Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

"ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ვა­ცხა­დებ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი არ შე­ე­ხო ისეთ უფ­ლე­ბებს, რო­გო­რიც არის გა­მო­ხატ­ვის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­უ­ფერ­ხებ­ლად უნდა შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

"ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბი უნდა იყოს, რომ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი და არ იქნა შე­ზღუ­დუ­ლი არც გა­მო­ხატ­ვის და არც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რათა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ასე­ვე, დეკ­რე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებ­ში არ შე­დის არც სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი დ არც კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გა­მო­ცხა­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 21 აპ­რი­ლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო თით­ქმის 3 თვეა ებ­რძვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 47-მდე გა­ი­ზარ­და, მათ­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­მამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის, გარ­კვე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და სხვა არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

00:00 / 00:00
ავტორი:

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვები არ შეეხო ისეთ უფლებებს, როგორიც არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. მისივე თქმით, მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება.

"ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლების უფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი დ არც კომენდანტის საათის გამოცხადება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში