პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრი პრე­პა­რატ „პლაქ­ვე­ნი­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. კლი­ნი­კა გან­მარ­ტავს, რომ "პლაქ­ვე­ნი­ლი" გა­მო­ი­ყე­ნე­ბა COVID-19-ის მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს და ისიც მკაც­რად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას სთხოვს, არ შე­ე­ცა­დონ ამ მე­დი­კა­მენ­ტის აფ­თი­ა­ქებ­ში შე­ძე­ნას და მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­დღე­ი­სოდ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს.

ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ჩი­ნეთ­სა და რიგ სხვა ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბო­და სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­და, მათ შო­რის:

  • რემ­დე­სი­ვი­რი
  • ლო­პი­ნა­ვირ/რი­ტო­ნა­ვი­რი
  • და­რუ­ნა­ვირ/კო­ბი­ცის­ტა­ტი
  • ატა­ზა­ნა­ვირ/რი­ტო­ნა­ვი­რი
  • ფა­ვი­პი­რა­ვი­რი
  • ქლო­რო­ქინ ფოს­ფა­ტი (დე­ლა­გი­ლი)
  • ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი)
  • რი­ბა­ვი­რი­ნი
  • ოსელ­ტა­მი­ვი­რი
  • ალფა-ინ­ტერ­ფე­რო­ნი
  • არ­ბი­დო­ლი
  • და სხვ.

ყვე­ლა ზე­მო­ა­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რემ­დე­სი­ვი­რის და ფა­ვი­პი­რა­ვი­რის გარ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში სხვა­დას­ხვა კვლე­ვებ­სა და სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტებს შო­რის ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­და­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე არ­სე­ბობ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი. აგ­რეთ­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს თა­ვი­ანთ გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და/ან მათი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი.

ჩვენ ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის, ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბე­ბის, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და COVID-19-ის პა­თო­გე­ნე­ზის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან არ­ჩე­ვის პრე­პა­რა­ტად ჩაგ­ვეთ­ვა­ლა ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი), რაც ასა­ხუ­ლია COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში.

პრე­პა­რა­ტი ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი) აქამ­დე მა­ლა­რი­ის და ზო­გი­ერ­თი რევ­მა­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ჯერ კი­დევ ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში და ამ დღი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა ავად­მყო­ფი (უსიმპტო­მო ავად­მყო­ფე­ბის გარ­და) იღებს მკურ­ნა­ლო­ბას ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით (პლაქ­ვე­ნი­ლით).

ა.წ. 19 მარტს აშშ პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­გის ლი­დე­რებ­თან და წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს პრე­პა­რა­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ და რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია FDA-ის მიერ.

პა­რა­ლე­ლუ­რად ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ და წამ­ყვან­მა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასა­ხეს თა­ვი­ანთ ოფი­ცი­ა­ლურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში.

ამ­დე­ნად, პრე­ზი­დენტ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვენ­მა ცენ­ტრმა თა­ვის დრო­ზე სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა, რაც შე­საძ­ლოა იყოს ერთ-ერთი (თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი) მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის, მათ შო­რის 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ასა­კის და სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და მე­ნე­ჯმენ­ტი (სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღი­ო­სოდ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი COVID-19-ის არ­ცერ­თი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა).

გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პლაქ­ვე­ნი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა COVID-19-ის მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს და ისიც მკაც­რად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ.

შე­სა­ბა­მი­სად, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვთხოვთ მო­სახ­ლე­ო­ბას, არ შე­ე­ცა­დონ ამ მე­დი­კა­მენ­ტის აფ­თი­ა­ქებ­ში შე­ძე­ნას და მის გა­მო­ყე­ნე­ბას COVID-19-ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, ვი­ნა­ი­დან მე­დი­კა­მენ­ტის არა­მიზ­ნობ­რივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ამ პი­როვ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

გვინ­და გა­ვა­კე­თოთ კო­მენ­ტა­რი აგ­რეთ­ვე მე­დი­კა­მენტ რემ­დე­სი­ვირ­ზე (Remdesivir), რო­მელ­ზეც არ­სე­ბობს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი.

მე­დი­კა­მენ­ტი რემ­დე­სი­ვი­რი თა­ვის დრო­ზე შე­იქ­მნა ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Gilead-ის მიერ ებო­ლას ცხე­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს ეფექ­ტი­ა­ნი არ გა­მოდ­გა. ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ, მათ შო­რის აშშ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის Anthony Fauci-ის მიერ, შე­ის­წავ­ლე­ბა ამ მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ და წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლია და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი.

Gilead Science სწო­რედ ის კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უფა­სოდ აწ­ვდის მი­ლი­არ­დო­ბით აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და მთავ­რო­ბამ უკვე მი­მარ­თეს კომ­პა­ნია Gilead Science -ს, მო­ა­წო­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­კა­მენტ რემ­დე­სი­ვი­რის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და გვაქვს იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს ამ მე­დი­კა­მენტს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კლინიკა განმარტავს, რომ "პლაქვენილი" გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით, რის შესაბამისადაც მოსახლეობას სთხოვს, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში ხდებოდა სხვადასხვა მედიკამენტების კლინიკური გამოცდა, მათ შორის:

  • რემდესივირი
  • ლოპინავირ/რიტონავირი
  • დარუნავირ/კობიცისტატი
  • ატაზანავირ/რიტონავირი
  • ფავიპირავირი
  • ქლოროქინ ფოსფატი (დელაგილი)
  • ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი)
  • რიბავირინი
  • ოსელტამივირი
  • ალფა-ინტერფერონი
  • არბიდოლი
  • და სხვ.

ყველა ზემოათაღნიშნული მედიკამენტი, რემდესივირის და ფავიპირავირის გარდა ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია და გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებსა და სხვადასხვა ექსპერტებს შორის ამ მედიკამენტების შედარებით ეფექტიანობაზე არსებობდა განსხვავებული აზრი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთ გაიდლაინებში რეკომენდებული აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები და/ან მათი კომბინაციები.

ჩვენ ცალკეული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, ზემოთაღნიშნული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული მედიკამენტებიდან არჩევის პრეპარატად ჩაგვეთვალა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი), რაც ასახულია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ხელმისაწვდომია საქართველოში.

საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში და ამ დღიდან დაწყებული ყველა ავადმყოფი (უსიმპტომო ავადმყოფების გარდა) იღებს მკურნალობას ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით).

ა.წ. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ და რომ ეს მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ.

პარალელურად ზოგიერთმა ქვეყანამ და წამყვანმა სამედიცინო ცენტრმა ეს გადაწყვეტილება ასახეს თავიანთ ოფიციალურ რეკომენდაციებში.

ამდენად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულად დაადასტურა, რომ ჩვენმა ცენტრმა თავის დროზე სწორი არჩევანი გააკეთა, რაც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ხორციელდება COVID-19-ით პაციენტების, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ასაკის და სერიოზული თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობა და მენეჯმენტი (საქართველოში სადღიოსოდ არ არის დაფიქსირებული COVID-19-ის არცერთი ლეტალური შემთხვევა).

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ.

შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

გვინდა გავაკეთოთ კომენტარი აგრეთვე მედიკამენტ რემდესივირზე (Remdesivir), რომელზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიკამენტი რემდესივირი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. ამჟამად ძალიან სერიოზული ჯგუფების მიერ, მათ შორის აშშ ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის Anthony Fauci-ის მიერ, შეისწავლება ამ მედიკამენტის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი კვლევებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები.

Gilead Science სწორედ ის კომპანიაა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უფასოდ აწვდის მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს და შესაბამისად, აქვს საქართველოსთან მჭიდრო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე მიმართეს კომპანია Gilead Science -ს, მოაწოდოს საქართველოს მედიკამენტ რემდესივირის გარკვეული რაოდენობა და გვაქვს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს“, - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი