პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი
"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ იზღუ­დე­ბა 10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა. მთავ­რო­ბას ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბს, ბიზ­ნესსტრუქ­ტუ­რებს შე­უ­ზღუ­დოს ან და­ა­ვა­ლოს კონ­კრე­ტული საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თლ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, 10 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა ეკ­ლე­სი­ა­საც და­უ­წეს­დე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. შეკ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა 10 კა­ცამ­დე ეხე­ბა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და ამის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა გახ­ლავთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი გახ­ლავთ ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მი­უ­ხე­და­ვად მათი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, 10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა მარ­კეტ­შიც.

"მარ­კეტ­ში უნდა და­წეს­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი, რაც მათ და­ა­ვა­ლებს, რომ მარ­კეტ­ში არ უნდა იყოს ათ კაც­ზე მეტი... უნდა ვნა­ხოთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კები, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს ევ­რო­პა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტს, ტრან­სპორ­ტი სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა და აქ იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ" - აღ­ნიშ­ნა მან.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ცხად­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო თით­ქმის 3 თვეა ებ­რძვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 47-მდე გა­ი­ზარ­და, მათ­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­მამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის, გარ­კვე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და სხვა არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა შეზღუდული იქნება მარკეტშიც.

"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში. რაც შეეხება ტრანსპორტს, ტრანსპორტი სხვა განზომილებაა და აქ იქნება სპეციალური პირობები, რომ ადამიანების ტრანსპორტირება მოახდინონ" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"