პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება..." - საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს
"პატრიარქმა ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება..." - საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო წმინ­და სი­ნო­დის ოქმს აქ­ვეყ­ნებს. AMBEBI.GE წმინ­და სი­ნო­დის ოქმს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა გახ­სნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ. მი­სალ­მე­ბის შემ­დეგ, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ისა­უბ­რა მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID 19) პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე.

მან ბრძა­ნა, რომ ღმერ­თის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, რომ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, რი­თაც ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა;

ასე­ვე დას­ძი­ნა: ჩვენ­ზე არის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რათა ჩვე­ნი მხრი­დან მი­ვი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; გვწამს, რომ სუ­ლიწ­მინ­დის შე­წევ­ნით ეს მო­ხერ­ხდე­ბა.

წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის მდივ­ნად აირ­ჩი­ეს გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა). კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ მო­უ­წო­და მღვდელმთავ­რებს და სი­ტყვა გა­დას­ცა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრეს, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი).

მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ ისა­უბ­რა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ და გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­მო­ად­გი­ნა ტექ­სტი. მან რამ­დე­ნი­მე მღვდელმთავ­რის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა ტექ­სტე­ბის შე­სა­ხე­ბაც მო­ახ­სე­ნა წმ. სი­ნოდს. მე­ო­რე ტექ­სტი წარ­მო­ად­გი­ნა ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი).

მე­სა­მე ტექ­სტი წა­ი­კი­თხა ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გრი­გოლ­მა (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი). მე­ო­თხე - გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ (გვა­ზა­ვა). ტექ­სტე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა. მსჯე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მიტ­რო­პო­ლი­ტებ­მა: ისა­ი­ამ (ჭან­ტუ­რია), და­ვით­მა (მა­ხა­რა­ძე), სერ­გიმ (ჩე­კუ­რიშ­ვი­ლი), თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე), სა­ბამ (გი­გი­ბე­რია), დი­მიტ­რიმ (ში­ო­ლაშ­ვი­ლი), გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძე), ილა­რი­ონ­მა (ქი­ტი­აშ­ვი­ლი), მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სებ­მა:

სპი­რი­დონ­მა (აბუ­ლა­ძე) და ია­კობ­მა (ია­კო­ბიშ­ვი­ლი), ეპის­კო­პო­სებ­მა მი­ქა­ელ­მა (გაბ­რი­ჭი­ძე) და გრი­გოლ­მა (კა­ცია).წმ. სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. ახალ­მა ვირუს­მა ადა­მი­ა­ნე­ბი მო­რი­გი დიდი გა­მოც­დის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა, რაც პა­სუ­ხის გა­ცე­მას მო­ი­თხოვს. პირ­ველ რიგ­ში კი გვმარ­თებს გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ამ მოვ­ლე­ნის სუ­ლი­ე­რი მი­ზე­ზე­ბი.

მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ადა­მი­ა­ნის ღვთის­გან და­შო­რე­ბაა. გან­საც­დე­ლე­ბი არ არის შემ­თხვე­ვი­თი, არა­მედ ღმერ­თის დაშ­ვე­ბით მო­ევ­ლი­ნე­ბა ადა­მი­ანს, რათა უფრო მე­ტად შე­იც­ნოს სა­კუ­თა­რი თავი, სი­ნა­ნუ­ლი­სა და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მო­ფხვრას ცოდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს პი­როვ­ნე­ბას სუ­ლი­ე­რად და ხორ­ცი­ე­ლად.

ჩვენ, ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, არ ვუ­შინ­დე­ბით და არ გა­ვურ­ბი­ვართ გან­საც­დელს, არა­მედ ვი­ღებთ თავ­მდაბ­ლო­ბით და ვე­ძი­ებთ მისი დაძ­ლე­ვის გზებს. ასეთ დროს მორ­წმუ­ნე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წმინ­და და დიდი მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, აძ­ლი­ე­რებ­დნენ მარ­ხვა­სა და ლოც­ვას.შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, თუ რამ­დე­ნად საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტა­ძარ­ში მორ­წმუ­ნე­თა სიმ­რავ­ლე და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა სული წმინ­დის მოქ­მე­დე­ბის სფე­როა, სა­დაც აღეს­რუ­ლე­ბა ღვთა­ებ­რი­ვი სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­ნაღ­მრთობს და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას­თან თა­ნა­ზი­არ­ყოფს ადა­მი­ანს.

ად­გი­ლი სუ­ლიწ­მინ­დის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბი­სა არის ტა­ძა­რი.ევ­ქა­რის­ტია არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი არსი; ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რი გვა­ერ­თი­ა­ნებს უფალ იესო ქრის­ტეს­თან და ერ­თმა­ნეთ­თან; წმინ­და ზი­ა­რე­ბა არის სა­კურ­ნე­ბე­ლი სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა მათ­თვის, ვინც რწმე­ნი­თა და სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის დაც­ვით ეზი­ა­რე­ბა.ამი­ტო­მაც, ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი­სათ­ვის ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის არსში და­ეჭ­ვე­ბა და მოქ­მე­დე­ბით ამის გა­მო­ხატ­ვა, - მა­გა­ლი­თად, სა­ზი­ა­რე­ბელ სა­ერ­თო კოვზზე უა­რის თქმა, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის გა­დამ­ტან წყა­რო­ზე, - ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამ კრი­ტი­კულ პე­რი­ოდ­ში წმინ­და სი­ნო­დი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ებს:

1. ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­სა და მო­ნას­ტერ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა მარ­ხვის ტი­პი­კო­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ის წეს-გან­გე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

2. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში და მის გა­რეთ და­მონ­ტაჟ­დეს გახ­მო­ვა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რათა მრევ­ლმა ღია სივ­რცე­შიც შეძ­ლოს სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

3. ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და­სა­ყო­ლე­ბე­ლი სას­მე­ლის (წყლი­ა­ნი ღვი­ნის) მი­ღე­ბა და­საშ­ვე­ბია სხვა­დას­ხვა ჭურ­ჭლით.

4. რის­კის ჯგუფ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს - ხან­დაზ­მუ­ლებს, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა და დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პი­რებს, ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ან კა­რან­ტინ­ში მყოფთ, ან ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ად­გილ­ზე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მი­ე­ცე­მათ და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

5. და­სა­ფა­სე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის, თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით.წმინ­და სი­ნო­დი მორ­წმუ­ნე­ებს მო­უ­წო­დებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცე­ე­ბი და სიფრ­თხლით მო­ე­კი­დონ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს. ეს არის მოყ­ვას­ზე ზრუნ­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ამით და­ვი­ცავთ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას და მო­ვე­რი­დე­ბით, გავ­ხდეთ სხვა­თა დას­ნე­ბოვ­ნე­ბის მი­ზე­ზი.არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნურ სი­კე­თეს და ურ­თი­ერ­თმხარ­და­ჭე­რას. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნი­სა და ღირ­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

6. ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ყვე­ლამ წა­ვი­კი­თხოთ თითო თავი სა­ხა­რე­ბი­დან, ყო­ველ­დღე ვთქვათ ლოც­ვე­ბი: „მა­მაო ჩვე­ნო“, „ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო, გი­ხა­რო­დენ“ და “მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე“, რათა ერ­თო­ბით შე­ვა­ვედ­როთ უფალს სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო.

7. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მზად არის, გას­წი­ოს სუ­ლი­ე­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რებ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზე.ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მზად არის, ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან, რათა არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი პა­ცი­ენ­ტე­ბი.

არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი გა­და­ვი­ტა­ნეთ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე: სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, ომე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის ეპი­დე­მია. ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყა­ლო­ბით და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შე­წევ­ნით, ჩვენ ერ­თად, - ერი და ბერი, გა­და­ვი­ტანთ ამ გან­საც­დელ­საც და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით შე­ვე­გე­ბე­ბით ქრის­ტეს აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს.„უფა­ლი ნა­თელ ჩემ­და და მა­ცხო­ვარ ჩემ­და; ვისა მე­ში­ნო­დის? უფა­ლი შე­სა­ვე­დე­რე­ბელ არს ცხოვ­რე­ბი­სა ჩე­მი­სა, ვის­გან შევძრწუნ­დე?“ (ფსალ.26-1).ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო !- ნათ­ქვა­მია წმინ­და სი­ნო­დის ოქ­მში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"პატრიარქმა ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება..." - საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს

"პატრიარქმა ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება..." - საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს. AMBEBI.GE წმინდა სინოდის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:

"წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა;

ასევე დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). კათოლიკოს-პატრიარქმა, საკითხის განხილვაში, აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების შესახებაც მოახსენა წმ. სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). მეოთხე - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა). ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლიტებმა: ისაიამ (ჭანტურია), დავითმა (მახარაძე), სერგიმ (ჩეკურიშვილი), თეოდორემ (ჭუაძე), საბამ (გიგიბერია), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), გერასიმემ (შარაშენიძე), ილარიონმა (ქიტიაშვილი), მთავარეპისკოპოსებმა:

სპირიდონმა (აბულაძე) და იაკობმა (იაკობიშვილი), ეპისკოპოსებმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) და გრიგოლმა (კაცია).წმ. სინოდმა განაჩინა:დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში კი გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები.

მთავარი მიზეზი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნებას სულიერად და ხორციელად.

ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.ეკლესიის ყველა საიდუმლოება სული წმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღმრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს.

ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი; ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან; წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, - მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, - ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.

2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა.

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს - ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.

5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.

7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია. ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, - ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალ.26-1).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო !- ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი