საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს
"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 200-მდე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მე­დია, რო­მელ­საც კრემ­ლი ვერ აკონ­ტრო­ლებს წერს, რომ ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვეა და სა­შიშ ვირუსს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის. ეპი­დე­მი­ამ შე­აღ­წია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და ასე­ვე მძი­მედ აი­სა­ხა, მი­უ­სა­ფარ და მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებ­ზე...

ვირუ­სის ში­შით მეტ­რო­ებ­ში, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ტრან­სპორ­ტია, მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ოთხჯერ შემ­ცირ­და. რუსი ექი­მე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე­ვე ვერ და­მა­ლავს ვი­თა­რე­ბას, რო­გორც ეს ახლა ირანს და­ე­მარ­თა...

გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, 19 მარტს ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 79 წლის ქალი თრომ­ბის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად დი­დია, ისე­ვე რო­გორც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის.

პა­ნი­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხებ­ზე პა­ცი­ენ­ტებს პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნოზს უს­ვა­მენ, რა­მაც ად­გი­ლობ­რივ ექი­მებ­ში ეჭვი გა­ა­ჩი­ნა.

"ნუ მა­ლავ!.." - ამ ში­ნა­არ­სის მო­წო­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუს­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეფექ­ტი­ა­ნი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

იმავდრო­უ­ლად, პუ­ტინს მი­მარ­თვა გა­უვრცე­ლეს ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, სა­დაც ვი­თა­რე­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვას კი არა, სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას სთხო­ვენ. მი­მარ­თვის ტექსტს გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu ავ­რცე­ლებს.

ღია წე­რილს ხელს აწე­რენ ექი­მე­ბი თე­ო­დო­რე კა­ტა­სო­ნო­ვი, ალექ­სეი მას­ჩა­ნი, პავ­ლე ბრანდi. ასე­ვე ექიმ­თა ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანას­ტა­სია ვა­სი­ლე­ვა. მათ მო­თხოვ­ნას უერ­თდე­ბი­ან მწე­რა­ლი ლუდ­მი­ლა ულიც­კა­ია, ეკო­ნო­მის­ტი სე­რეი გუ­რი­ე­ვი, ბლო­გე­რი ირი­ნა პრო­ხო­რო­ვა; ჟურ­ნა­ლი­ტე­ბი ლე­ო­ნიდ პარ­ფე­ნო­ვი, ეკა­ტე­რი­ნა გორ­დე­ე­ვა, ილია აზა­რი; მუ­სი­კო­სი ალექ­სეი კორტნე­ვი და სხვე­ბი...

სულ 11 150 ადა­მი­ა­ნი. ხელ­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის და მას თან­და­თან სხვე­ბიც უერ­თდე­ბი­ან. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, ალექ­სეი მი­ნი­ა­ი­ლოს ცნო­ბით, ის 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პე­ტენ­ტურ ექი­მებ­თან მუ­შა­ობ­და და გა­უხ­მა­უ­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე საკ­მა­ოდ ბევრ ინფრო­მა­ცი­ას ფლობს...

კერ­ძოდ, წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი ითხო­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­წრა­ფოდ და­ი­წყოს ბრძო­ლა. პირ­ველ რიგ­ში, მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, კა­რან­ტი­ნი, მო­სახ­ლე­ო­ბის, მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი­სა და არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა...

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ პო­ლიკ­ლი­ნებ­ში, სა­ო­ფო­სე კომ­პა­ნი­ებ­სა და სხვა მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ჩა­ი­ტა­რონ უფა­სო ტეს­ტი და ანა­ლი­ზე­ბი; კლი­ნი­კებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებს უფ­ლე­ბა მის­ცენ, ისარ­გებ­ლონ უცხო­უ­რი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ი­მე­დო ტეს­ტე­ბით;

მხა­რი და­უ­ჭი­რონ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და შე­უქ­მნან ყვე­ლა პი­რო­ბა მათ, რომ ეპი­დე­მი­ას ეფექ­ტუ­რად ებ­რძო­ლონ; არ და­უშ­ვან ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფე­ნა­ში; მი­ა­წო­დონ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, სას­წრა­ფოდ და რაც მთა­ვა­რია, გამჭვირ­ვა­ლედ; პირ­ველ რიგ­ში, ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­იყ­ვა­ნონ კა­რან­ტინ­ში, რომ­ლე­ბიც რისკ-ჯგუ­ფებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან; და­ი­კე­ტოს ბა­ღე­ბი, სკო­ლე­ბი და სა­გან­მან­თლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი, ასე­ვე, კო­ნო­თე­ატ­რე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი; ყველ­გან ჩა­ტარ­დეს სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სხვა..." - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ის ტექ­სტში.

პე­ტი­ცი­ამ პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლამ­დე, დმიტ­რი პეს­კო­ვამ­დე მი­აღ­წია, რო­მელ­მაც ხე­ლის­მომ­წე­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ "მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ღია წე­რილს გა­ნი­ხი­ლა­ვენ..."

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ სცა­ლია, რად­გან პუ­ტი­ნის­თვის გა­ნუ­საზვრე­ლი ვა­დით ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას ზე­ი­მობს...

"სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცე­ბი­დან, უმე­ტე­სო­ბა რისკ ჯგუფ­ში შე­დის... რას უნდა ვე­ლო­დოთ, რამ­დენ ხანს და­მა­ლავთ?!" - წერს ივან კლი­ა­ცი­ნი.

"ახლა კი არა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს არ იმა­ლე­ბო­და არ­ფე­რი... ვერც ჩერ­ნო­ბი­ლი და­ი­მა­ლა, ეს მი­თუ­მე­ტეს, ინ­ტერ­ნე­ტის ხა­ნა­ში... ეს ვირუ­სი უფრო სა­ში­შია, იქ­ნებ ერთხელ მა­ინც და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე და რამე იღო­ნოთ, ვიდ­რე და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ასო­ბით ათასებს მი­აღ­წევს..." - ურ­ჩევს ოლგა ფე­რი­ნა.

მთა­ვა­რი ფოტო: kavkaz-uzel.eu

მარი
0

,,იხ ტამ ნეტ''-ის ვარიანტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანია ინფიცირებული, თუმცა მედია, რომელსაც კრემლი ვერ აკონტროლებს წერს, რომ ვითარება გაცილებით მწვავეა და საშიშ ვირუსს რამდენიმე ათასი ადამიანი ებრძვის. ეპიდემიამ შეაღწია შეიარაღებულ ძალებში და ასევე მძიმედ აისახა, მიუსაფარ და მარტოხელა ადამიანებზე...

ვირუსის შიშით მეტროებში, რომელიც მოსკოვში ყველაზე გამოყენებადი ტრანსპორტია, მგზავრების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. რუსი ექიმების ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რამდენიმე დღეში რუსეთის ხელისუფლება ისევე ვერ დამალავს ვითარებას, როგორც ეს ახლა ირანს დაემართა...

გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, 19 მარტს ვირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი თრომბის დიაგნოზით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია, ისევე როგორც დაინფიცირებულების.

პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო დაწესებულებებში, ანალიზების პასუხებზე პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, რამაც ადგილობრივ ექიმებში ეჭვი გააჩინა.

"ნუ მალავ!.." - ამ შინაარსის მოწოდებით სოციალურ ქსელში რუსმა ინტერნეტმომხმარებლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტიანი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

იმავდროულად, პუტინს მიმართვა გაუვრცელეს ადგილობრივმა ექიმებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ჟურნალისტებმა, სადაც ვითარებაზე თვალის დახუჭვას კი არა, სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვენ. მიმართვის ტექსტს გამოცემა kavkaz-uzel.eu ავრცელებს.

ღია წერილს ხელს აწერენ ექიმები თეოდორე კატასონოვი, ალექსეი მასჩანი, პავლე ბრანდi. ასევე ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი ანასტასია ვასილევა. მათ მოთხოვნას უერთდებიან მწერალი ლუდმილა ულიცკაია, ეკონომისტი სერეი გურიევი, ბლოგერი ირინა პროხოროვა; ჟურნალიტები ლეონიდ პარფენოვი, ეკატერინა გორდეევა, ილია აზარი; მუსიკოსი ალექსეი კორტნევი და სხვები...

სულ 11 150 ადამიანი. ხელმომწერთა რაოდენობა შეზღუდული არ არის და მას თანდათან სხვებიც უერთდებიან. პეტიციის ავტორის, სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი მინიაილოს ცნობით, ის 4 დღის განმავლობაში კომპეტენტურ ექიმებთან მუშაობდა და გაუხმაურებელ ინფორმაციაზე საკმაოდ ბევრ ინფრომაციას ფლობს...

კერძოდ, წერილის ავტორები ითხოვენ, რომ კორონავირუსთან ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს ბრძოლა. პირველ რიგში, მასობრივი ტესტირება, კარანტინი, მოსახლეობის, მცირე მეწარმეებისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერა...

"აუცილებელია, მოქალაქეებმა, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიკლინებში, საოფოსე კომპანიებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში, ჩაიტარონ უფასო ტესტი და ანალიზები; კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს უფლება მისცენ, ისარგებლონ უცხოური მაღალი ხარისხის საიმედო ტესტებით;

მხარი დაუჭირონ ყველა სამედიცინო დაწესებულებას და შეუქმნან ყველა პირობა მათ, რომ ეპიდემიას ეფექტურად ებრძოლონ; არ დაუშვან ეპიდემიის აფეთქება სოციალურად დაუცველ ფენაში; მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას, სასწრაფოდ და რაც მთავარია, გამჭვირვალედ; პირველ რიგში, ის ადამიანები გადაიყვანონ კარანტინში, რომლებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან; დაიკეტოს ბაღები, სკოლები და საგანმანთლებლო დაწესებულები, ასევე, კონოთეატრები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები; ყველგან ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური, სადეზინფექციო ღონისძიებები და სხვა..." - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციამ პუტინის მარჯვენა ხელამდე, დმიტრი პესკოვამდე მიაღწია, რომელმაც ხელისმომწერებს განუცხადა, რომ "მათ მიერ შემუშავებულ ღია წერილს განიხილავენ..."

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას თავისი მოქალაქეებისთვის არ სცალია, რადგან პუტინისთვის განუსაზვრელი ვადით ძალაუფლების გადაცემას ზეიმობს...

"სოციალურად დაუცველი მოხუცებიდან, უმეტესობა რისკ ჯგუფში შედის... რას უნდა ველოდოთ, რამდენ ხანს დამალავთ?!" - წერს ივან კლიაცინი.

"ახლა კი არა, საბჭოთა კავშირის დროს არ იმალებოდა არფერი... ვერც ჩერნობილი დაიმალა, ეს მითუმეტეს, ინტერნეტის ხანაში... ეს ვირუსი უფრო საშიშია, იქნებ ერთხელ მაინც დააფასოთ თქვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რამე იღონოთ, ვიდრე დაღუპულთა რაოდენობა ასობით ათასებს მიაღწევს..." - ურჩევს ოლგა ფერინა.

მთავარი ფოტო: kavkaz-uzel.eu

COVID-19-ის საფრთხის გამო, ლას ვეგასის თავშესაფრიდან გამოყრილ უსახლკაროებს ავტოსადგომზე სძინავთ - "ეს ბარბაროსობაა"

სომეხი ჟურნალისტი სომხეთში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პროგრესზე - "თქვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, ვინც გამოწვევა თავიდანვე სერიოზულად მიიღო"

"არის შემთხვევები, როცა ექიმი უეცრად იღუპება" - იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი გარდაიცვალა