პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან - რა შემთხვევაში მოემსახურება ექიმი პაციენტს?
სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან - რა შემთხვევაში მოემსახურება ექიმი პაციენტს?

COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. მათი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის და მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

რა შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­წე­ვენ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას პა­ცი­ენ­ტებს და რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევთ რო­გორც პა­ცი­ენ­ტებს, ისე სტო­მა­ტო­ლო­გებს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ქე­თე­ვან გო­გი­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- პირ­ველ რიგ­ში გა­ნუ­მარ­ტეთ მკი­თხველს, რა იც­ვლე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ში ?

- პირ­ველ რიგ­ში იც­ვლე­ბა ის, რომ ისე­თი დატ­ვირ­თვით ცხა­დია, ვერ იმუ­შა­ვე­ბენ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც აქამ­დე მუ­შა­ობ­დნენ. მათ მო­უ­წევთ ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაც­ვა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი.

ამას­თან, პა­ცი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გა­ე­წი­ოთ მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში და იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბით და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით, რაც არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

- რას გუ­ლის­ხმობს გა­და­უ­დე­ბე­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- გა­და­უ­დე­ბე­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ი­აზ­რებს სის­ხლდე­ნის, აბსცე­სის, ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, მწვა­ვე ტკი­ვი­ლის, შე­შუ­პე­ბის შემ­თხვე­ვებს. ასე­ვე, გა­და­უ­დე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს კბი­ლის ამო­ღე­ბა; ასე­ვე პულ­პი­ტი, რო­დე­საც კბი­ლი და­ჩირ­ქე­ბუ­ლია და სჭირ­დე­ბა გაწ­მენ­და და და­მუ­შა­ვე­ბა ტკი­ვი­ლის მო­სახ­სნე­ლად. ასე­ვე, პე­რი­ო­დონ­ტი­ტი - კბილს კბილ­ზე რომ ვერ ადე­ბენ ტკი­ვი­ლი­სა და მა­ღა­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის გამო და ა.შ.

ასეთ გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში, ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი! მათ შო­რის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­სა და კა­რან­ტინ­ში მყო­ფი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო ან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, რო­გო­რი­ცაა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პირი ან პირი, რო­მე­ლიც დრო­ე­ბით იმ­ყო­ფე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში ან სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბამ­დე 14 ან ნაკ­ლე­ბი დღის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში, შე­იძ­ლე­ბა მა­თაც გა­ე­წი­ოთ სტო­მა­ტო­ლო­გუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ ცხა­დია გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში და ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის დაც­ვით.

- რას გუ­ლის­ხმობს ეს კონ­ტრო­ლის ზო­მე­ბი? რა მო­ე­თხო­ვე­ბათ ასეთ დროს რო­გორც სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კა­ბი­ნე­ტებს და ისე თა­ვად ექი­მებს?

- სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის შე­მუ­შავ­და შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის ბუ­ნი­კე­ბი, ულტრაბ­გე­რი­თი და ჰაერ-ჭავ­ლო­ვა­ნი აპა­რა­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, არ ჩა­ტარ­დეს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც წვე­თე­ბი და აე­რო­ზო­ლე­ბი გა­მო­ი­ყო­ფა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, ვირუ­სის გა­და­დე­ბის გზე­ბი - ის ჰა­ერ­ში არ არის და ძი­რი­თა­დად წვე­თით გა­და­დის, ამი­ტომ ეს გა­მო­ნაფ­რქვე­ვი პი­რის ღრუ­დან, რო­მელ­საც იწ­ვევს მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის ბუ­ნი­კე­ბით მუ­შა­ო­ბა, არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც უფრო ნელა მუ­შა­ობს და ასეთ მა­სი­ურ შხე­ფებს არ იძ­ლე­ვა.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა აიკ­რძა­ლოს კბი­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი წმენ­დის პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ ეს არ იქ­ნე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა კბი­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის მოხ­სნას. კბი­ლის ტკი­ვილ­ზე უა­რე­სი არა­ფე­რია, ამი­ტომ კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ და რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ი­ცა­ვენ, უნდა იყოს ღია.

მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, რომ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და­ი­ხუ­რა, ჩვე­ნი კლი­ნი­კა მა­გა­ლი­თად გა­და­დის კვი­რა­ში ორ­ჯერ მუ­შა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ვართ სრუ­ლი­ად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ვი­ყი­დეთ სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ყვე­ლა სტო­მა­ტო­ლო­გი უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი შემ­დე­გი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით:

  • ერთჯე­რა­დი ხა­ლა­თი (უკან შე­საკ­რა­ვით)
  • რეს­პი­რა­ტო­რი #95 ან ქი­რურ­გი­უ­ლი ნი­ღა­ბი FFP2
  • ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი
  • თვა­ლე­ბის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე და სა­ხის ფარი)
  • ჩაჩი (სა­მე­დი­ცი­ნო ქუდი)
  • ბა­ხი­ლე­ბი

რეს­პი­რა­ტო­რი #95 მჭიდ­როდ უნდა იყოს მორ­გე­ბუ­ლი სა­ხე­ზე, ისე რომ სრუ­ლად ფა­რავ­დეს პი­რის ღრუ­სა და ცხვი­რის ნეს­ტო­ებს. და­უშ­ვე­ბე­ლია რეს­პი­რა­ტო­რის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა. რეს­პი­რა­ტო­რის ტა­რე­ბი­სას და მოხ­სნი­სას არ უნდა შე­ე­ხოთ მის გარე ზე­და­პირს.

სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტმა უნდა ჩა­ი­ტა­როს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, ნი­ღა­ბი და და­იც­ვას სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, ანუ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ი­ზღუ­დოს მისი კონ­ტაქ­ტი სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან და უშუ­ა­ლოდ მის მომ­სა­ხუ­რე სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის გარ­და სხვა პერ­სო­ნალ­თან. სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ბი­ნეტ­ში, რომ­ლის კა­რიც მჭიდ­როდ იკე­ტე­ბა.

ამას­თან:

  • უნდა იყოს და­ცუ­ლი ოთხ ხელ­ში მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი;
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ი­ზო­ლა­ციო სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა რო­მე­ლიც ამო­ფე­ნი­ლია პი­რის ღრუ­ში და მას აქვს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სის­გან დაც­ვის პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ისი­ნი უნდა მუ­შა­ობ­დეს გა­მარ­თუ­ლად;
  • სა­ჭი­როა მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის ნერ­წყვგამ­წო­ვი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა;
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა და ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა. კა­ბი­ნეტ­ში უნდა იდ­გეს შე­მო­სას­ვლელ­ში და და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი
  • ასე­ვე პა­ცი­ენტს უნდა გა­უ­კეთ­დეს ნი­ღა­ბი, დის­ტან­ცია უნდა იყოს და­ცუ­ლი პა­ცი­ენ­ტებს შო­რის და პა­ცი­ენ­ტსა და რე­გის­ტრა­ტორს შო­რის;
  • რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი უნდა იყ­ვნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიღ­ბე­ბით, ფა­რე­ბით და სათ­ვა­ლე­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი;
  • მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­მო­ივ­ლოს პი­რის ღრუს ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი სავ­ლე­ბი;

- ვი­საც უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს გეგ­მი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მათ შე­უ­წყდე­ბათ მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ვი­საც უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს მა­გა­ლი­თად, კბი­ლის დაბ­ჟე­ნა ან რა­ი­მე სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა, საქ­მე იყოს ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი. მაგ­რამ ახა­ლი გეგ­მი­უ­რი ვი­ზი­ტე­ბი უნდა გა­და­ვად­დეს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბამ­დე.

- სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ბოლო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტე­ბის 50%-ზე მეტი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კონ­ტრო­ლის მო­თხოვ­ნებს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ბათ ბევრ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კა­ბი­ნეტს მო­უ­წევს დრო­ე­ბით "დას­ვე­ნე­ბა"...

- კი, ბევ­რი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ ახალ მო­თხოვ­ნებს, რად­გა­ნაც ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ჭი­როა სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბის შე­ძე­ნა, თა­ნაც მი­ნი­მუმ წყვი­ლის, თითო 50 ლარი ღირს და კი­დევ ბევ­რი რამ არის სა­ჭი­რო. პა­ტა­რა კლი­ნი­კე­ბის­თვის რთუ­ლია ამ სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის კუ­თხით სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბე­ბუ­ლია. მაგ­რამ ცხა­დია, ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კა და­ი­კე­ტე­ბა და უკვე ბევ­რიც და­ი­კე­ტა. ჩემი მო­წო­დე­ბაა, ვინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, ვინც ვერ შეძ­ლებს სრუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას, და­ი­კე­ტონ და და­ის­ვე­ნონ, სა­ნამ ეპი­დე­მია გა­და­ივ­ლის.

!!!
1

მაშინ მოემსახურება ექიმი, თუ პაციენტს ჯანმრთელი კბილები ექნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან - რა შემთხვევაში მოემსახურება ექიმი პაციენტს?

სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან - რა შემთხვევაში მოემსახურება ექიმი პაციენტს?

COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მათი გათვალისწინება მოუწევს ყველა იმ ქვეყანას, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ შესაბამისი რეკომენდაციები გასცა საქართველოში მოქმედი ყველა სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.

რა შემთხვევაში გაუწევენ სტომატოლოგიური დაწესებულებები მომსახურებას პაციენტებს და რისი გათვალისწინება მოუწევთ როგორც პაციენტებს, ისე სტომატოლოგებს პანდემიის პერიოდში - ამ საკითხებზე AMBEBI.GE სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ქეთევან გოგილაშვილს ესაუბრა.

- პირველ რიგში განუმარტეთ მკითხველს, რა იცვლება სტომატოლოგიური დაწესებულებების მუშაობის რეჟიმში ?

- პირველ რიგში იცვლება ის, რომ ისეთი დატვირთვით ცხადია, ვერ იმუშავებენ ეს დაწესებულებები, როგორც აქამდე მუშაობდნენ. მათ მოუწევთ ყველა სტანდარტის დაცვა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოება და მინიმუმამდე იყოს შემცირებული ვირუსის გავრცელების რისკი.

ამასთან, პაციენტებს მომსახურება უნდა გაეწიოთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და იმ სამედიცინო პროცედურებით და მანიპულაციებით, რაც არის რეკომენდირებული.

- რას გულისხმობს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება?

- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება მოიაზრებს სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევებს. ასევე, გადაუდებელი შეიძლება იყოს კბილის ამოღება; ასევე პულპიტი, როდესაც კბილი დაჩირქებულია და სჭირდება გაწმენდა და დამუშავება ტკივილის მოსახსნელად. ასევე, პერიოდონტიტი - კბილს კბილზე რომ ვერ ადებენ ტკივილისა და მაღალი მგრძნობელობის გამო და ა.შ.

ასეთ გადაუდებელ შემთხვევებში, ჩვენ უნდა მივიღოთ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებიც კი! მათ შორის თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი სტომატოლოგიური პაციენტებიც

კორონავირუსით დაინფიცირებული საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება მათაც გაეწიოთ სტომატოლოგური მომსახურება, მაგრამ ცხადია გადაუდებელ შემთხვევებში და ინფექციების კონტროლის შესაბამისი ზომების დაცვით.

- რას გულისხმობს ეს კონტროლის ზომები? რა მოეთხოვებათ ასეთ დროს როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტებს და ისე თავად ექიმებს?

- სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.

გამომდინარე იქედან, რომ კვლევებით დადგინდა, ვირუსის გადადების გზები - ის ჰაერში არ არის და ძირითადად წვეთით გადადის, ამიტომ ეს გამონაფრქვევი პირის ღრუდან, რომელსაც იწვევს მაღალი სიჩქარის ბუნიკებით მუშაობა, არის ყველაზე საშიში. არსებობს სპეციალური აპარატურა, რომელიც უფრო ნელა მუშაობს და ასეთ მასიურ შხეფებს არ იძლევა.

ამის გათვალისწინებით, უნდა აიკრძალოს კბილების ჰიგიენური წმენდის პროცედურები, თუ ეს არ იქნება გადაუდებელი და არ ემსახურება კბილის ძლიერი ტკივილის მოხსნას. კბილის ტკივილზე უარესი არაფერია, ამიტომ კლინიკები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და რეკომენდაციებს დაიცავენ, უნდა იყოს ღია.

მატყობინებენ, რომ უკვე ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კაბინეტი დაიხურა, ჩვენი კლინიკა მაგალითად გადადის კვირაში ორჯერ მუშაობაზე, მაგრამ ვართ სრულიად შეიარაღებულები. ვიყიდეთ სრული ეკიპირების აღჭურვილობა. ყველა სტომატოლოგი უნდა იყოს აღჭურვილი შემდეგი საშუალებებით:

  • ერთჯერადი ხალათი (უკან შესაკრავით)
  • რესპირატორი #95 ან ქირურგიული ნიღაბი FFP2
  • ერთჯერადი ხელთათმანები
  • თვალების დამცავი საშუალებები (სპეციალური სათვალე და სახის ფარი)
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი)
  • ბახილები

რესპირატორი #95 მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.

სტომატოლოგიურ კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, ანუ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და უშუალოდ მის მომსახურე სტომატოლოგიური პერსონალის გარდა სხვა პერსონალთან. სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს კაბინეტში, რომლის კარიც მჭიდროდ იკეტება.

ამასთან:

  • უნდა იყოს დაცული ოთხ ხელში მუშაობის პრინციპი;
  • აუცილებელია, საიზოლაციო სისტემის გამოყენება. ეს არის სპეციალური მოწყობილობა რომელიც ამოფენილია პირის ღრუში და მას აქვს სხვადასხვა ფუნქცია. ამ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის პრევენციას ემსახურება და ისინი უნდა მუშაობდეს გამართულად;
  • საჭიროა მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვი სისტემის არსებობა;
  • აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა და ანტიმიკრობული საშუალებებით დამუშავება. კაბინეტში უნდა იდგეს შემოსასვლელში და დაიბანონ ხელები
  • ასევე პაციენტს უნდა გაუკეთდეს ნიღაბი, დისტანცია უნდა იყოს დაცული პაციენტებს შორის და პაციენტსა და რეგისტრატორს შორის;
  • რეგისტრატორები უნდა იყვნენ სპეციალური ნიღბებით, ფარებით და სათვალეებით აღჭურვილები;
  • მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლოს პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები;

- ვისაც უკვე დაწყებული აქვს გეგმიური მკურნალობა მათ შეუწყდებათ მომსახურება?

- ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ვისაც უკვე დაწყებული აქვს მაგალითად, კბილის დაბჟენა ან რაიმე სხვა სახის მკურნალობა, საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. მაგრამ ახალი გეგმიური ვიზიტები უნდა გადავადდეს ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო კვლევის მიხედვით, სტომატოლოგიური კაბინეტების 50%-ზე მეტი ვერ აკმაყოფილებს კონტროლის მოთხოვნებს. ამის გათვალისწინებით, ალბათ ბევრ სტომატოლოგიურ კაბინეტს მოუწევს დროებით "დასვენება"...

- კი, ბევრი ვერ დააკმაყოფილებს ამ ახალ მოთხოვნებს, რადგანაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. საჭიროა სრული ეკიპირების შეძენა, თანაც მინიმუმ წყვილის, თითო 50 ლარი ღირს და კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. პატარა კლინიკებისთვის რთულია ამ სტანდარტების დაკმაყოფილება.

ინფექციების კონტროლის კუთხით სიტუაცია გაუმჯობებულია. მაგრამ ცხადია, ძალიან ბევრი კლინიკა დაიკეტება და უკვე ბევრიც დაიკეტა. ჩემი მოწოდებაა, ვინც დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციებს, გააგრძელოს მუშაობა, ვინც ვერ შეძლებს სრული უსაფრთხოების დაცვას, დაიკეტონ და დაისვენონ, სანამ ეპიდემია გადაივლის.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი