მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი
"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი

მომ­ღე­რა­ლი და­ვით გო­მარ­თე­ლი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩემს მი­მართ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო და კერ­ძოდ დე­და­ჩე­მის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის დიდი რის­კის გამო (დედა 90 წლის გახ­ლავთ). მო­მი­წია, ყვე­ლა­ნა­ი­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის წე­სის დაც­ვით, იტა­ლი­ი­დან დრო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დროს, სა­ზღვარ­ზე გა­ვი­ა­რე დად­გე­ნი­ლი შე­მოწ­მე­ბა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად ვიმ­ყო­ფე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და სა­ბედ­ნი­ე­როდ ავად­მყო­ფო­ბის არა­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი არ გა­მაჩ­ნია.

ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დავ­რე­კე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე (მსურვრლებს შე­უძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მონ) და მათ­გან მი­ვი­ღე შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და არ­სე­ბო­ბენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ავ­რცე­ლე­ბენ არას­წორ და მავ­ნებ­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამით ჩვენს ქვე­ყა­ნას აგ­დე­ბენ უფრო რთულ და პა­ნი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

რაც ჩემი აზ­რით ძალ­ზე სა­ში­შია. არ და­უ­ჯე­როთ ასეთ „ფეიკ“ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. აქვე მსურს გი­თხრათ,რომ ძალ­ზე შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს მო­მი­წია ჩემი კო­ლე­გე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა იტა­ლი­ა­ში.

ქედს ვუხ­რი ყვე­ლა მათ­განს, მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის, ქვეყ­ნი­სა და საქ­მის ერ­თგუ­ლე­ბი­სათ­ვის.

კი­დევ ერთხელ მსურს მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გა­მოვ­ხა­ტო ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, ვინც მარ­თლა ალა­ლად გა­ნიც­დის არა­მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, არა­მედ მთელს სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. იცავს რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და არ აღღვევს კა­ნონს.

უფ­ლის წყა­ლო­ბა იცავ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელს კა­ცობ­რი­ო­ბას." - წერს დათო გო­მარ­თე­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ვით გო­მარ­თე­ლი იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­ნიშ­ნა.

გო­მარ­თე­ლს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ის უწყე­ბა­ში 2005 წელს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ეშმაკს არ სძინავს არასოდეს!გახსოვდეთ!

მიხო
2

შენ რა რითი ხარ გამორჩეული,დაემორჩილე ზოგად წესებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი

"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი

მომღერალი დავით გომართელი, რომელიც იტალიიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, პოსტს აქვეყნებს და მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ). მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.

საქართველოში შემოსვლის დროს, საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვითიზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.

ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში.

რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია. არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს. აქვე მსურს გითხრათ,რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.

ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ აღღვევს კანონს.

უფლის წყალობა იცავდეს საქართველოსა და მთელს კაცობრიობას." - წერს დათო გომართელი.

როგორც ცნობილია, დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი