მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი
"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ინ­დო­ეთ­ში უცხო­ე­ლე­ბის შეს­ვლა 15 აპ­რი­ლამ­დე აიკ­რძა­ლა, შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი... ქვე­ყა­ნა­ში და­კე­ტი­ლია სკო­ლე­ბი, მო­ლე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი...

ბო­ლი­ვუდ­მა შე­ა­ჩე­რა გა­და­ღე­ბე­ბი, ბო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­იც­ვან... ინ­დო­ე­თის მთა­ვა­რი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა ტაჯ-მა­ჰა­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის და­ი­ხუ­რა, რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" ინ­დო­ე­თის ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრმა, პრაჰ­ლად სინგ სპა­ტელ­მა და­წე­რა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, ინ­დო­ეთ­ში ამ­ჟა­მად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 191 შემ­თხვე­ვა, მათ­გან 4 გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩი­ნე­თის მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე AMBEBI.GE ინ­დო­ეთ­ში, კერ­ძოდ პუშ­კარ­ში (რა­ჯას­ტა­ნი) მყოფ ქარ­თველ მხატ­ვარს მთვა­რი­სა ჯო­ისს ესა­უბ­რა:

- 19 მარ­ტამ­დე მშვი­დად ვი­ყა­ვით, მა­ღა­ზი­ებ­ში ვარ­ჩევ­დით ქვებს და სა­ჭი­რო მა­სა­ლებს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვჭამ­დით ქუ­ჩა­ში, ჩაის ვსვამ­დით... ყვა­ვი­ლებს ქუ­ჩა­ში ვყი­დუ­ლობ­დით ღმერ­თე­ბის შე­სამ­კო­ბად და სახ­ლში გვი­ან ვბრუნ­დე­ბო­დით! და­ძა­ბუ­ლო­ბა ამ ქა­ლაქ­ში დღემ­დე არ იგ­რძნო­ბა, რად­გან ინ­დო­ე­ლებს ად­ვი­ლად არ აში­ნებთ ვირუ­სე­ბი და ზღაპ­რე­ბი.

ეს ხალ­ხი ძი­რი­თა­დად უზე­ნა­ეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე ასე სწამთ! და­ბა­დე­ბი­დან იცი­ან, რომ სიკ­ვდი­ლი არ­სე­ბობს და ამ ქვე­ყა­ნა­ზე სტუმ­რე­ბი არი­ან. სჯე­რათ კარ­მის და მოქ­მე­დე­ბე­ბის. მშვი­დად იღე­ბენ კარ­გსაც და ცუდ­საც! ეს ვირუ­სიც ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, თუ რამ მო­სას­ვლე­ლია, ელო­დე­ბი­ან! ხე­ლებ­საც დღე­ში ათ­ჯერ იბა­ნენ და თან ბავ­შვუ­რი ღი­მი­ლით აყო­ლე­ბენ, არ ვი­ცით რა იქ­ნე­ბაო... თუმ­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­აბ­რძა­ნეს "ვიშ­ნუს" (ერთ-ერთი ღმერ­თი) ოქ­როს ქან­და­კე­ბა, ბრი­ლი­ან­ტებთ და ალ­მა­სე­ბით შემ­კუ­ლი... ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ფეხ­შიშ­ვე­ლი მო­ა­ცი­ლებ­და, აქ ყვე­ლა­ფე­რი რწმე­ნით იმარ­თე­ბა!

- სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლე­ბი რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან?

- მთე­ლი ინ­დო­ე­თი ელო­დე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლას... მან გა­და­წყვი­ტა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით შე­ა­ჩე­როს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, და­ი­კე­ტა ინ­დო­ე­თის ყვე­ლა ტემ­პე­ლი (ტა­ძა­რი)... ასე­თი შემ­თხვე­ვა ინ­დო­ეთს არ ახ­სოვს, 700 წელი არ­ცერ­თი ტემ­პე­ლი არ და­ხუ­რუ­ლა!…პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლია, ინ­დო­ე­ლებს სჯე­რათ მისი. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას ძა­ლი­ან უყ­ვარს, რად­გან პრე­მი­ე­რი მორ­წმუ­ნეა. ამი­ტომ ენ­დო­ბი­ან!

კო­რო­ნა­ვირუსს სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად იღე­ბენ გუ­რუ­ე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი! რად­გან ინ­დო­ე­თი სუ­ლი­ე­რე­ბის წყა­როდ ით­ვლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, უდი­დე­სი ცოდ­ნა აქვთ ბრაჰ­მა­ნებს და სად­ჰუ­ებს. ამ­ბო­ბენ, რომ კა­ლუ­ი­ო­გის დროა, სიბ­ნე­ლის (ბნე­ლი ძა­ლე­ბის) და ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბი...ინ­დო­ე­თის პრე­მი­ე­რი კი მო­ქა­ლა­ქე­ებს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს. თხოვს, არ აყვნენ პა­ნი­კას და საკ­ვე­ბი ტომ­რე­ბით არ შე­ი­ძი­ნონ!…დღეს სა­ღა­მოს სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის და აფ­თი­ა­ქე­ბის გარ­და და­ი­კე­ტა ყვე­ლა ობი­ექ­ტი, გა­და­ი­დო ქორ­წი­ლე­ბი... ერთი დღე - 22 მარ­ტი იქ­ნე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნი.

ინ­დო­ეთ­ში სახ­ლში უამ­რავ მცე­ნა­რე­ულ ნა­ყე­ნებს აყე­ნე­ბენ. ინ­დუ­რი მე­დი­ცი­ნა დაყ­რდნო­ბი­ლია მცე­ნა­რე­ულ შე­ნა­რე­ვებ­ზე. დღეს ჩვე­ნი ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ყე­ნი მოგ­ვიმ­ზა­და. ეს წა­მა­ლი წმენ­დს ყელს, კუჭ-ნაწ­ლავს და სხე­უ­ლი ხურ­დე­ბა!…ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ომე­ო­პა­ტი­უ­რი წამ­ლე­ბი გა­მო­ყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უფა­სოდ არი­გე­ბენ. მარ­თა­ლია ევ­რო­პა ინ­დო­ეთს დას­ცი­ნის, მაგ­რამ აქ უდი­დე­სი ცოდ­ნაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ომე­ო­პა­ტია და აი­ურ­ვე­და (ინ­დუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნა) მუ­შა­ობს, რად­გან არ სვა­მენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს.

- ინ­დო­ე­თის უმე­ტეს ნაწლ­ში ახლა თბი­ლი ამინ­დე­ბია და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ ამი­ტომ არ არის იქ ვირუ­სის ბევ­რი შემ­თხვე­ვა?

- ამ ვირუსს ყვე­ლა აღიქ­ვამს, რო­გორც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილს! ამი­ტო­მაც პროგ­ნოზს ვერ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ რომ სი­ცხე­ში ნაკ­ლე­ბად ვრცელ­დე­ბა!… ინ­დო­ე­ლებს უცხო­ე­ლე­ბის ეში­ნი­ათ, რად­გან ვირუ­სი ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლებს შე­მო­აქვთ…

- თუ ვირუ­სი უფრო ფარ­თოდ გავ­რცელ­დე­ბა, რამ­დე­ნად არის ამის­თვის ქვე­ყა­ნა მზად?

- ინ­დო­ეთ­ში მი­ლი­არ­დზე მე­ტია მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა. ეს იცის პრე­მი­ერ­მა, რომ ძა­ლი­ან სა­რის­კოა და ამი­ტომ და­ი­კე­ტა ამ­დე­ნი რამ! თუ ვირუ­სი გავ­რცელ­და, ინ­დო­ე­თი ვერ გა­უძ­ლებს, რად­გან არ აქვთ საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ტეს­ტე­ბი, წამ­ლე­ბის რე­სურ­სი, ამ­დე­ნი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი... ინ­დო­ე­თი …ეს არის უზარ­მა­ზა­რი სამ­ყა­რო!

მგო­ნი ზუსტ სტა­ტის­ტი­კას არ იტყვი­ან, პა­ნი­კა რომ არ შე­იქ­მნას. მი­ლი­არდ მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ შე­ა­ჩე­რებ! ინ­დო­ე­ლე­ბი მშვი­დე­ბი არი­ან, სა­ნამ თავს ზღვა­რი გა­და­ვა. შემ­დეგ კი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით შე­იძ­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი ძვრე­ბი მო­ახ­დი­ნონ! ინ­დო­ე­თი ძა­ლი­ან ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი ქვე­ყა­ნაა, უფრო ბავ­შვე­ბი­ვით არი­ან და ევ­რო­პე­ლე­ბი­ვით ერთ ჭურ­ჭელ­ში ვერ ჩა­ა­ტევ! არ­სად რომ არ გი­ნა­ხავთ ისე­თი სის­ტე­მაა...…მე­დი­ცი­ნა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ოღონდ თა­ვი­სე­ბუ­რად. ძა­ლი­ან ჭრე­ლია ამა­თი მე­დი­ცი­ნა, რო­მე­ლიც მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ზო­გა­დად სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვთ!

აქ სახ­ლე­ბი, ჯა­მე­ბი, ძრო­ხე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი, ქუ­ჩე­ბი, ჭუ­ჭყე­ბი, ყა­ნე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი აზე­ლი­ლია! იმ­დე­ნი არი­ან, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­არ­ჩევ. თან ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი კა­ცე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­დი­ან, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. აქ რომ ვირუ­სი გავ­რცელ­დეს, არ ვიცი დის­ტან­ცი­ას რო­გორ და­ი­ცა­ვენ. აქ იმ­დე­ნად სხვა კულ­ტუ­რა და ყო­ფაა, ვირუ­სი რომ გავ­რცელ­დეს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გა­და­ი­ყო­ლებს. ამი­ტომ ახლა ყვე­ლა ლო­ცუ­ლობს მსოფ­ლი­ოს­თვის. ინ­დო­ე­ლებს ყვე­ლა­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე ღმერ­თი­სად­მი მსა­ხუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ხოხ­ბე­ბი და­ცუნ­ცუ­ლებ­დნენ დღეს ბაღ­ში და ვი­ფიქ­რე, რა მად­ლია რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ბად­ნენ-მეთ­ქი. ფარ­შე­ვან­გე­ბი, ფე­რა­დი, დიდი თუ­თი­ყუ­შე­ბი მოფ­რი­ნა­ვენ ყო­ველ­დღე... ხორ­ბალს უყ­რი­ან და ეფე­რე­ბი­ან. მოკ­ლედ არ ვიცი რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ქვე­ყა­ნა ცუ­დის­თვის არ მე­მე­ტე­ბა. მგო­ნია, რომ აქა­უ­რო­ბა თუ შე­იც­ვლე­ბა, სამ­ყა­როც დას­რულ­დე­ბა! ასე წე­რია წმინ­და წე­რი­ლებ­ში, დე­და­მი­წის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა, როცა ინ­დო­ე­თი გა­თა­ნა­მედ­როვ­დე­ბაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინდოეთში უცხოელების შესვლა 15 აპრილამდე აიკრძალა, შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები... ქვეყანაში დაკეტილია სკოლები, მოლები, კინოთეატრები...

ბოლივუდმა შეაჩერა გადაღებები, ბოლივუდის მსახიობები მოსახლეობას მოუწოდებენ ჰიგიენის ნორმები დაიცვან... ინდოეთის მთავარი ღირშესანიშნაობა ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის დაიხურა, რის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ინდოეთის ტურიზმის მინისტრმა, პრაჰლად სინგ სპატელმა დაწერა. ოფიციალური სტატისტიკით, ინდოეთში ამჟამად დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 191 შემთხვევა, მათგან 4 გარდაიცვალა.

ჩინეთის მეზობელ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე AMBEBI.GE ინდოეთში, კერძოდ პუშკარში (რაჯასტანი) მყოფ ქართველ მხატვარს მთვარისა ჯოისს ესაუბრა:

- 19 მარტამდე მშვიდად ვიყავით, მაღაზიებში ვარჩევდით ქვებს და საჭირო მასალებს, ჩვეულებრივად ვჭამდით ქუჩაში, ჩაის ვსვამდით... ყვავილებს ქუჩაში ვყიდულობდით ღმერთების შესამკობად და სახლში გვიან ვბრუნდებოდით! დაძაბულობა ამ ქალაქში დღემდე არ იგრძნობა, რადგან ინდოელებს ადვილად არ აშინებთ ვირუსები და ზღაპრები.

ეს ხალხი ძირითადად უზენაესზეა დამოკიდებული და ბოლომდე ასე სწამთ! დაბადებიდან იციან, რომ სიკვდილი არსებობს და ამ ქვეყანაზე სტუმრები არიან. სჯერათ კარმის და მოქმედებების. მშვიდად იღებენ კარგსაც და ცუდსაც! ეს ვირუსიც ღიმილის მომგვრელია, თუ რამ მოსასვლელია, ელოდებიან! ხელებსაც დღეში ათჯერ იბანენ და თან ბავშვური ღიმილით აყოლებენ, არ ვიცით რა იქნებაო... თუმცა ჩვეულებრივად გამოაბრძანეს "ვიშნუს" (ერთ-ერთი ღმერთი) ოქროს ქანდაკება, ბრილიანტებთ და ალმასებით შემკული... ათასობით ადამიანი ფეხშიშველი მოაცილებდა, აქ ყველაფერი რწმენით იმართება!

- სახელმწიფოს მმართველები რა რეკომენდაციებს იძლევიან?

- მთელი ინდოეთი ელოდებოდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლას... მან გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეაჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიკეტა ინდოეთის ყველა ტემპელი (ტაძარი)... ასეთი შემთხვევა ინდოეთს არ ახსოვს, 700 წელი არცერთი ტემპელი არ დახურულა!…პრემიერ-მინისტრი ძალიან ოპტიმისტურად განწყობილია, ინდოელებს სჯერათ მისი. მოსახლეობის უმეტესობას ძალიან უყვარს, რადგან პრემიერი მორწმუნეა. ამიტომ ენდობიან!

კორონავირუსს სერიოზულ გამოწვევად იღებენ გურუები და სასულიერო პირები! რადგან ინდოეთი სულიერების წყაროდ ითვლება მსოფლიოში, უდიდესი ცოდნა აქვთ ბრაჰმანებს და სადჰუებს. ამბობენ, რომ კალუიოგის დროა, სიბნელის (ბნელი ძალების) და ადვილი არ იქნება გამოწვევები...ინდოეთის პრემიერი კი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თხოვს, არ აყვნენ პანიკას და საკვები ტომრებით არ შეიძინონ!…დღეს საღამოს სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა დაიკეტა ყველა ობიექტი, გადაიდო ქორწილები... ერთი დღე - 22 მარტი იქნება გამოცხადებული კარანტინი.

ინდოეთში სახლში უამრავ მცენარეულ ნაყენებს აყენებენ. ინდური მედიცინა დაყრდნობილია მცენარეულ შენარევებზე. დღეს ჩვენი ბინის მეპატრონემ არაჩვეულებრივი ნაყენი მოგვიმზადა. ეს წამალი წმენდს ყელს, კუჭ-ნაწლავს და სხეული ხურდება!…ჯანდაცვის მინისტრმა ომეოპატიური წამლები გამოყო და საავადმყოფოში უფასოდ არიგებენ. მართალია ევროპა ინდოეთს დასცინის, მაგრამ აქ უდიდესი ცოდნაა შემორჩენილი. ომეოპატია და აიურვედა (ინდური ალტერნატიული მედიცინა) მუშაობს, რადგან არ სვამენ ანტიბიოტიკებს.

- ინდოეთის უმეტეს ნაწლში ახლა თბილი ამინდებია და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ არ არის იქ ვირუსის ბევრი შემთხვევა?

- ამ ვირუსს ყველა აღიქვამს, როგორც ხელოვნურად შექმნილს! ამიტომაც პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუმცა ვარაუდობენ რომ სიცხეში ნაკლებად ვრცელდება!… ინდოელებს უცხოელების ეშინიათ, რადგან ვირუსი ძირითადად უცხოელებს შემოაქვთ…

- თუ ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება, რამდენად არის ამისთვის ქვეყანა მზად?

- ინდოეთში მილიარდზე მეტია მოსახლეობის რაოდენობა და ყველაფერი ურთულესი იქნება. ეს იცის პრემიერმა, რომ ძალიან სარისკოა და ამიტომ დაიკეტა ამდენი რამ! თუ ვირუსი გავრცელდა, ინდოეთი ვერ გაუძლებს, რადგან არ აქვთ საკმარისი ადგილი საავადმყოფოებში, ტესტები, წამლების რესურსი, ამდენი ახალი ტექნოლოგიები... ინდოეთი …ეს არის უზარმაზარი სამყარო!

მგონი ზუსტ სტატისტიკას არ იტყვიან, პანიკა რომ არ შეიქმნას. მილიარდ მოსახლეობას ვერ შეაჩერებ! ინდოელები მშვიდები არიან, სანამ თავს ზღვარი გადავა. შემდეგ კი ჭიანჭველებივით შეიძლება მასობრივი ძვრები მოახდინონ! ინდოეთი ძალიან ძალიან სპეციფიური ქვეყანაა, უფრო ბავშვებივით არიან და ევროპელებივით ერთ ჭურჭელში ვერ ჩაატევ! არსად რომ არ გინახავთ ისეთი სისტემაა...…მედიცინა ძალიან განვითარებულია, ოღონდ თავისებურად. ძალიან ჭრელია ამათი მედიცინა, რომელიც მე ძალიან მიყვარს! ზოგადად სხვა ფასეულობები აქვთ!

აქ სახლები, ჯამები, ძროხები, ავტობუსები, ადამიანები, ჭიანჭველები, ქუჩები, ჭუჭყები, ყანები - ყველაფერი აზელილია! იმდენი არიან, რომ ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. თან ხელჩაკიდებული კაცები ჩვეულებრივად დადიან, ამ დროს შეიძლება მეგობრები იყვნენ. აქ რომ ვირუსი გავრცელდეს, არ ვიცი დისტანციას როგორ დაიცავენ. აქ იმდენად სხვა კულტურა და ყოფაა, ვირუსი რომ გავრცელდეს, მილიონობით ადამიანს გადაიყოლებს. ამიტომ ახლა ყველა ლოცულობს მსოფლიოსთვის. ინდოელებს ყველაზე მაღალ დონეზე ღმერთისადმი მსახურება შეუძლიათ.

ხოხბები დაცუნცულებდნენ დღეს ბაღში და ვიფიქრე, რა მადლია რომ ამ ქვეყანაში დაიბადნენ-მეთქი. ფარშევანგები, ფერადი, დიდი თუთიყუშები მოფრინავენ ყოველდღე... ხორბალს უყრიან და ეფერებიან. მოკლედ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს ქვეყანა ცუდისთვის არ მემეტება. მგონია, რომ აქაურობა თუ შეიცვლება, სამყაროც დასრულდება! ასე წერია წმინდა წერილებში, დედამიწის დასასრული იქნება, როცა ინდოეთი გათანამედროვდებაო.

ვინ შეძლებს 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარებას

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ