სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ვი­ღეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჰქონ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და ამა­ვე დროს, კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­ჟა­მად კავ­შირ­ზეა რო­გორც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ეს­პა­ნეთ­ში, ასე­ვე ოჯახ­თან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ამ ოჯა­ხის ყო­ველ­მხრივ დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 19 მარტს ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 74 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 48-მდე გა­ი­ზარ­და, მათ­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის, გარ­კვე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და სხვა არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ესპანეთში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება", - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, 19 მარტს ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი