პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე დეკრეტი გამოსცა
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე დეკრეტი გამოსცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა "სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" დეკ­რე­ტი გა­მოს­ცა.

დეკ­რეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით იზღუ­დე­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. კერ­ძოდ,

მუხ­ლი 1. სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის, ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი მზარ­დი გა­მოწ­ვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ პან­დე­მი­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით და იმი­სათ­ვის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - უზ­რუნ­ველ­ყოს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 71-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბი­სა და „სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით შე­ი­ზღუ­დოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხ­ლებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი:

1. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის­მე-13 მუხ­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი იზო­ლა­ცი­ის ან კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის პირი იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრულ ად­გი­ლას.

2. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის­მე-14 მუხ­ლი: ა) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, და­ად­გი­ნოს იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი; ბ) შე­ჩერ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო მი­მოს­ვლა, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სა; გ) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სით, და­ა­რე­გუ­ლი­როს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა და ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა.

3. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის­მე-15 მუხ­ლი: შე­ჩერ­დეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­ემ­ნის უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა.

4. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის­მე-18 მუხ­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვროს სა­ჯა­რო სერ­ვი­სე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი.

5. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის­მე-19 მუხ­ლი:სა­ქარ­თვე­ლოსმთავ­რო­ბას­მი­ე­ცე­სუფ­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­შემ­თხვე­ვა­ში, სა­კა­რან­ტი­ნო, სა­ი­ზო­ლა­ცი­ო­და­სა­მე­დი­ცი­ნო­მიზ­ნე­ბი­სათ­ვის­მის­მი­ერ­დად­გე­ნი­ლი­წე­სით­შე­ზღუ­დოს­სა­კუთ­რე­ბი­სუფ­ლე­ბა­და­გა­მო­ი­ყე­ნოს­ფი­ზი­კურ­და­ი­უ­რი­დი­ულ­პირ­თა­ქო­ნე­ბა­და­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 21-ემუხ­ლი:შე­ი­ზღუ­დოს­ნე­ბის­მი­ე­რი­სა­ხის­შეკ­რე­ბა, მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­და­ა­და­მი­ა­ნე­ბის­თავ­შეყ­რა, გარ­და­სა­ქარ­თვე­ლოსმთავ­რო­ბის­დად­გე­ნი­ლე­ბით­გან­სა­ზღვრუ­ლი­გა­მო­ნაკ­ლი­სი­შემ­თხვე­ვე­ბი­სა.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 26-ემუხ­ლი: ა) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ კერ­ძო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტებს აეკ­რძა­ლოთ, შე­ე­ზღუ­დოთ ან და­ე­ვა­ლოთ ცალ­კე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად; ბ) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვროს ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი; გ) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტებ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა; დ) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, და­ად­გი­ნოს „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, „სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი; ე) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

მუხ­ლი 2. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით შე­ჩერ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სის 31-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

მუხ­ლი 3. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა გა­ზარ­დოს 2020 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ასიგ­ნე­ბის მთლი­ა­ნი ოდე­ნო­ბის 5%-მდე.

მუხ­ლი 4. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს „ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის მე-7 პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო უფ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სის 32-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გან­გე­ბო ბი­უ­ჯე­ტი.

მუხ­ლი 5. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, შე­ა­ჩე­როს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბი­უ­ჯე­ტე­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ასიგ­ნე­ბე­ბის ხარ­ჯვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, სა­ბი­უ­ჯე­ტო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის კო­დე­ბი­სა და მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე, შე­ა­ჩე­როს ან შე­ზღუ­დოს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი შეს­ყიდ­ვე­ბის ერ­თი­ა­ნი ლექ­სი­კო­ნის (CPV) კო­დე­ბის მი­ხედ­ვით.

მუხ­ლი 6. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, პი­რო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი­სა და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე პრო­ბა­ცი­ის ოფიც­რის მიერ დად­გე­ნილ დრო­სა და ად­გი­ლას გა­მო­ცხა­დე­ბა და­ა­რე­გუ­ლი­როს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სით.

მუხ­ლი 7. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­მარ­თოს დის­ტან­ცი­უ­რად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ წე­სით სხდო­მის გა­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე არ­ცერთ პირს არ აქვს უფ­ლე­ბა, უარი გა­ნა­ცხა­დოს დის­ტან­ცი­უ­რად სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, მას­ზე უშუ­ა­ლო დას­წრე­ბის სურ­ვი­ლის მო­ტი­ვით.

მუხ­ლი 8. ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი. ამ დეკ­რე­ტი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს: 1. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - ჯა­რი­მას ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის - 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. 2. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ იმა­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, კერ­ძოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამ პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის იუ­რი­დი­უ­ლი პირი ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ან ლიკ­ვი­და­ცი­ი­თა და ჯა­რი­მით.

მუხ­ლი 9. ამ დეკ­რე­ტის მე-8 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრულ­მა პი­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

მუხ­ლი 10. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის დაც­ვის მიზ­ნით, გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მუხ­ლი 11. ეს დეკ­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წა­რედ­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

მუხ­ლი 12. ეს დეკ­რე­ტი ძა­ლა­შია გა­მო­ცე­მის მო­მენ­ტი­დან და მოქ­მე­დებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე.“, - ნათ­ქვა­მია დეკ­რეტ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე დეკრეტი გამოსცა

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე დეკრეტი გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტი გამოსცა.

დეკრეტში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იზღუდეება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში მითითებული უფლებები. კერძოდ,

მუხლი 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:

1. საქართველოს კონსტიტუციისმე-13 მუხლი: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

2. საქართველოს კონსტიტუციისმე-14 მუხლი: ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები; ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

3. საქართველოს კონსტიტუციისმე-15 მუხლი: შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

4. საქართველოს კონსტიტუციისმე-18 მუხლი: საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.

5. საქართველოს კონსტიტუციისმე-19 მუხლი:საქართველოსმთავრობასმიეცესუფლება, აუცილებლობისშემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციოდასამედიცინომიზნებისათვისმისმიერდადგენილიწესითშეზღუდოსსაკუთრებისუფლებადაგამოიყენოსფიზიკურდაიურიდიულპირთაქონებადამატერიალურისაშუალებები.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ემუხლი:შეიზღუდოსნებისმიერისახისშეკრება, მანიფესტაციადაადამიანებისთავშეყრა, გარდასაქართველოსმთავრობისდადგენილებითგანსაზღვრულიგამონაკლისიშემთხვევებისა.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ემუხლი: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები; გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები; ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.

მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.

მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.

მუხლი 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

მუხლი 8. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით. 2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 9. ამ დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

მუხლი 11. ეს დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მუხლი 12. ეს დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.“, - ნათქვამია დეკრეტში.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი