მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ იმ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გან­სა­ზღვრა, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

გთა­ვა­ზობთ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს:

ა) სურ­სა­თის/ცხო­ველ­თა საკ­ვე­ბის სა­ცა­ლო/სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტე­ბი(მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ბი­თუ­მო/სა­ბა­ჟო სა­წყო­ბე­ბი, აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი);

სურ­სა­თის სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი;

სურ­სა­თის მწარ­მო­ე­ბე­ლი/გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი (მათ შო­რის, პურ­ფუნ­თუ­შე­უ­ლის სა­ცხო­ბე­ბი, ცხო­ველ­თა სა­საკ­ლა­ო­ე­ბი (სა­ა­გენ­ტოს­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე);

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი მხო­ლოდ მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით;

ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი;

სურ­სა­თის/ცხო­ველ­თა საკ­ვე­ბის დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი (მათ შო­რის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი);

ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კე­ბი;

ცო­ცხა­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ბაზ­რე­ბი/ბაზ­რო­ბე­ბი;

ცხო­ველ­თა ფერ­მე­ბი;

ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბი/ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტე­ბი;

ზო­ო­მა­ღა­ზი­ე­ბი;

პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ცა­ლო/სა­ბი­თუ­მო ობი­ექ­ტე­ბი;

სურ­სა­თის/ცხო­ველ­თა საკ­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი;

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მას.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ე­ბენ/გა­და­ა­მუ­შა­ვე­ბენ სურ­სათს, მკაც­რად უნდა და­იც­ვან შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი, კერ­ძოდ, სურ­სა­თის გა­ცი­ვე­ბის, გა­ყინ­ვის და თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს - ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი; პერ­სო­ნალ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დე,თავ­სა­ბუ­რა­ვი და ხელ­თათ­მა­ნი; პერ­სო­ნალ­მა ხე­ლე­ბი უნდა და­ი­ბა­ნოს თხე­ვა­დი საპ­ნი­თა და წყლით ხში­რად; ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცით ხე­ლის გამ­შრა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დეს ხე­ლე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია არა­ნაკ­ლებ 70% სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით ან ანა­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტის მქო­ნე სხვა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით; ყვე­ლა იმ ზე­და­პი­რის და ინ­ვენ­ტა­რის, რო­მელ­საც შე­ხე­ბა აქვს სურ­სათ­თან, რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ტარ­დეს გაზ­რდი­ლი სიხ­ში­რით და სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით; სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინ გა­კონ­ტროლ­დეს პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა (ხვე­ლა, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა).

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სურ­სა­თის ე.წ. მი­წო­დე­ბის სერ­ვისს, მკაც­რად უნდა და­იც­ვან შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი: პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს სურ­სა­თის მი­წო­დე­ბა­ში, აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დი­თა და ხელ­თათ­მა­ნით; სურ­სა­თი მო­თავ­სე­ბუ­ლი უნდა იყოს ერთჯე­რად ტა­რა­ში, ხოლო მრა­ვალ­ჯე­რა­დად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის რე­ცხვა-დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით; სურ­სა­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას და­ცუ­ლი უნდა იქ­ნეს სურ­სა­თის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი.

„ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ცა­ლო/სა­ბი­თუ­მო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტებ­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბას,მკაც­რად უნდა და­იც­ვან შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი. კერ­ძოდ კი, პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში, აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს ერთჯე­რა­დი პირ­ბა­დი­თა და ხელ­თათ­მა­ნით; რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცია მოხ­დეს გაზ­რდი­ლი სიხ­ში­რი­თა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით; უზ­რუნ­ველ­ყონ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ დის­ტან­ცი­ის (არა­ნაკ­ლებ 1 მეტ­რი) დაც­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

მათი ცნო­ბით, ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის ზო­გი­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნდა ვებგ­ვერ­დზე- http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8006.pdf „-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ბიზნესოპერატორების ჩამონათვალს:

ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები(მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);

სურსათის სამაცივრე მეურნეობები;

სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;

ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;

სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);

ვეტერინარული კლინიკები;

ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;

ცხოველთა ფერმები;

ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;

ზოომაღაზიები;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;

სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;

საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები, კერძოდ, სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე,თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხელები უნდა დაიბანოს თხევადი საპნითა და წყლით ხშირად; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით; ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია ჩატარდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სურსათის ე.წ. მიწოდების სერვისს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: პერსონალი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით; სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა ჩატარდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

„ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები. კერძოდ კი, პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადითა და ხელთათმანით; რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ 1 მეტრი) დაცვის გაკონტროლება.

მათი ცნობით, ბრძანება საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გამოქვეყნდა ვებგვერდზე- http://nfa.gov.ge/uploads/other/8/8006.pdf „-ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი