პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება... ვერ ვიტყვი, რომ ეს მკაცრი შეზღუდვებია" - კონსტიტუციონალისტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაზე
"ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება... ვერ ვიტყვი, რომ ეს მკაცრი შეზღუდვებია" - კონსტიტუციონალისტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მი­ი­ღეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო თით­ქმის 3 თვეა ებ­რძვის.

რა შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­რე­შე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE საია-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორს მე­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა ვი­თა­რე­ბაა ახლა პრო­ცე­დუ­რუ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით რა ვა­და­ში ამოქ­მედ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სრულ­ყო­ფი­ლად?

- ამ ეტაპ­ზე ჩვენ გვაქვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ამას სჭირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბა, შემ­დეგ პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცია და ამის შემ­დეგ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე ძა­ლა­შია. პრო­ცე­დუ­რუ­ლად, შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ამ­ტკი­ცოს ან უარი თქვას, მაგ­რამ და­ამ­კი­ცებს, ცხა­დია.

ასევე დაგაინტერესებთ
14:21 / 21-03-2020

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

14:39 / 21-03-2020

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

15:13 / 21-03-2020

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

17:40 / 21-03-2020

"მადლობა პოლიციელებს, მედიკოსებს, მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს" - პრემიერი

20:23 / 21-03-2020

ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის ბრძანება

21:32 / 21-03-2020

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

რა უფ­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბა, ეს უკვე დეკ­რე­ტებ­ში უნდა გა­ი­წე­როს, რო­მელ­საც გა­მოს­ცემს პრე­ზი­დენ­ტი. თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რაც პრე­მი­ერ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­წე­რე­ბა დეკ­რე­ტებ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვა­ლი­დან უკვე ყვე­ლა­ფე­რი შევა ძა­ლა­ში სრულ­ყო­ფი­ლად. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით წა­რი­მარ­თე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ხვა­ლი­დან უკვე ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მედ­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა.

- შე­ზღუდ­ვე­ბი აქამ­დეც იყო და­წე­სე­ბუ­ლი, რა იც­ვლე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ ?

- სი­ხა­ლე ის არის, რომ რაც აქამ­დე იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რის მიერ, ის შე­ზღუდ­ვე­ბი ატა­რებ­და სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ათს. ახლა უკვე ხდე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მისი და­უც­ვე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს კონ­კრე­ტულ სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. თუ რა სა­ხის იქ­ნე­ბა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში, ეს უნდა გა­ი­წე­როს დეკ­რე­ტებ­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ცე­მა.

და­ე­მა­ტა ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ ათ კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა იკ­რძა­ლე­ბა, რა­ღა­ცე­ე­ბი გა­ამ­კაც­რეს კი­დევ. ამ მო­მენ­ტში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც არ ეხე­ბა მე­დი­ას, კარ­გია, რად­გან ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი ამ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის რაც არის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს, ამ აკ­რძალ­ვე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა მი­იღ­წეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს შე­ზღუდ­ვე­ბი რაც წეს­დე­ბა, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის.

კი­დევ, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ დეკ­რე­ტებ­ში გა­ი­წე­რე­ბა, ეს არის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბა.

საია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­ნი­ტო­რინ­გებს სა­სამ­რთლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს არ ეყო­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი თვა­ლი, ამი­ტომ ვნა­ხოთ ეს რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს? შე­ზღუდ­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ა­საც და­უ­წეს­დე­ბა?

- იდე­ა­ში რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ ზღუ­დავს ვერც დეკ­რე­ტე­ბი. ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 16- მუხ­ლით არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ იქაც აიკ­რძა­ლე­ბა ათ კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. ალ­ბათ წირ­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ თუ ეს გა­ი­წე­რა დეკ­რეტ­ში, მათ მო­უ­წევთ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. თუმ­ცა ეს სა­დაო სა­კი­თხია და ვნა­ხოთ, რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, აღმსა­რებ­ლო­ბის და რი­ტუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ისე­თი­ვე უნი­ვერ­სა­ლუ­რია, რო­გორც მა­გა­ლი­თად სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ იზღუ­დე­ბა. თუმ­ცა აქ ალ­ბათ მო­ი­ძებ­ნე­ბა შუ­ა­ლე­დი.

- სა­ერ­თო ჯამ­ში რამ­დე­ნად მკაც­რია ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც და­წეს­დე­ბა?

- ვერ ვი­ტყვით, რომ ძა­ლი­ან მკაც­რია. პა­სუ­ხობს ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს, რომ არ მოხ­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი არ შე­მო­უ­ღი­ათ, რად­გან იგი ძა­ლი­ან მკაც­რია და გუ­ლის­ხმობს, რომ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე სახ­ლი­დან გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა. ეს კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი უფრო მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ბა ცხად­დე­ბა ამ­ბო­ხე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის, დამ­ხო­ბის დროს. ასე­ვე შე­ზღუდ­ვე­ბი არ და­წე­სე­ბია სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტინს, ანუ ადა­მი­ა­ნის გა­რეთ გას­ვლა არ იკ­რძა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება... ვერ ვიტყვი, რომ ეს მკაცრი შეზღუდვებია" - კონსტიტუციონალისტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაზე

"ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება... ვერ ვიტყვი, რომ ეს მკაცრი შეზღუდვებია" - კონსტიტუციონალისტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაზე

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღეს. აღნიშნული ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

რა შეზღუდვები წესდება ქვეყანაში და რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის გარეშე, ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორს მერაბ ქართველიშვილს ესაუბრა.

- რა ვითარებაა ახლა პროცედურულად, დაახლოებით რა ვადაში ამოქმედდება საგანგებო მდგომარეობა სრულყოფილად?

- ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილება მიღებული, ამას სჭირდება პრეზიდენტის ბრძანება, შემდეგ პრემიერ- მინისტრის კონტრასიგნაცია და ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა უკვე ძალაშია. პროცედურულად, შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ან უარი თქვას, მაგრამ დაამკიცებს, ცხადია.

რა უფლებები იზღუდება, ეს უკვე დეკრეტებში უნდა გაიწეროს, რომელსაც გამოსცემს პრეზიდენტი. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაც პრემიერმა ჩამოთვალა ყველაფერი გაიწერება დეკრეტებში. სავარაუდოდ, ხვალიდან უკვე ყველაფერი შევა ძალაში სრულყოფილად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაჩქარებული წესით წარიმართება მოვლენები, ხვალიდან უკვე ყველა პროცედურა იქნება დასრულებული საიმისოდ, რომ სრულყოფილად ამოქმედდეს საგანგებო მდგომარეობა.

- შეზღუდვები აქამდეც იყო დაწესებული, რა იცვლება საგანგებო მდგომარეობის ძალაში შესვლის შემდეგ ?

- სიხალე ის არის, რომ რაც აქამდე იყო გამოცხადებული პრემიერის მიერ, ის შეზღუდვები ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. ახლა უკვე ხდება სავალდებულო და მისი დაუცველობა გამოიწვევს კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ რა სახის იქნება ეს პასუხისმგებლობა სხვადასხვა შემთხვევებში, ეს უნდა გაიწეროს დეკრეტებში, რომელიც გამოიცემა.

დაემატა ის შეზღუდვები, რომ ათ კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, რაღაცეები გაამკაცრეს კიდევ. ამ მომენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შეზღუდვები, რაც არ ეხება მედიას, კარგია, რადგან ლეგიტიმური მიზანი ამ საგანგებო ვითარების რაც არის, რომ კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, ამ აკრძალვების გარეშეც შეიძლება მიიღწეს. საერთო ჯამში, ეს შეზღუდვები რაც წესდება, სრულიად გასაგებია ჩემთვის.

კიდევ, რაც სავარაუდოდ დეკრეტებში გაიწერება, ეს არის სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება.

საია წლების განმავლობაში ამონიტორინგებს სასამრთლო პროცესების მიმდინარეობას, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლო პროცესებს არ ეყოლება ობიექტური მაკონტროლებელი თვალი, ამიტომ ვნახოთ ეს როგორ დარეგულირდება.

- რაც შეეხება რელიგიურ რიტუალებს? შეზღუდვები ეკლესიასაც დაუწესდება?

- იდეაში რელიგიურ რიტუალებს და რელიგიის თავისუფლებას ვერ ზღუდავს ვერც დეკრეტები. ეს კონსტიტუციის 16- მუხლით არის გარანტირებული, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ იქაც აიკრძალება ათ კაცზე მეტის შეკრება. ალბათ წირვები ჩატარდება, მაგრამ თუ ეს გაიწერა დეკრეტში, მათ მოუწევთ ამის გათვალისწინება. თუმცა ეს სადაო საკითხია და ვნახოთ, როგორ დარეგულირდება. რელიგიური მრწამსის, აღმსარებლობის და რიტუალების უფლება, ისეთივე უნივერსალურია, როგორც მაგალითად სიცოცხლის უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ იზღუდება. თუმცა აქ ალბათ მოიძებნება შუალედი.

- საერთო ჯამში რამდენად მკაცრია ის შეზღუდვები, რაც დაწესდება?

- ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მკაცრია. პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. მაგალითად, კომენდანტის საათი არ შემოუღიათ, რადგან იგი ძალიან მკაცრია და გულისხმობს, რომ შესაბამისი დოკუმენტების გარეშე სახლიდან გასვლა იკრძალება. ეს კომენდანტის საათი უფრო მეტად გამოიყენება, როდესაც საგანგებო მდგომარება ცხადდება ამბოხების, ან სახელმწიფო გადატრიალების, დამხობის დროს. ასევე შეზღუდვები არ დაწესებია საყოველთაო კარანტინს, ანუ ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი