სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­ცე­მუ­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რი­ლი ბრძა­ნე­ბა და დეკ­რე­ტი პარ­ლა­მენ­ტმა 115 ხმით 2-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ამ­ტკი­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ან­გე­ბო პლე­ნა­რულ სხდო­მას და­ეს­წრო და აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კენ­ჭისყრა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ა­მაც.

პარ­ლა­მენ­ტმა, ასე­ვე, და­ამ­ტკი­ცა პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რი­ლი დეკ­რე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი ეზღუ­დე­ბათ. დღე­ი­დან და­ხუ­რულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მათ შო­რის ვერც მა­ღა­ზი­ებ­ში ერ­თდრო­უ­ლად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა გავ­რცელ­დე­ბა ეკ­ლე­სი­ებ­ზეც და და­უშ­ვე­ბე­ლი ხდე­ბა, ტაძ­რებ­ში ერ­თდრო­უ­ლად 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა.

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დეკ­რე­ტის მი­ხედ­ვით, იზღუ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხ­ლებ­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის და მი­მოს­ვლის, შრო­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის, სა­კუთ­რე­ბის, გა­ფიც­ვის, მე­წარ­მე­ო­ბის და სხვა უფ­ლე­ბე­ბი.

ამ დეკ­რე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სან­ქცი­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი ბრძანება და დეკრეტი პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ საანგებო პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა.

დამტკიცებული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლების, გადაადგილების და მიმოსვლის, შრომის თავისუფლების, საჯარო სერვისების მიწოდების, საკუთრების, გაფიცვის, მეწარმეობის და სხვა უფლებები.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში

"გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში" - ალექსანდრე ერქვანია

"მადლობა პოლიციელებს, მედიკოსებს, მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს" - პრემიერი