საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
როგორც ცნობილია, ბოლო შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კარანტინის რეჟიმშია 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271 პირი. ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.