მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ
"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

რო­გორც ჩანს, მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, სა­სურ­სა­თო სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და ჰი­პერ­მა­კე­ტებ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "კარ­ფურ­ში" გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"დის­ტან­ცი­ის დაც­ვა ქარ­თუ­ლად. აქვე მთხო­ვეს თუ ფო­ტოს გა­ვა­ზი­ა­რებ­დი და­მე­მა­ტე­ბი­ნა ჰეშ­თე­გი #დარ­ჩი­სახ­ლში. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი უკვე ნერ­ვი­უ­ლობს რო­გორც ჩანს" - წერს ფო­ტოს ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა წე­რე­თე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე". ფოტო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ისთ-პო­ინ­ტში" მდე­ბა­რე "კარ­ფურ­შია" გა­და­ღე­ბუ­ლი.

ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ სხვა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ვით გო­გი­ნაშ­ვი­ლი ვარ­კე­თილ­ში მდე­ბა­რე "ფრეს­კო­ში" გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, წარ­წე­რით:

"დღეს გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო და არ და­ვი­წყებ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­მოთ­ვლას, რაც უკვე ცნო­ბი­ლია. ასე­ვე, თუ რა და რო­გორ უნდა ეკე­თე­ბი­ნათ სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებს მა­ნამ­დეც და მი­თუ­მე­ტეს ახლა. ვდებ ფო­ტო­ებს. არის ჩემს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი დღეს ვარ­კე­თი­ლის ფრეს­კო­ში. შე­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე რაც ხდე­ბო­და და გა­მო­ვე­დი. ალ­ბათ 200 ადა­მი­ა­ნი მა­ინც იყო. რი­გე­ბი, არა­ნა­ი­რი დის­ტან­ცია, და­შო­რე­ბა ალ­ბათ 2 სმ. იყო, არა­ნა­ი­რი მაფრ­თხი­ლებ­ლე­ბი, არც კარს აკონ­ტრო­ლებ­და ვინ­მე 10 კა­ცის შეშ­ვე­ბა­ზე და ა.შ. არა­და იქვე გვერ­დზე უბ­ნის მარ­კეტს გა­კე­თე­ბუ­ლი ქონ­და დე­ზო­ბა­რი­ე­რი, 10 კაც­ზე მეტს არ უშ­ვებ­დნენ და რა­ვი­ცი რეს­პექტ მათ.მანდ მთა­ვა­რია ვა­სირ სოფ­რომ­მა მეტი ფული ჩა­ი­დოს ალ­ბათ. რის კო­რო­ნა რაის მა­ღალ­ფარ­დოვ­ნუ­ლი სი­ტყვე­ბი მათ ფე­იჯ­ზე... მე­ტის გა­და­ღე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი".

სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში შექ­მნი სი­ტუ­ა­ცი­ას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნა, რომ "ის რაც დღეს ხდე­ბა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია".

"ეს პრობ­ლე­მას უქ­მნის თვი­თონ სუ­პერ­მარ­კე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს. დახლზე შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი გარ­კვე­უ­ლი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ არ იყოს, რა­საც სა­ფუძ­ვე­ლი არა აქვს, რად­გან მო­წო­დე­ბის და მა­რა­გე­ბის კუ­თხით სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვართ. ეს შექ­მნის პრობ­ლე­მებს უშუ­ა­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­თი ხალ­ხმრავ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვენ ვზრდით ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად რის­კებს. უბ­რა­ლოდ მო­გი­წო­დებთ, რომ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ვი­ყოთ და მშვიდ რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რძე­ლოთ სურ­სა­თის შე­ძე­ნა ისე, რო­გორც ამას ვა­კე­თებ­დით წინა დღე­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში სურ­სა­თის მა­რა­გე­ბი საკ­მა­რი­სია, გახ­სნი­ლია ლარ­სის სა­ბა­ჟო პუნ­ქტიც და სურ­სა­თი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში შე­მო­დის.

ცნო­ბის­თვის, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, რაც გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათ შო­რის "10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა იზღუ­დე­ბა მარ­კე­ტებ­შიც".

"რაც შე­ე­ხე­ბა მარ­კე­ტებს, მარ­კეტ­ში უნდა და­წეს­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი, რაც მათ და­ა­ვა­ლებს, რომ მარ­კეტ­ში არ უნდა იყოს ათ კაც­ზე მეტი... უნდა ვნა­ხოთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კები, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს ევ­რო­პა­ში" - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xyz
4

მივმართავ ანტიქრისტე ოპოზიციას: მაღაზიებში საშიში არ არის ხომ?

ავტორი:

"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასურსათო სუპერმარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში ხალხმრავლობა შეინიშნება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში "კარფურში" გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა:

"დისტანციის დაცვა ქართულად. აქვე მთხოვეს თუ ფოტოს გავაზიარებდი დამემატებინა ჰეშთეგი #დარჩისახლში. მომსახურე პერსონალი უკვე ნერვიულობს როგორც ჩანს" - წერს ფოტოს ავტორი ბიძინა წერეთელი "ფეისბუქზე". ფოტო სავაჭრო ცენტრ "ისთ-პოინტში" მდებარე "კარფურშია" გადაღებული.

ანალოგიური მდგომარეობაა დედაქალაქში არსებულ სხვა სასურსათო მაღაზიებში. ინტერნეტმომხმარებელი დავით გოგინაშვილი ვარკეთილში მდებარე "ფრესკოში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, წარწერით:

"დღეს გამოცხადდა საგანგებო და არ დავიწყებ რეგულაციების ჩამოთვლას, რაც უკვე ცნობილია. ასევე, თუ რა და როგორ უნდა ეკეთებინათ სასურსათო მაღაზიებს მანამდეც და მითუმეტეს ახლა. ვდებ ფოტოებს. არის ჩემს მიერ გადაღებული დღეს ვარკეთილის ფრესკოში. შევედი, დავინახე რაც ხდებოდა და გამოვედი. ალბათ 200 ადამიანი მაინც იყო. რიგები, არანაირი დისტანცია, დაშორება ალბათ 2 სმ. იყო, არანაირი მაფრთხილებლები, არც კარს აკონტროლებდა ვინმე 10 კაცის შეშვებაზე და ა.შ. არადა იქვე გვერდზე უბნის მარკეტს გაკეთებული ქონდა დეზობარიერი, 10 კაცზე მეტს არ უშვებდნენ და რავიცი რესპექტ მათ.მანდ მთავარია ვასირ სოფრომმა მეტი ფული ჩაიდოს ალბათ. რის კორონა რაის მაღალფარდოვნული სიტყვები მათ ფეიჯზე... მეტის გადაღება ვერ მოვასწარი".

სასურსათო მაღაზიებში შექმნი სიტუაციას უკვე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აღნიშნა, რომ "ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია".

"ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში სურსათის მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი ჩვეულ რეჟიმში შემოდის.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მათ შორის "10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებშიც".

"რაც შეეხება მარკეტებს, მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში" - აღნიშნა გახარიამ.

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

გურჯაანში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

"პოლიტიკაში მრევენ... თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები და ვიტყვი ყველაფერს" - პაატა იმნაძე