ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წლის პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს" - კლინიკის დირექტორი

"კორონავირუსით ინფიცირებულ 80 წლის პაციენტის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს" - კლინიკის დირექტორი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაინფიცირებული 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა შეუმცირდა.

"მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. სუნთქვის უკმარისობის ხარისხი მკვეთრად შემცირებულია. გუნება-განწყობა გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე შესაძლებელია ითქვას, რომ ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს", - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა ინფიცირებულ პაციენტებს, რატიანის განცხადებით, ყველა პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

„ყველა გაგზავნილი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღესაც უარყოფითია, რაც მკვეთრად სასიხარულო ფაქტია. ასევე სასიხარულო ფაქტია ჩვენს კლინიკაში, რომ არსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამ დილასთან შედარებით სუნთქვის უკმარისობის ხარისხი პაციენტებთან მკვეთრად შემცირებულია.

ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დილით გითხარით, რომ ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა 86 საეჭვო შემთხვევა. რადგან მოვიდა ყველა პასუხი უარყოფითი, აქედან 51 ადამიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა საკარანტინე ზონაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

"4 პაციენტთან მოსალოდნელია გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი" - მარინა ეზუგბაია დაინფიცირებულების მდგომარეობაზე

"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო ზიარების წესი არ შეიცვლება" - წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გამო რითეილერები ონლაინ გაყიდვებზე გადადიან