისთვის კი, 450 ათასამდე გაიზარდა.

პალმერის თანაშემწის პოსტზე გამოუცხადა ჰუვერმა ბრძოლა ე.წ. "წითელ საფრთხეს", როცა მისივე მონაცემების საფუძველზე დაიწყო შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპატიმრებები და ქვეყნის ტერიტორიიდან მოქალაქეთა გასახლება. რამდენიმე წელიწადში ჰუვერმა 10 ათასზე მეტი ე.წ. "წითელი" დააპატიმრა, რომელთა უმრავლესობა სინამდვილეში არასდროს იზიარებდა კომუნისტურ იდეებს, თუმცა აქტიურად აპროტესტებდა შეერთებული შტატების ხელისუფალთა პოლიტიკას.

  • გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი

1924 წელს იუსტიციის ახალმა მინისტრმა ჰარლენ სტოუნმა ადმინისტრაციული აპარატის რეორგანიზება მოისურვა და პირველ რიგში კორუფციას გამოუცხადა ომი, ჰუვერი კი დროებით დანიშნა გამოძიების ბიუროს დირექტორის პოსტზე, თუმცა ახალგაზრდამ სრულად გაამართლა მინისტრის მოლოდინი და 29 წლის ასაკში უკვე ოფიციალურად ჩაიბარა ხელმძღვანელის თანამდებობა.

ყოველთვის საზრიანი, სხარტად მოაზროვნე ჰუვერი სწრაფად მიხვდა, რა სჭირდებოდა სამინისტროს და სტოუნის კვალდაკვალ თვითონაც განახორციელა რეფორმები - პირველ რიგში გამოძიების ბიუროში მაღალი თანამდებობის დაკავების მსურველთათვის გაზარდა მოთხოვნები, ახალი თანამშრომლებისთვის კი, მისაღები გამოცდები დააწესა, მნიშვნელოვნად აამაღლა პერსონალის კვალიფიკაცია და უმტკივნეულოდ განთავისუფლდა პოლიტიკური კავშირების მქონე თანამშრომლებისგან, როცა ხარვეზებზე მითითებით და მოთხოვნების გამკაცრებით, ბევრი ისე დააქვეითა, რომ უმეტესობამ საკუთარი ნებით გადაწყვიტა სამსახურის დატოვება.

ამასთანავე, ახლდგამომცხვარმა დირექტორმა ჯერ ინფორმაციის შენახვის ახალი წესი შემოიღო, მერე კი, დაქტილოსკოპიური კარტოთეკა შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში თითის ანაბეჭდების უმსხვილეს ბაზად იქცა მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად გააძლიერა კორპორატიული შეგნება და გამოძიების ბიუროს შიდა კავშირები, შინაგანაწესები დაამკვიდრა და დრეს-კოდის მკაცრად დაცვა მოითხოვა, რადგან ძალიან არ მოსწონდა, როცა თანამშრომლებს საკუთარი კეთილდღეობით მოჰქონდათ თავი.

1934 წელს ჰუვერმა კრიმინალისტიკის სკოლა დააარსა და ეჭვმიტანილთა დაკავების უფლება მოიპოვა, რადგან მანამდე ბიუროს აგენტებს არც კრიმინალების დაპატიმრების, არც იარაღის თავდაცვის მიზნით გამოყენების საშუალება ჰქონდათ.

ჯონ დილინჯერი

სხვათაშორის, ჰუვერის რეფორმების შემდეგ, უფლებამოსილებაგაზრდილმა აგენტებმა მოიძიეს მოუხელთებელი განგსტერი ჯონ დილინჯერი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევისას ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, გამოძიების ბიურომ კი, წარმატებული ოპერაციის წყალობით შეიძინა საერთო სახელმწიფოებრივი სტატუსი და გამოძიების ფედერალურ ბიუროდ გადაკეთდა.

  • გამოძიების ფედერალური ბიურო ფრანკლინ რუზველტის მმართველობის პერიოდში

ედგარ ჰუვერმა ფრანკლინ რუზველტის მმართველობის პერიოდშიც შეძლო პოსტის შენარჩუნება. მეტიც, უკვე რეორგანიზებული ბიუროსთვის ერთგვარი დევიზი - "ერთგულება, სიმამაცე, პატიოსნება" მოიფიქრა, მერე კი, ფართო საზოგადოებასთან კავშირის დამყარებას შეუდგა, რადგან მიხვდა, რომ წარმატებული მუშაობისთვის სწორედ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება იყო საჭირო და არც შეცდა, რადგან სააგენტოს პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჰუვერიც, რომლის ციტატებს მთელი ქვეყანა იმეორებდა, ნამდვილ ეროვნულ გმირად იქცა.

1940 წელს ედგარ ჰუვერმა ფრანკლინ რუზველტის ბრძანებით, მისივე პოლიტიკურ ოპონენტებზე გააძლიერა კონტროლი, რასაც ავტომატურად ფედერალური ბიუროს უფლებამოსილების გაფართოვება მოჰყვა. ჰუვერმა სატელეფონო საუბრების მოსმენის, ფრანკლინის ე.წ. მტრების საქმიანობის გამოძიების და წერილების ადრესატის ნებართვის გარეშე გაცნობის უფლება მოიპოვა.

მართალია, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ჯარების პერლ-ჰარბორზე თავდასხმის და შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში იძულებით ჩაბმის შემდეგ ფედერალური ბიუროს აგენტებმა მასიურად დააპატიმრეს ამერიკაში მცხოვრები იაპონელები, იტალიელები და გერმანელები, მაგრამ სინამდვილეში დასაპატიმრებლად განწირულთა ნუსხა, რომელმაც თითქმის 3850 "მტერი" და "ჯაშუში" გააერთიანა, იაპონელების თავდასხმამდე ბევრად ადრე შედგა.

  • ჰუვერის მეთოდების კრიტიკა და მისგან განთავისუფლების მცდელობა

ჰარი ტრუმენმა ფედერალური ბიუროს შეფს ქედმაღლობა დაუწუნა, როცა მან ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტს მხოლოდ არაოფიციალური წერილი გაუგზავნა. მთავარსარდალმა ტრუმენმა ეს სუბორდინაციის დარღვევად ჩათვალა, თუმცა, ჰუვერმა მაინც შეძლო პოსტის შენარჩუნება, რადგან ამერიკის მთავრობის "რუხი კარდინალი" უკვე ფლობდა მოცულობით ინფორმაციას, სადაც ტრუმენზეც თავისუფლად შეიძლებოდა საინტერესო ფაქტების მოძიება...

მართალია, ფედერალური ბიუროს შეფის მეთოდებს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მან მაინც ბოლომდე ღირსეულად დაიცვა საკუთარი სტატუსი და არც ჯონ კენედის შეუშინდა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის მსგავსად, სულ ამაოდ ცდილობდა მისგან განთავისუფლებას. კიდევ ერთმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა კი, თავიდანვე უარი თქვა ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაზე და მისი გულის მოსაგებად ისიც კი განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის კანონი ფედერალური ბიუროს დირექტორზე არასდროს გავრცელდებოდა...

  • კავშირი ჯონ კენედის მკვლელობასთან?

ედგარ ჰუვერისა და ჯონ კენედის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან "მარადიული დირექტორი" მონდომებით აგროვებდა კომპრომატს ახალგაზრდა პრეზიდენტზე, ღიად აკრიტიკებდა მის რომანტიკულ გატაცებებს და არასდროს იზიარებდა ლიბერალურ შეხედულებებს.

კენედის "ახალი ამერიკის" შექმნა სურდა, მაშინ როცა ძველი ყაიდის ჰუვერი უკვე არსებულის შენარჩუნებას ემხრობოდა. სიტუაცია კენედის მკვლელობის შემდეგ დამძიმდა, როცა გაირკვა, რომ ბიურო პრეზიდენტის დალასში ვიზიტამდე აკონტროლებდა მის სავარაუდო მკვლელს - ლი ჰარვი ოსვალდს, საზარელი ტრაგედიის შემდეგ კი, საქმეს არაორგანიზებულად იძიებდა და თითქოს შეგნებულად აჭიანურებდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გაჩნდა ეჭვი, თითქოს ჯონ კენედის მკვლელობის დამკვეთი სწორედ ჰუვერი იყო, თუმცა მისი მხილება ვერც ამჯერად აღმოჩნდა შესაძლებელი...

  • ჰუვერის გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საიდუმლო ინფორმაციას თითქმის ყველა პოლიტიკურ მოღვაწეზე ფლობდა, მაშინ როცა თვითონ არც განგსტერებთან ურთიერთობას თაკილობდა, არც უფლებამოსილების გადამეტებით ბიუროს ფინანსებით სარგებლობას. ამასთანავე, გუვერს არა მხოლოდ ქალის სამოსი, არამედ მამაკაცებიც სერიოზულად ხიბლავდა. მეტიც, სწორედ მოადგილე კლაიდ ტოლსონი იყო მისი საყვარელი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გუვერის ერთადერთი მემკვიდრე და სოლიდური თანხის მფლობელი გახდა, მის სახლში გადაბარგდა და შეერთებული შტატების ის დროშა ჩაიბარა, რომელიც გუვერის დაკრძალვაზე მის სასახლეს ფარავდა.

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება

"საზარელი და შოკისმომგვრელი“ აღმოჩენა კანადაში - ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები