მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ცნობილი მსახიობების რძალია ეკატერინე ტიკარაძე - ნათელმირონობა ივანიშვილებთან და ბაიკერი ქმარი (ფოტო)
რომელი ცნობილი მსახიობების რძალია ეკატერინე ტიკარაძე - ნათელმირონობა ივანიშვილებთან და ბაიკერი ქმარი (ფოტო)

2019 წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ­მა კადრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ შეც­ვა­ლა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის სტო­მა­ტო­ლო­გი" - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მა­შინ ტი­კა­რა­ძეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. შემ­დგომ გა­ირ­კვა, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრი მა­ნამ­დე სა­ჩხე­რის სა­ა­ვამდყო­ფოს დი­რექ­ტო­რი იყო.

2019 წლის 19 აგ­ვის­ტოს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ტი­კა­რა­ძე ფლობს 760 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2009 წელს 110 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში ტი­კა­რა­ძეს სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მე­უღ­ლე ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ფლობს 1611 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ცხვა­რი­ჭა­მი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2016 წელს 11 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მო­ტო­ციკ­ლე­ტი BMW R100 RT. ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე შპს ავ­ტო­ექ­სპერ­ტი­ზა სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლი­სი დიღ­მის სას­წავ­ლო საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა­ში 17%-იან წილს ფლობს, სა­დაც მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, მის­მა ხელ­ფას­მა 2018 წელს 24 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

ეს იყო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბო­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ტი­კა­რა­ძის შე­სა­ხებ ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ მას­ზე უფრო მეტი გაგ­ვე­გო.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, 2005 წელს ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ, თბი­ლის­ში მი­ღე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ, 2007-2008 წლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყბა-სა­ხის იმპლან­ტა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და. გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბად­რი კა­კა­ბა­ძის უფ­როს ვაჟ­ზე ტატო (ბი­ძი­ნა) კა­კა­ბა­ძე­ზე იქორ­წი­ნა.

პირ­ვე­ლი შვი­ლი დათა წყვილს 2002 წელს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რე­გესნ­ბურ­გში შე­ე­ძი­ნათ. მი­ნის­ტრის მა­მამ­თი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბად­რი კა­კა­ბა­ძე ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს მისი ცნო­ბი­ლი რო­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი მას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც "რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლით" გა­მო­არ­ჩევს. ტატო ბად­რი კა­კა­ბა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. ტი­კა­რა­ძის დე­დამ­თი­ლიც თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, და­რე­ჯან ჯო­ჯუა გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტო­ნი და­რე­ჯა­ნი სამი წლის წინ სე­რი­ალ "ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­შიც" თა­მა­შობ­და.

ბად­რი კა­კა­ბა­ძე და და­რე­ჯან ჯო­ჯუა

ჟურ­ნალ "გზას­თან" მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­რე­ჯან ჯო­ჯუა ყვე­ბა: "დიახ, ერთი შვი­ლი მყავს, რძა­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი - დათა და ანას­ტა­სია. ტა­ტომ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ას­რუ­ლა, მუ­შა­ობ­და კი­დეც, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­ტის­ტო­ბა სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა და ბევ­რის­თვის რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ტა­ტო­მაც სხვა გზა აირ­ჩია და რვა წლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნე­ბი და როცა დაბ­რუნ­და, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნია გახ­სნა...“.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე უფ­როს შვილ­თან, და­თას­თან ერ­თად

მე­ო­რე შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ძი­ნა. ანას­ტა­სია მა­შინ უკვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ექიმ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილს მო­ა­ნათ­ლი­ნა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის შვი­ლის ნათ­ლო­ბა

მი­ნის­ტრის მე­უღ­ლეს გარ­და იმი­სა, რომ კერ­ძო ბიზ­ნე­სი აქვს, გა­ტა­ცე­ბუ­ლია მო­ტოს­პორ­ტით და ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს.

AMBEBI.GE-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი ტი­კა­რა­ძის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი სიმ­პა­ტი­ით არის გან­წყო­ბი­ლი და მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძემ მო­ახ­დი­ნა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ტი­კა­რა­ძის პი­ჯა­კე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში ად­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევთ ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­ულ და ნა­ჩუ­ქარ პი­ჯა­კებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
4

ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ურთულესი სიტუაციების მართვა, როცა დავადება მსოფლიოსთვის უცნობი იყო და არანაირი გამოცდილება არ არსებობდა. იყო ძალიან დაუძლეველი სტიგმა, გარემოცვიდან.... და როცა რაღაც გამოცდილება დაგროვდა, თითქმის ყველაფერი დალაგდა და რათქმა უნდა ვისაც არ ეზარებოდა დაიწყეს არ გაგონილი "კრიტიკა"

რუსუდანი
8

ძალიან მომწონდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე

 

ავტორი:

რომელი ცნობილი მსახიობების რძალია ეკატერინე ტიკარაძე - ნათელმირონობა ივანიშვილებთან და ბაიკერი ქმარი (ფოტო)

რომელი ცნობილი მსახიობების რძალია ეკატერინე ტიკარაძე - ნათელმირონობა ივანიშვილებთან და ბაიკერი ქმარი (ფოტო)

2019 წლის ივნისში საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებისთვის უცნობმა კადრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.

"ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგი" - ასე მოიხსენიებდნენ მაშინ ტიკარაძეს, რომლის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი. შემდგომ გაირკვა, რომ ახალი მინისტრი მანამდე საჩხერის საავამდყოფოს დირექტორი იყო.

2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლე ბიძინა კაკაბაძე ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მოტოციკლეტი BMW R100 RT. ბიძინა კაკაბაძე შპს ავტოექსპერტიზა საქართველო თბილისი დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობაში 17%-იან წილს ფლობს, სადაც მენეჯერის პოზიციას იკავებს, მისმა ხელფასმა 2018 წელს 24 000 ლარი შეადგინა.

ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აქამდე ეკატერინე ტიკარაძის შესახებ მედიაში იძებნებოდა. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ტიკარაძის შესახებ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტეთ მასზე უფრო მეტი გაგვეგო.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, 2005 წელს ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისში მიღებული სტომატოლოგიური განათლების შემდეგ, 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა.

პირველი შვილი დათა წყვილს 2002 წელს გერმანიის ქალაქ რეგესნბურგში შეეძინათ. მინისტრის მამამთილი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ყველას კარგად ახსოვს მისი ცნობილი როლებით, განსაკუთრებულად კი მას ქართველი მაყურებელი მაინც "რაჭა ჩემი სიყვარულით" გამოარჩევს. ტატო ბადრი კაკაბაძის პირველი შვილია, პირველი ქორწინებიდან. ტიკარაძის დედამთილიც თეატრის მსახიობი, დარეჯან ჯოჯუა გახლავთ. ქალბატონი დარეჯანი სამი წლის წინ სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაშიც" თამაშობდა.

ბადრი კაკაბაძე და დარეჯან ჯოჯუა

ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დარეჯან ჯოჯუა ყვება: "დიახ, ერთი შვილი მყავს, რძალი და ორი შვილიშვილი - დათა და ანასტასია. ტატომ თეატრალური ინსტიტუტი დაასრულა, მუშაობდა კიდეც, როგორც მსახიობი, მაგრამ მოგეხსენებათ, არტისტობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა და ბევრისთვის რთულია ეს ყველაფერი. ტატომაც სხვა გზა აირჩია და რვა წლით გერმანიაში გაემგზავრა. ყოველთვის ძალიან უყვარდა მანქანები და როცა დაბრუნდა, ავტომობილების საექსპერტო კომპანია გახსნა...“.

ეკატერინე ტიკარაძე უფროს შვილთან, დათასთან ერთად

მეორე შვილი ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს საქართველოში შეეძინა. ანასტასია მაშინ უკვე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულმა ექიმმა ბერა ივანიშვილს მოანათლინა.

ეკატერინე ტიკარაძის შვილის ნათლობა

მინისტრის მეუღლეს გარდა იმისა, რომ კერძო ბიზნესი აქვს, გატაცებულია მოტოსპორტით და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნებული აქვს.

AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ტიკარაძის მიმართ ძალიან დიდი სიმპატიით არის განწყობილი და მის ჩაცმულობაზე განსაკუთრებული გავლენა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ მოახდინა. იმასაც ამბობენ, რომ ტიკარაძის პიჯაკების კოლექციაში ადვილად გამოარჩევთ ივანიშვილის მეუღლის გემოვნებით შერჩეულ და ნაჩუქარ პიჯაკებს.