პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღუდავს თუ არა საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს?
ზღუდავს თუ არა საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს?

სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტებ­ში არ ზღუ­დავს სატ­ვირ­თო ოპე­რა­ცი­ებს,- ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სსიპ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, პორ­ტე­ბი რჩე­ბა ღია და აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან არ­სე­ბუ­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე საკ­მა­რი­სია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის.

სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტებ­ში 2 მარ­ტი­დან გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, რაც ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მომ­სვლე­ლი გე­მე­ბის სკრი­ნინ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით:

სა­ზღვრის კვე­თა ეზღუ­დე­ბათ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს;

ხმე­ლეთ­თან კავ­ში­რი ეზღუ­დე­ბათ და თერ­მოსკრი­ნინგს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან გემ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი, თუ გემი, მისი ეკი­პა­ჟის წევ­რი(ები) ან მგზავ­რე­ბი ბოლო 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში;

ამას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მომ­სვლელ­მა ყვე­ლა გემ­მა მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თით ადრე უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სა­დაც გე­მის კა­პი­ტა­ნი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წერს გე­მის ეკი­პა­ჟის და მგზავ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

თუკი აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ად­გე­ნის შემ­დგომ ნავ­სად­გურ­ში, ან ღუ­ზა­ზე დგო­მის პე­რი­ოდ­ში გემ­ზე მყოფ რო­მე­ლი­მე პირს რა­ი­მე სიმპტო­მი და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, გე­მის კა­პი­ტა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ტყო­ბი­ნოს ნავ­სად­გუ­რის კა­პი­ტანს და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს. შე­დე­გად, მაქ­სი­მა­ლუ­რად იზღუ­დე­ბა ხმე­ლე­თი­დან კონ­ტაქ­ტი იმ მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას­თან, რო­მელ­ზე მყოფ პირ­საც აღე­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე სიმპტო­მი.

ნავ­სად­გუ­რის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ოფიც­რე­ბი, ლოც­მა­ნე­ბი და სხვა პი­რე­ბი, რო­მელ­თა ას­ვლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბით და წე­სე­ბის დაც­ვით და­იშ­ვე­ბი­ან გემ­ზე, რო­მელ­ზეც იზღუ­დე­ბა ხმე­ლეთ­თან კავ­ში­რი.

21 მარ­ტი­დან ნავ­სად­გუ­რის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხუ­რებს და­უ­რიგ­დათ თერ­მო­მეტ­რე­ბი და მო­რი­გე ოფიც­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ გა­ი­ზო­მონ ტემ­პე­რა­ტუ­რა.

ნავ­სად­გუ­რის კა­პი­ტა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია აკონ­ტრო­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ამას­თან ერ­თად გა­ა­კონ­ტრო­ლოს ლოც­მა­ნის მიერ თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა და პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მო­ყე­ნე­ბა.

სა­ა­გენ­ტო სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია პორ­ტში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა ხდე­ბა დრო­უ­ლად, მოქ­მე­დე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, ატა­რე­ბენ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყფილ­ნი არი­ან პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­ზინ­ფექ­ცია უტარ­დე­ბა ტვირ­თსაც.

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო მოქ­მე­დებს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს პორ­ტებ­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყვე­ლა მი­თი­თე­ბის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბას, რათა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ­თან ერ­თად პორ­ტში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ზღუდავს თუ არა საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს?

ზღუდავს თუ არა საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს?

საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში არ ზღუდავს სატვირთო ოპერაციებს,- ამის შესახებ ნათქვამია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პორტები რჩება ღია და აგრძელებს მუშაობას.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული ღონისძიებები ამ ეტაპზე საკმარისია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის.

საქართველოს პორტებში 2 მარტიდან გამკაცრებული წესები მოქმედებს, რაც ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას ემსახურება.

დღეის მდგომარეობით:

საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში;

ამასთან ერთად, საქართველოს ნავსადგურებში შემომსვლელმა ყველა გემმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია (MARITIME DECLARATION OF HEALTH), სადაც გემის კაპიტანი დაწვრილებით აღწერს გემის ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თუკი აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოადგენის შემდგომ ნავსადგურში, ან ღუზაზე დგომის პერიოდში გემზე მყოფ რომელიმე პირს რაიმე სიმპტომი დაუფიქსირდება, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნავსადგურის კაპიტანს და შესაბამის სამსახურებს. შედეგად, მაქსიმალურად იზღუდება ხმელეთიდან კონტაქტი იმ მცურავ საშუალებასთან, რომელზე მყოფ პირსაც აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები, ლოცმანები და სხვა პირები, რომელთა ასვლაც აუცილებელია, მხოლოდ შესაბამისი ეკიპირებით და წესების დაცვით დაიშვებიან გემზე, რომელზეც იზღუდება ხმელეთთან კავშირი.

21 მარტიდან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურებს დაურიგდათ თერმომეტრები და მორიგე ოფიცრები ვალდებულნი არიან დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გაიზომონ ტემპერატურა.

ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია აკონტროლოს თანამშრომლების მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება, ამასთან ერთად გააკონტროლოს ლოცმანის მიერ თავისი ვალდებულების შესრულებამდე ტემპერატურის გაზომვა და პირადი დაცვის საშუალებების დადგენილი წესით გამოყენება.

სააგენტო სრულ კოორდინაციაშია პორტში მოქმედ ორგანიზაციებთან.

ყველა ორგანიზაციის ინფორმირება ხდება დროულად, მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს და თანამშრომლები უზრუნველყფილნი არიან პირადი დაცვის საშუალებებით.

საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია უტარდება ტვირთსაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოქმედებს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში და უზრუნველყოფს პორტებში მოქმედი ყველა ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ყველა მითითების ზედმიწევნით შესრულებას, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათთან ერთად პორტში მომუშავე ყველა პირის ჯანმრთელობა" - ნათქვამია განცხადებაში.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი