პარტნიორები:
    ავტორი:

    სემეკი ქოლ-ცენტრის (16 216) მომსახურების საათებს ზრდის

    სემეკი ქოლ-ცენტრის (16 216) მომსახურების საათებს ზრდის

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ქოლ-ცენტრის მომსახურების საათებს ზრდის.

    მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის საკითხებზე შეუძლიათ დარეკონ სემეკის ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216 შაბათ-კვირასაც. ქოლ-ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე.

    ამასთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org ასევე, სოციალური ქსელის - www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.

    სემეკი საქართველოს მთვარობასთან და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან ერთად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის უწყვეტი და საიმედო მიწოდება.

    "რომპეტროლ საქართველო“ COVID-19-თან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

    Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!

    ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია